ბილეთების სრული სია

1452 ოფიციალური ბილეთი — B+C1 Mil კატეგორია, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ბილეთი #1644 სამედიცინო დახმარება
ბილეთი #1644 — სიტუაციის სურათი

რომელი ავტომობილის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება სატვირთო ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

  1. 1 მხოლოდ შავი ავტომობილის მძღოლის მიმართ
  2. 2 როგორც მწვანე, ასევე შავი ავტომობილის მძღოლების მიმართ
  3. 3 მხოლოდ მწვანე ავტომობილის მძღოლის მიმართ
  4. 4 არცერთი ავტომობილის მძღოლების მიმართ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; დ) მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრა¬ნსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარ¬მნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.
ბილეთი #1649 შუქნიშნის სიგნალები

თუ მძღოლი უახლოვდება შუქნიშანს, რომელზეც მოძრაობის ნებადამრთველი მაშუქი სიგნალი უკვე დიდი ხნის განმავლობაშია ჩართული, მან უნდა:

  1. 1 გააგრძელოს მოძრაობა ისე, რომ მზად იყოს სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერ მომენტში უსაფრთხოდ გასაჩერებლად
  2. 2 გაზარდოს სიჩქარე და თვალყური ადევნოს შუქნიშნის მაშუქ სიგნალებს
  3. 3 გაზარდოს სიჩქარე, თუნდაც იგი აჭარბებდეს ნებადართული სიჩქარის ზღვარს, რათა მოასწროს გზის აღნიშნული მონაკვეთის შუქნიშნის მოძრაობის ამკრძალავ მაშუქი სიგნალის ჩართვამდე გავლა
კანონის ახსნა
თუ მძღოლი უახლოვდება შუქნიშანს, რომელზეც მოძრაობის ნებადამრთველი მაშუქი სიგნალი უკვე დიდი ხნის განმავლობაშია ჩართული, მან უნდა გააგრძელოს მოძრაობა, ისე, რომ მზად იყოს სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერ მომენტში უსაფრთხოდ გასაჩერებლად.
ბილეთი #1650 მოძრაობის უსაფრთხოება

როგორ უნდა მოიქცეს უკანა წამყვანღერძიანი ავტომობილის მძღოლი, რათა აიცილოს მოყინულ გზაზე მოძრაობისას უკანა ხიდის გვერდულად მოცურება?

  1. 1 სიჩქარის შემცირებისას ყოველთვის გამოიყენოს სადგომი მუხრუჭი
  2. 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოქმედება სწორია
  3. 3 მოერიდოს გადაბმულობის ქუროს სატერფულის მკვეთრ აშვებას და აქსელერატორის სატერფულის მკვეთრ დაჭერას
კანონის ახსნა
უკანა წამყვანღერძიანი ავტომობილის მძღოლი, რათა აიცილოს მოყინულ გზაზე მოძრაობისას უკანა ხიდის გვერდულად მოცურება უნდა მოერიდოს გადაბმულობის ქუროს სატერფულის მკვეთრ აშვებას და აქსელერატორის სატერფულის მკვეთრ დაჭერას.
ბილეთი #1651 მოძრაობის უსაფრთხოება

რა ფუნქციას ასრულებს უსაფრთხოების ღვედი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს?

  1. 1 მხოლოდ აღკვეთს მძღოლისა და მგზავრების ინერციით გადადგილებას, შესაბამისად მათ შეჯახებას სატრანსპორტო საშუალების ინტერიერის დეტალებზე და სხვა მგზავრებთან
  2. 2 ასრულებს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა ფუნქციას
  3. 3 მხოლოდ მძღოლსა და მგზავრებს აკავებს პოზიციაში, რომელიც უზრუნველყოფს აირბაგების (დამცავი ბალიშების) უსაფრთხოდ გახსნას
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს უსაფრთხოების ღვედი როგორც აღკვეთს მძღოლისა და მგზავრების ინერციით გადადგილებას, შესაბამისად მათ შეჯახებას სატრანსპორტო საშუალების ინტერიერის დეტალებზე და სხვა მგზავრებთან, ასევე მძღოლსა და მგზავრებს აკავებს პოზიციაში, რომელიც უზრუნველყოფს აირბაგების (დამცავი ბალიშების) უსაფრთხოდ გახსნას.
ბილეთი #1652 მოძრაობის უსაფრთხოება

როგორ უნდა მოიქცეს მძღოლი, თუ საწევარასა და ნახევარმისაბმელის დამაკავშირებელ მოწყობილობაზე წარმოიშვა ისეთი სახის გაუმართაობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მათი განცალკევება?

