გაჩერება და დგომა

10 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

სად იკრძალება გაჩერება, სად — დგომა, და როგორ ვიქცევით იძულებით გაჩერებისას.

ბილეთი #315 გაჩერება და დგომა

თუ ქვეითთა არარეგულირებული გადასასვლელის წინ გაჩერდა ან მოძრაობა შეანელა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ, მეზობელ ზოლებზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებმა მოძრაობა უნდა განაგრძონ:

  1. 1 სიჩქარის შეუცვლელად, რადგან ქვეითი ვალდებულია არ გამოვიდეს გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების წინა მხრიდან, ვიდრე არ დარწმუნდება მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების არარსებობაში
  2. 2 მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებიან, რომ გაჩერებული სამარშუტო სატრანსპორტო საშუალების წინ არ არის ქვეითი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ არარეგულირებული ქვეითთა გადასასვლელის წინ გაჩერდა ან მოძრაობა შეანელა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ, მეზობელ ზოლებზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებმა მოძრაობა უნდა განაგრძონ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებიან, რომ გაჩერებული სამარშუტო სატრანსპორტო საშუალების წინ არ არის ქვეითი.
ბილეთი #357 გაჩერება და დგომა

სატრანსპორტო საშუალება სადგომზე მდგომად ითვლება, თუ:

  1. 1 მოძრაობა გამიზნულად შეწყვეტილია 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის, ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის
  2. 2 მოძრაობა შეწყვეტილია ტექნიკური გაუმართაობის გამო
  3. 3 მოძრაობა წინასწარ განზრახულად შეწყვეტილია 5 წუთამდე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-20 პუნქტის თანახმად დგომა არის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის.
ბილეთი #496 გაჩერება და დგომა

დასაშვებია თუ არა საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივი გაჩერების შემთხვევაში ჩართული ძრავით დგომა?

  1. 1 არ არის დასაშვები
  2. 2 დასაშვებია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბებში მოქმედებს შემდეგი წესები - ხანგრძლივი გაჩერების შემთხვევაში მძღოლმა ძრავი უნდა გამორთოს.
ბილეთი #959 გაჩერება და დგომა

სატრანსპორტო საშუალების დგომა არ არის აკრძალული:

  1. 1 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა ადგილას აკრძალულია
  2. 2 ეზოდან ავტომობილის გამოსასვლელთან
  3. 3 გაჩერების ამკრძალავი საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში
  4. 4 გზის სავალ ნაწილზე რკინიგზის გადასასვლელთან 50 მეტრზე ახლოს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების დგომა: ა) იმ ადგილას, სადაც გაჩერება აკრძალულია; ბ) გზის სავალ ნაწილზე რკინიგზის გადასასვლელთან 50 მეტრზე ახლოს; დ) ეზოდან ავტომობილის გამოსასვლელთან.
ბილეთი #1036 გაჩერება და დგომა

იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც ეს აკრძალულია, მძღოლმა საავარიო გაჩერების ნიშანი ( ან მსგავსი ეფექტური მოწყობილობა) დაუყოვნებლივ უნდა გამოდგას:

  1. 1 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საავარიო შუქსიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული
  2. 2 მხოლოდ საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ
  3. 3 როგორც საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა დადგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი ხილვადობის პირობებში − მოციმციმე წითელი ფარანი: ბ) იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია, და იქ, სადაც, ხილვადობის პირობების გათვალისწინებით, სხვა მძღოლები ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების დროულად შემჩნევას.
ბილეთი #1794 გაჩერება და დგომა
ბილეთი #1794 — სიტუაციის სურათი

მოპედის მძღოლს უფლება აქვს გაჩერდეს:

  1. 1 მხოლოდ B და C ადგილას
  2. 2 მხოლოდ A და B ადგილას
  3. 3 მხოლოდ B ადგილას
  4. 4 როგორც A, ასევე B და C ადგილას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებების დგომა ნებადართულია ერთ რიგად, სავალი ნაწილის კიდის პარალელურად, გარდა იმ ადგილისა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების სხვაგვარად დაყენების პირობებს ქმნის. დასაშვებია გვერდითი მისაბმელის გარეშე ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების ორ რიგად დაყენება.
ბილეთი #1795 გაჩერება და დგომა
ბილეთი #1795 — სიტუაციის სურათი

მოპედის მძღოლს უფლება აქვს გაჩერდეს:

  1. 1 მხოლოდ C ადგილას
  2. 2 მხოლოდ B და C ადგილას
  3. 3 მხოლოდ A ადგილას
  4. 4 მხოლოდ B ადგილას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებების დგომა ნებადართულია ერთ რიგად, სავალი ნაწილის კიდის პარალელურად, გარდა იმ ადგილისა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების სხვაგვარად დაყენების პირობებს ქმნის. დასაშვებია გვერდითი მისაბმელის გარეშე ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების ორ რიგად დაყენება.
ბილეთი #1796 გაჩერება და დგომა
ბილეთი #1796 — სიტუაციის სურათი

რომელი სატრანსპორტო საშუალებაა დაყენებული დგომის წესების დარღვევით, თუ ჯერ დადგა თეთრი მსუბუქი ავტომობილი, მერე - მოპედი და ბოლოს - ეტლიანი მოტოციკლი?

  1. 1 თეთრი მსუბუქი ავტომობილი
  2. 2 არცერთი სატრანსპორტო საშუალება
  3. 3 ეტლიანი მოტოციკლი
  4. 4 მოპედი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებების დგომა ნებადართულია ერთ რიგად, სავალი ნაწილის კიდის პარალელურად, გარდა იმ ადგილისა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების სხვაგვარად დაყენების პირობებს ქმნის. დასაშვებია გვერდითი მისაბმელის გარეშე ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების ორ რიგად დაყენება.
ბილეთი #1800 გაჩერება და დგომა

ძირითად საყრდენზე მოპედის დაყენებისას, ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ გარემოებებს:

  1. 1 ძირითადი საყრდენის ქვეშ საფარი არ უნდა იყოს მყარი
  2. 2 ძირითადი საყრდენის ქვეშ საფარი უნდა იყოს მყარი
კანონის ახსნა
ძირითად საყრდენზე მოპედის დაყენებისას, ყურადღება უნდა მიიექცეს გარემოებას, რომ ძირითადი საყრდენის ქვეშ საფარი იყოს მყარი.
ბილეთი #1810 გაჩერება და დგომა

ჩამოთვლილთაგან, რომელ ადგილებშია აკრძალული მოპედის გაჩერება?

  1. 1 მხოლოდ ესტაკადის, ხიდისა და გზაგამტარის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში, თუ ამისათვის სპეციუალური ადგილი არ არის გამოყოფილი
  2. 2 მხოლოდ სავალი ნაწილების გადაკვეთაზე
  3. 3 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა ადგილზე
  4. 4 მხოლოდ ქვეითთა გადასასვლელებზე ან მის წინ 5 მეტრზე ახლოს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ��.ა) ქვეითთა და ველოსიპედისტთა გადასასვლელებზე და მათ წინ 5 მეტრზე ახლოს ��.გ) სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე (გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია ��) ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის ��.ა) ესტაკადაზე, ხიდსა და გზაგამტარზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნულ ადგილებში ორზე მეტი თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის ზოლია;
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.