Полный список билетов

338 официальных билетов — категория AM, с правильным ответом и разъяснением закона.

Билет №1793 პრიორიტეტის ნიშნები
Билет №1793 — изображение ситуации

მოცემული საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში, დასაშვებია თუ არა მოპედით მოძრაობა?

  1. 1 დასაშვებია
  2. 2 არ არის დასაშვები
Билет №1794 გაჩერება და დგომა
Билет №1794 — изображение ситуации

მოპედის მძღოლს უფლება აქვს გაჩერდეს:

  1. 1 მხოლოდ B და C ადგილას
  2. 2 მხოლოდ A და B ადგილას
  3. 3 მხოლოდ B ადგილას
  4. 4 როგორც A, ასევე B და C ადგილას
Разъяснение закона
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებების დგომა ნებადართულია ერთ რიგად, სავალი ნაწილის კიდის პარალელურად, გარდა იმ ადგილისა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების სხვაგვარად დაყენების პირობებს ქმნის. დასაშვებია გვერდითი მისაბმელის გარეშე ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების ორ რიგად დაყენება.
Билет №1795 გაჩერება და დგომა
Билет №1795 — изображение ситуации

მოპედის მძღოლს უფლება აქვს გაჩერდეს:

  1. 1 მხოლოდ C ადგილას
  2. 2 მხოლოდ B და C ადგილას
  3. 3 მხოლოდ A ადგილას
  4. 4 მხოლოდ B ადგილას
Разъяснение закона
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებების დგომა ნებადართულია ერთ რიგად, სავალი ნაწილის კიდის პარალელურად, გარდა იმ ადგილისა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების სხვაგვარად დაყენების პირობებს ქმნის. დასაშვებია გვერდითი მისაბმელის გარეშე ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების ორ რიგად დაყენება.
Билет №1796 გაჩერება და დგომა
Билет №1796 — изображение ситуации

რომელი სატრანსპორტო საშუალებაა დაყენებული დგომის წესების დარღვევით, თუ ჯერ დადგა თეთრი მსუბუქი ავტომობილი, მერე - მოპედი და ბოლოს - ეტლიანი მოტოციკლი?

  1. 1 თეთრი მსუბუქი ავტომობილი
  2. 2 არცერთი სატრანსპორტო საშუალება
  3. 3 ეტლიანი მოტოციკლი
  4. 4 მოპედი
Разъяснение закона
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებების დგომა ნებადართულია ერთ რიგად, სავალი ნაწილის კიდის პარალელურად, გარდა იმ ადგილისა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების სხვაგვარად დაყენების პირობებს ქმნის. დასაშვებია გვერდითი მისაბმელის გარეშე ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების ორ რიგად დაყენება.
Билет №1797 უწესივრობა და ექსპლუატაციის აკრძალვა

გარდა შემთხვევებისა, როცა აუცილებელია ხელით მისცენ მანევრის შესრულებასთან დაკავშირებული სიგნალები, მოპედის მძღოლებს ეკრძალებათ გადაადგილება, თუ:

  1. 1 საჭე ერთი ხელით მაინც არ უჭირავთ
  2. 2 საჭე ორივე ხელით არ უჭირავთ
Разъяснение закона
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ველოსიპედის, თოვლმავლის, მოტოციგისა და მსუბუქი კვადროციკლის მძღოლებს ეკრძალებათ გადაადგილება, თუ საჭე ერთი ხელით მაინც არ უჭირავთ. აკრძალულია ველოსიპედის, თოვლმავლის, მოტოციგის, მსუბუქი კვადროციკლისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის ბუქსირება ან აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით სხვა სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), იმ ტვირთის გადაზიდვა, რომელიც გაბარიტების გარეთ სიგანეზე ან სიგრძეზე 0,5 მეტრზე მეტადაა გადმოშვერილი, ან ისეთი საგნის გადატანა/მიწოლა, რომელსაც შეუძლია მძღოლს მართვაში ხელი შეუშალოს ან საფრთხე შეუქმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს. ეს წესი გამოიყენება აგრეთვე მოტოციკლისა და მოპედის მძღოლების მიმართ, მაგრამ, ამასთანავე, მათ საჭე ორივე ხელით უნდა ეჭიროთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია ამ კანონით განსაზღვრული მანევრის შესრულებასთან დაკავშირებული სიგნალების ხელით მიცემა
Билет №1798 ბუქსირება

დასაშვებია თუ არა მოპედით მისაბმელის ბუქსირება?

  1. 1 არ არის დაშვებული
  2. 2 დასაშვებია, მხოლოდ იმ მისაბმელის ბუქსირება, რომელიც განკუთვნილია აღნიშნულ ტრანსპორტთან ერთად ექსპლუატაციისათვის
  3. 3 დასაშვებია, ყველა იმ მისაბმელის ბუქსირება, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-ზე ნაკლებია
Разъяснение закона
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, დასაშვებია ველოსიპედით, მოპედით, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავითა და უეტლო მოტოციკლით იმ მისაბმელის ბუქსირება, რომელიც განკუთვნილია აღნიშნულ ტრანსპორტთან ერთად ექსპლუატაციისათვის.
Билет №1799 გადაზიდვები — ხალხი და ტვირთი

სად შეიძლება ბარგის განთავსება მოპედზე?