  1. 1 შეწყვიტოს მოძრაობა
  2. 2 სახელდახელოდ დააყენოს დამატებითი სამაგრები და მინიმალური სიჩქარით გადაიყვანოს ავტომობილი სარემონტო ადგილზე ან სადგომზე
  3. 3 ნახევარმისაბმელის უკანა მხარეს დაამაგროს საავარიო ნიშანი და გადაიყვანოს ავტომობილი სარემონტო ადგილას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას.
ბილეთი #1653 მოძრაობის უსაფრთხოება

ჩამოთვლილიდან რომელი მოთხოვნა უნდა იქნეს დაცული ავტომობილის სატვირთო განყოფილებაში ტვირთის განთავსებისას?

  1. 1 დაცული უნდა იქნეს ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოთხოვნა
  2. 2 მხოლოდ ის, რომ ტვირთი უნდა განთავსდეს მაქსიმალურად თანაბრად სატვირთო განყოფილების იატაკის ზედაპირზე
  3. 3 მხოლოდ ის, რომ ტვირთის განთავსებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ღერძებზე ნებადართული დატვირთვები.
  4. 4 მხოლოდ ის, რომ ტვირთი უნდა განთავსდეს რაც შეიძლება დაბლა
კანონის ახსნა
ავტომობილის სატვირთო განყოფილებაში ტვირთის განთავსებისას ტვირთი უნდა განთავსდეს, მაქსიმალურად თანაბრად სატვირთო განყოფილების იატაკის ზედაპირზე რაც შეიძლება დაბლა, ასევე ტვირთის განთავსებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ღერძებზე ნებადართული დატვირთვები.
ბილეთი #1654 მოძრაობის უსაფრთხოება

რა ფუნქციებს ასრულებს რესივერი ავტომობილის პნევმატურ სამუხრუჭე სისტემაში?

  1. 1 უზრუნველყოფს შეკუმშული ჰაერის რეზერვის შექმნას
  2. 2 ზრდის ჰაერის წნევას
  3. 3 ზრდის დამუხრუჭების ძალას
  4. 4 უზრუნველყობს ჰაერიდან კონდენსატის გამოყოფას
კანონის ახსნა
ავტომობილის პნევმატურ სამუხრუჭე სისტემაში, რესივერი უზრუნველყოფს შეკუმშული ჰაერის რეზერვის შექმნას.
ბილეთი #1655 მოძრაობის უსაფრთხოება

როგორ უნდა მოიქცეს მძღოლი მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემის (ABC) არ მქონე ავტომობილის დამუხრუჭებისას, რათა ავტომობილმა არ დაკარგოს მართვადობა?

  1. 1 დაამუხრუჭოს სამუხრუჭე სატერფულზე პულსირებულად დაჭერით, ამასთან ეცადოს არ გამოიწვის თვლების ბლოკირება
  2. 2 დაამუხრუჭოს მუშა მუხრუჭით, დამატებით სადგომი მუხრუჭის გამოყენებით
  3. 3 უნდა შეეცადოს მკვეთრად დააწვეს მუხრუჭის სატერფულს, რათა ამ გზით სწრაფად შეაჩეროს ავტომობილი
  4. 4 დაამუხრუჭოს მხოლოდ ძრავით
კანონის ახსნა
მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემის (ABC) არ მქონე ავტომობილის დამუხრუჭებისას, რათა ავტომობილმა არ დაკარგოს მართვადობა მძღოლმა უნდა დაამუხრუჭოს სამუხრუჭე სატერფულზე პულსირებულად დაჭერით, ამასთან ეცადოს არ გამოიწვის თვლების ბლოკირება.
ბილეთი #1660 მოძრაობის უსაფრთხოება

