ჩასასხდომი ბაქანის არ არსებობის შემთხვევაში, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისა და ტაქსის მოცდა ნებადართულია:
- 1 მხოლოდ ტროტუარზე ან გვერდულაზე
- 2 მხოლოდ სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა მხარეს
- 3 მხოლოდ სავალი ნაწილის შუაში დაყენებულ უსაფრთხოების კუნძულზე
- 4 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ ადგილას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-13 პუნქტის „ თანახმად, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისა და ტაქსის მოცდა ნებადართულია მხოლოდ გზის სავალი ნაწილის შედარებით ამაღლებულ ჩასასხდომ ბაქანზე, ხოლო მისი არარსებობისას – ტროტუარზე ან გვერდულაზე.