  1. 1 მოპედის საჭის მარჯვენა და მარცხენა მხარეს, თანაბრად გადანაწილებით
  2. 2 მოპედის საწვავის ავზზე
  3. 3 მოპედის საბარგო ჩანთაში ან საბარგულზე
Разъяснение закона
მოპედზე ბარგი შეიძლება განთავსდეს მპედის საბარგო ჩანთაში ან საბარგულზე.
Билет №1800 გაჩერება და დგომა

ძირითად საყრდენზე მოპედის დაყენებისას, ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ გარემოებებს:

  1. 1 ძირითადი საყრდენის ქვეშ საფარი არ უნდა იყოს მყარი
  2. 2 ძირითადი საყრდენის ქვეშ საფარი უნდა იყოს მყარი
Разъяснение закона
ძირითად საყრდენზე მოპედის დაყენებისას, ყურადღება უნდა მიიექცეს გარემოებას, რომ ძირითადი საყრდენის ქვეშ საფარი იყოს მყარი.
Билет №1802 უწესივრობა და ექსპლუატაციის აკრძალვა

მოპედის მძღოლის მიერ მკვეთრი ფერების ტანსაცმლით სარგებლობის შემთხვევაში:

  1. 1 ეკრძალება დღე-ღამის ბნელ დროს გადაადგილება
  2. 2 იგი უკეთესად შესამჩნევი ხდება საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისათვის
  3. 3 იგი არ არის ვალდებული გადაადგილებისას გამოიყენოს მოტოჩაფხუტი
Разъяснение закона
მოპედის მძღოლის მიერ მკვეთრი ფერების ტასაცმლით სარგებლობის შემთხვევაში იგი უკეთესად შესამჩნევი ხდება საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისათვის.
Билет №1803 მოძრაობის უსაფრთხოება

გზაზე მყოფ ძაღლის სიახლოვეს გამავალმა მოპედის მძღოლმა, უნდა:

  1. 1 გაითვალისწინოს რომ ყველა ძაღლს ეშინია მოძრავი სატრანსპორტო საშუალების, რის გამოც იგი აგრესიას არ გამოამჟღავნებს
  2. 2 გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე, რადგან ძაღლმა შესაძლოა გამოამჟღავნოს აგრესია და გამოიწიოს მისი მიმართულებით
Разъяснение закона
გზაზე მყოფი ძაღლის სიახლოვეს გამავალმა მოპედის მძღოლმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე, რადგამ ძაღლმა შესაძლოა გამოამჟღავნოს აგრესია და გამოიწიოს მისი მიმართულებით.
Билет №1804 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

ასფალტის საფარის მქონე გზიდან ღორღიან გზაზე გასვლისას, მოპედის მძღოლმა უნდა:

  1. 1 შეწყვიტოს მოძრაობა, რადგან ღორღიან გზაზე აკრძალულია მოპედით მოძრაობა
  2. 2 გაზარდოს მოძრაობის სიჩქარე, რათა ნაკლებად საგრძნობი გახდეს გზის საფარის გავლენა საჭეზე
  3. 3 შეარჩიოს შესაბამისი მოძრაობის სიჩქარე და მოერიდოს მკვეთრ მოძრაობებს
Разъяснение закона
ასფალტის საფარის მქონე გზიდან ღორღიან გზაზე გასვლისას, მოპედის მძროლმა უნდა შეარჩიოს შესაბამისი მოძრაობის სიჩქარე და მოერიდოს მკვეთრ მოძრაობებს.
Билет №1805 მოძრაობის უსაფრთხოება

მოპედის საბურავებში დაბალმა ჰაერის წნევამ შეიძლება გამოიწვიოს:

  1. 1 მხოლოდ მოპედის მართვადობის გაუარესება
  2. 2 მხოლოდ პროტექტორის კიდეების არათანაბარი ცვეთა
  3. 3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
Разъяснение закона
მოპედის საბურავებში დაბალმა ჰაერის წნევამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც საბურავის პროტექტორის კიდეების არათანაბარი ცვეთა, ასევე მოპედის მართვადობის გაუარესება.
Билет №1806 გადაზიდვები — ხალხი და ტვირთი

აკრძალულია მოპედით იმ ტვირთის გადაზიდვა, რომელიც გადმოშვერილია სიგანეზე ან სიგრძეზე გაბარიტებს გარეთ:

