ამკრძალავი ნიშნები

5 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

წრიული ნიშნები, რომლებიც ზღუდავს ან კრძალავს მოძრაობას.

ბილეთი #254 ამკრძალავი ნიშნები
ბილეთი #254 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს:

  1. 1 45 კმ/სთ სიჩქარით
  2. 2 20 კმ/სთ სიჩქარით
  3. 3 50 კმ/სთ სიჩქარით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის 3.24 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა” - კრძალავს მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულზე მეტი სიჩქარით(კმ/სთ) ამავე კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია: ბ) „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა გზის სავალ ნაწილზე არაუმეტეს 45 კმ/სთ სიჩქარით;
ბილეთი #255 ამკრძალავი ნიშნები
ბილეთი #255 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 კრძალავს მოძრაობას ნიშანზე მითითებულზე მეტი სიჩქარით
  2. 2 მიუთითებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდირებულია მოძრაობა გზის მოცემულ მონაკვეთზე
  3. 3 აღნიშნავს მაქსიმალური სიჩქარის შემზღუდავი საგზაო ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის 3.25 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.25 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის დასასრული” − 3.24 ნიშნის („მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა“) მოქმედების ზონის დასასრული.
ბილეთი #691 ამკრძალავი ნიშნები
ბილეთი #691 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 აფრთხილებს გზაზე ბავშვების გამოჩენის შესაძლებლობის შესახებ
  2. 2 აღნიშნავს საცხოვრებელი ზონის დასასრულს
  3. 3 კრძალავს ქვეითთა მოძრაობას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.10 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.10 „ქვეითთა მოძრაობა აკრძალულია”. - კრძალავს ქვეითთა მოძრაობას. ნიშანი იდგმება იმ ადგილას, სადაც ქვეითთა მოძრაობა დაუშვებელია, მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
ბილეთი #716 ამკრძალავი ნიშნები
ბილეთი #716 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მობრუნებას?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.19 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.19 „მობრუნება აკრძალულია” - კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მობრუნებას.
ბილეთი #738 ამკრძალავი ნიშნები
ბილეთი #738 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას თვის ლუწ რიცხვებში?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.30 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.30 „დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას თვის ლუწ რიცხვებში.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.