დღე-ღამის ბნელ დროს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის სიძლიერის შემცირების მიზნით, მძღოლისათვის მიზანშეწონილია:

  1. 1 შეძლებისდაგვარად მიმართოს მზერა სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირის მხარეს
  2. 2 განახორციელოს მკვეთრი დამუხრუჭება და გაიკეთოს მსუბუქად ტონირებული მზის სათვალე
  3. 3 ჩართოს ავტომობილის სალონის განათება
კანონის ახსნა
დღე-ღამის ბნელ დროს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის სიძლიერის შემცირების მიზნით, მძღოლისათვის მიზანშეწონილია შეძლებისდაგვარად მიმართოს მზერა სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირის მხარეს.
ბილეთი #1661 მოძრაობის უსაფრთხოება

შეიძლება თუ არა გადამზიდველის პასუხისმგებლობა გამოირიცხოს ან შეიზღუდოს ხელშეკრულებით?

  1. 1 არ შეიძლება
  2. 2 შეიძლება
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 669-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გადამზიდველის პასუხისმგებლობა არ შეიძლება გამოირიცხოს ან შეიზღუდოს ხელშეკრულებით.
ბილეთი #1663 მოძრაობის უსაფრთხოება

ვალდებულია თუ არა პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს ტვირთის გადაზიდვასა და მგზავრთა გადაყვანას, დადოს გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება?

  1. 1 ვალდებულია, თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი
  2. 2 ასეთ ვალდებულებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 670-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს ტვირთის გადაზიდვასა და მგზავრთა გადაყვანას, ვალდებულია დადოს გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება, თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი.
ბილეთი #1664 მოძრაობის უსაფრთხოება

ტვირთის გადაზიდვისათვის ზედნადები დგება:

  1. 1 ორ ცალად, რომელთაც ხელს აწერენ გადამზიდველი და მიმღები, ამასთან პირველი პირი რჩება გადამზიდველს, ხოლო მეორე - ტვირთის მიღებასთან ერთად გადაეცემა მიმღებს
  2. 2 სამ ცალად, რომელთაც ხელს აწერენ გამგზავნი და გადამზიდველი, ამასთან პირველი პირი რჩება გამგზავნს, მეორე თან ერთვის ტვირთს, მესამეს კი იტოვებს გადამზიდველი
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 673-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ტვირთის გადაზიდვისათვის ზედნადები დგება სამ ცალად, რომელთაც ხელს აწერენ გამგზავნი და გადამზიდველი. პირველი პირი რჩება გამგზავნს, მეორე თან ერთვის ტვირთს, მესამეს კი იტოვებს გადამზიდველი.
ბილეთი #1665 მოძრაობის უსაფრთხოება

აქვს თუ არა გადამზიდველს ტრანსპორტის ან ტვირთის სახეობების შესაბამისი რაოდენობის ზედნადების შედგენის მოთხოვნის უფლება?

  1. 1 აქვს უფლება, თუ გადასაზიდი ტვირთი ნაწილდება რამდენიმე ტრანსპორტზე, ან საქმე ეხება სხვადასხვა სახის ანდა ცალკეულ პარტიებად დაყოფილ ტვირთს
  2. 2 არ აქვს უფლება, ვინაიდან კანონმდებლობით გათვალისწინებულია ზედნადების, მხოლოდ ორ ეგზემპლიარად შედგენა
  3. 3 აქვს უფლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით განსაზღვრული ტვირთის გადაზიდვისათვის დადგენილი ვადა 60 კალენდარულ დღეზე მეტია
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 673-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ გადასაზიდი ტვირთი ნაწილდება რამდენიმე ტრანსპორტზე, ან საქმე ეხება სხვადასხვა სახის ანდა ცალკეულ პარტიებად დაყოფილ ტვირთს, როგორც გამგზავნს, ასევე გადამზიდველს შეუძლიათ მოითხოვონ იმდენი ზედნადების შედგენა, რამდენი ტრანსპორტიც ან ტვირთის სახეობაა.
ბილეთი #1666 მოძრაობის უსაფრთხოება

ქვემოთ ჩამოთვლილ, რომელ მონაცემს არ უნდა შეიცავდეს ტვირთის გადაზიდვისათვის შედგენილი ზედნადები?