  1. 1 0,5 მეტრზე მეტად
  2. 2 არანაკლებ 0,7 მეტრით
  3. 3 არანაკლებ 1,0 მეტრით
Разъяснение закона
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ველოსიპედის, თოვლმავლის, მოტოციგისა და მსუბუქი კვადროციკლის მძღოლებს ეკრძალებათ გადაადგილება, თუ საჭე ერთი ხელით მაინც არ უჭირავთ. აკრძალულია ველოსიპედის, თოვლმავლის, მოტოციგის, მსუბუქი კვადროციკლისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის ბუქსირება ან აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით სხვა სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), იმ ტვირთის გადაზიდვა, რომელიც გაბარიტების გარეთ სიგანეზე ან სიგრძეზე 0,5 მეტრზე მეტადაა გადმოშვერილი, ან ისეთი საგნის გადატანა/მიწოლა, რომელსაც შეუძლია მძღოლს მართვაში ხელი შეუშალოს ან საფრთხე შეუქმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს. ეს წესი გამოიყენება აგრეთვე მოტოციკლისა და მოპედის მძღოლების მიმართ, მაგრამ, ამასთანავე, მათ საჭე ორივე ხელით უნდა ეჭიროთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია ამ კანონით განსაზღვრული მანევრის შესრულებასთან დაკავშირებული სიგნალების ხელით მიცემა
Билет №1807 მოძრაობის უსაფრთხოება

სავალდებულოა თუ არა მოპედის მძღოლებისთვის, ასევე მათი მგზავრებისთვის სპეციალური ჩაფხუტის გამოყენება?

  1. 1 სავალდებულოა
  2. 2 არ არის სავალდებულო
Разъяснение закона
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გადაადგილებისას მოტოციკლისა და მოპედის მძღოლებმა, აგრეთვე მათმა მგზავრებმა მოტოჩაფხუტები უნდა გამოიყენონ.
Билет №1808 ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი

ქვემოთ ჩამოთვლილ გზის რომელ ელემენტზეა დასაშვები მოპედით მოძრაობა?

  1. 1 ტროტუარზე
  2. 2 გზის სავალ ნაწილზე
  3. 3 ველოსიპედის ბილიკზე (ველობილიკზე) და ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე
Разъяснение закона
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია: ბ) „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა გზის სავალ ნაწილზე არაუმეტეს 45 კმ/სთ სიჩქარით.
Билет №1809 მოძრაობის სიჩქარე

მოპედის კონსტრუქციული სიჩქარე:

  1. 1 აღემატება 45 კმ/სთ-ს, მაგრამ არ აღემატება 55 კმ/სთ-ს
  2. 2 აღემატება 50 კმ/სთ-ს, მაგრამ არ აღემატება 75 კმ/სთ-ს
  3. 3 აღემატება 25 კმ/სთ-ს, მაგრამ არ აღემატება 45 კმ/სთ-ს
Разъяснение закона
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 42. მოპედი – ორ- ან სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 25 კმ/სთ-ს, მაგრამ არ აღემატება 45 კმ/სთ-ს. ამასთანავე, ორთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძრავის ან სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნაპერწკლური ანთების შიგაწვის ძრავის მუშა მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 50 სმ3 -ს; სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სხვა შიგაწვის ძრავის მაქსიმალური სასარგებლო გამომავალი სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტ-ს; ორ- ან სამთვლიანი ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ელექტროძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე უნდა აღემატებოდეს 1 კვტ-ს, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტ-ს. სამთვლიან მოპედთან გათანაბრებულია მსუბუქი კვადროციკლი.
Билет №1810 გაჩერება და დგომა

ჩამოთვლილთაგან, რომელ ადგილებშია აკრძალული მოპედის გაჩერება?

  1. 1 მხოლოდ ესტაკადის, ხიდისა და გზაგამტარის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში, თუ ამისათვის სპეციუალური ადგილი არ არის გამოყოფილი
  2. 2 მხოლოდ სავალი ნაწილების გადაკვეთაზე
  3. 3 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა ადგილზე
  4. 4 მხოლოდ ქვეითთა გადასასვლელებზე ან მის წინ 5 მეტრზე ახლოს
Разъяснение закона
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ��.ა) ქვეითთა და ველოსიპედისტთა გადასასვლელებზე და მათ წინ 5 მეტრზე ახლოს ��.გ) სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე (გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია ��) ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის ��.ა) ესტაკადაზე, ხიდსა და გზაგამტარზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნულ ადგილებში ორზე მეტი თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის ზოლია;
Билет №1811 ადმინისტრაციული კანონი

"AM" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების მაქსიმალური ვადაა:

  1. 1 10 წელი
  2. 2 15 წელი
  3. 3 5 წელი
Разъяснение закона
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბ) „AM“, „A“, „B“, „BE“, „T“, „S“ კატეგორიების/„A1“, „A2“, „B1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადაა ბ.ა) 15 წელი (გარდა ამ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);
Практическая часть

Экзаменационные маршруты — так, как их проезжает экзаменатор

48 настоящих экзаменационных маршрута в 10 городах, всего 623 км. Каждый поворот и остановка на карте, с голосовой подсказкой.

  • Все маршруты на карте
  • Режим GPS на реальной дороге
  • Тренировочный режим с регулировкой скорости
  • И на сайте, и в приложении

Разовый платёж без автопродления — картой на защищённой странице Банка Грузии.