  1. 1 ზედნადები უნდა შეიცავდეს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა მონაცემს
  2. 2 ტვირთის სახეობის ჩვეულებრივ სახელწოდებასა და შეფუთვის სახეს, საფრთხეშემცველი ტვირთების დროს, მათ საყოველთაოდ აღიარებულ აღნიშვნას
  3. 3 ტვირთის გადაცემის დღესა და ადგილს, ასევე ტვირთის მიტანის ადგილს
  4. 4 ტვირთის წონას ან სხვაგვარად აღნიშნულ რაოდენობას
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 674-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, ზედნადები უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: - დ. ტვირთის გადაცემის დღესა და ადგილს, ასევე ტვირთის მიტანის ადგილს; - ვ. ტვირთის სახეობის ჩვეულებრივ სახელწოდებასა და შეფუთვის სახეს, საფრთხეშემცველი ტვირთების დროს, მათ საყოველთაოდ აღიარებულ აღნიშვნას; - თ. ტვირთის წონას ან სხვაგვარად აღნიშნულ რაოდენობას.
ბილეთი #1667 მოძრაობის უსაფრთხოება

ქვემოთ ჩამოთვლილ, რომელ მონაცემს არ უნდა შეიცავდეს ტვირთის გადაზიდვისათვის შედგენილი ზედნადები?

  1. 1 გადასაზიდი ტვირთების რაოდენობას, ნიშნებსა და ნომრებს
  2. 2 მისი გაცემის დღესა და ადგილს
  3. 3 ზედნადები უნდა შეიცავდეს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა მონაცემს
  4. 4 გადაზიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს (გადაზიდვის ფასს, დამატებით ხარჯებს, იმპორტის გადასახადებს და სხვა ხარჯებს, რომლებიც წარმოიშობა ხელშეკრულების დადებიდან ტვირთის მიტანამდე)
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 674-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტების თანახმად, ზედნადები უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: - ა. გაცემის დღესა და ადგილს; - ზ. გადასაზიდი ტვირთების რაოდენობას, ნიშნებსა და ნომრებს; - ი. გადაზიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს (გადაზიდვის ფასს, დამატებით ხარჯებს, იმპორტის გადასახადებს და სხვა ხარჯებს, რომლებიც წარმოიშობა ხელშეკრულების დადებიდან ტვირთის მიტანამდე).
ბილეთი #1668 მოძრაობის უსაფრთხოება

ქვემოთ ჩამოთვლილ, რომელ დამატებით მონაცემს არ შეიძლება შეიცავდეს ტვირთის გადაზიდვისათვის შედგენილი ზედნადები?

  1. 1 სხვა ტრანსპორტზე გადატვირთვის აკრძალვას
  2. 2 ტვირთის გაგზავნის დროს გადასახდელი ფასდანამატის ოდენობას
  3. 3 საჭიროების შემთხვევაში, ზედნადები შეიძლება შეიცავდეს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ მონაცემს
  4. 4 ხარჯებს, რომლებსაც გამგზავნი თავის თავზე იღებს
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 674-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საჭიროებისას ზედნადები უნდა შეიცავდეს დამატებით მონაცემებს: - ა. სხვა ტრანსპორტზე გადატვირთვის აკრძალვას; - ბ. ხარჯებს, რომლებსაც გამგზავნი თავის თავზე იღებს; - გ. ტვირთის გაგზავნის დროს გადასახდელი ფასდანამატის ოდენობას.
ბილეთი #1669 მოძრაობის უსაფრთხოება

ქვემოთ ჩამოთვლილ, რომელ დამატებით მონაცემს არ შეიძლება შეიცავდეს ტვირთის გადაზიდვისათვის შედგენილი ზედნადები?

  1. 1 გადამზიდველისათვის გადაცემული საბუთების ჩამონათვალს
  2. 2 საჭიროების შემთხვევაში, ზედნადები შეიძლება შეიცავდეს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ მონაცემს
  3. 3 ტვირთის ღირებულებას და მიწოდებისადმი განსაკუთრებული ინტერესის აღნიშვნას
  4. 4 გამგზავნის მითითებებს გადამზიდველის მიმართ ტვირთის დაზღვევის შესახებ
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 674-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საჭიროებისას ზედნადები უნდა შეიცავდეს დამატებით მონაცემებს: - დ. ტვირთის ღირებულებას და მიწოდებისადმი განსაკუთრებული ინტერესის აღნიშვნას; - ე. გამგზავნის მითითებებს გადამზიდველის მიმართ ტვირთის დაზღვევის შესახებ; - ზ. გადამზიდველისათვის გადაცემული საბუთების ჩამონათვალს.
ბილეთი #1670 მოძრაობის უსაფრთხოება

აქვს თუ არა უფლება გამგზავნს მოსთხოვოს გადამზიდველს ტვირთის წონის ან მისი სხვაგვარად მოცემული რაოდენობის გადამოწმება?

  1. 1 აქვს უფლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულს ითვალისწინებს გადაზიდვის ხელშეკრულება
  2. 2 არ აქვს უფლება
  3. 3 აქვს უფლება
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 676-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამგზავნს შეუძლია გადამზიდველს მოსთხოვოს, რომ გადამზიდველმა გადაამოწმოს ტვირთის წონა ან მისი სხვაგვარად მოცემული რაოდენობა. მას შეუძლია ასევე მოითხოვოს, რომ გადამზიდველმა შეამოწმოს გადასაზიდი ტვირთის შემცველობა. გადამზიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ამ შემოწმებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. გადამოწმების შედეგები უნდა აღინიშნოს ზედნადებში.
ბილეთი #1671 მოძრაობის უსაფრთხოება

აქვს თუ არა უფლება გამგზავნს მოსთხოვოს გადამზიდველს გადასაზიდი ტვირთის შემცველობის გადამოწმება?

  1. 1 აქვს უფლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულს ითვალისწინებს გადაზიდვის ხელშეკრულება
  2. 2 აქვს უფლება
  3. 3 არ აქვს უფლება
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 676-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამგზავნს შეუძლია გადამზიდველს მოსთხოვოს, რომ გადამზიდველმა გადაამოწმოს ტვირთის წონა ან მისი სხვაგვარად მოცემული რაოდენობა. მას შეუძლია ასევე მოითხოვოს, რომ გადამზიდველმა შეამოწმოს გადასაზიდი ტვირთის შემცველობა. გადამზიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ამ შემოწმებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. გადამოწმების შედეგები უნდა აღინიშნოს ზედნადებში.
ბილეთი #1672 მოძრაობის უსაფრთხოება

იმ შემთხვევაში, თუ გამგზავნმა გადამზიდველს მოსთხოვა გადასაზიდი ტვირთის შემცველობის, წონის ან სხვაგვარად მოცემული რაოდენობის გადამოწმება:

  1. 1 გადამოწმების შედეგები დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უახლოეს საგადასახადო ორგანოს
  2. 2 გადამოწმების შედეგად უნდა შედგეს ე.წ. „რევიზიის აქტი“
  3. 3 უნდა შესრულდეს ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოთხოვნა
  4. 4 გადამოწმების შედეგები უნდა აღინიშნოს ზედნადებში
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 676-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამგზავნს შეუძლია გადამზიდველს მოსთხოვოს, რომ გადამზიდველმა გადაამოწმოს ტვირთის წონა ან მისი სხვაგვარად მოცემული რაოდენობა. მას შეუძლია ასევე მოითხოვოს, რომ გადამზიდველმა შეამოწმოს გადასაზიდი ტვირთის შემცველობა. გადამზიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ამ შემოწმებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. გადამოწმების შედეგები უნდა აღინიშნოს ზედნადებში.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.