„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილემ გზაზე ნივთების დაწყობით, დაყრით ან დატოვებით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით არ უნდა შეზღუდოს საგზაო მოძრაობა ან/და შექმნას საფრთხე.
თუ შუქნიშანის წინ ბავშვები აპირებენ გზაზე გადასვლას შუქნიშანთან მიახლოებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ: - ბავშვები შეიძლება სავალ ნაწილზე გადმოვიდნენ შუქნიშნის მწვანე მაშუქი სიგნალის ყვითელი სიგნალით შეცვლისთანავე; - ჯგუფიდან ხელის კვრით რომელიმე ბავშვს შეიძლება აიძულონ სავალ ნაწილზე გადმოსვლა; - შეიძლება ბავშვები სავალ ნაწილზე გადმოვიდნენ მათთვის შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვამდე.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მძღოლმა უნდა უზრუნველყოს, რომ მისმა სატრანსპორტო საშუალებამ დაბრკოლება არ შეუქმნას პრიორიტეტის მქონე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-6-მე-8 პუნქტებით განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვისა, მძღოლს ეკრძალება: ა) სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარის გადაჭარბება; ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა” მითითებული სიჩქარის გადაჭარბება; გ) საგზაო ნიშნით დადგენილი მაქსიმალური სიჩქარის გადაჭარბება.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბაში, წყალსაცავში, მდინარეში, ზედაპირული წყლის სხვა ობიექტში და მათ ნაპირებთან წყლიდან 10 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მძღოლი ვალდებულია იცოდეს საგზაო მოძრაობის წესები, აგრეთვე გათვითცნობიერებული ჰქონდეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენს მძღოლის მოქმედებაზე, მაგალითად დაღლილობა, უძილობა, სამედიცინო პრეპარატების მიღება, ალკოჰოლის მიღება და ა.შ..
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მძღოლი ვალდებულია იცოდეს საგზაო მოძრაობის წესები, აგრეთვე გათვითცნობიერებული ჰქონდეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მძღოლის მოქმედებაზე, მაგალითად, დაღლილობა, უძილობა, სამედიცინო პრეპარატების მიღება, ალკოჰოლის მიღება და ა. შ.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისას მძღოლი უნდა მოერიდოს ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც დაკავშირებული არ არის მართვასთან. მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვისას მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა. ეს აკრძალვა არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მძღოლი სარგებლობს მობილური კომუნიკაციის საშუალების ყურსასმენით ან მობილური კომუნიკაციის ხმამაღალი (ან დისტანციური) საუბრის ფუნქციით და ორივე ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - მოყინულ გზის მონაკვეთზე მძღოლმა შეძლებისდაგვარად თავი უნდა აარიდოს დამუხრუჭებას, სიჩქარის ცვლილებასა და მიმართულების მკვეთრ შეცვლას. ამასთანავე, მძღოლმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყველაზე უფრო ხშირად გზა მოყინულია ხიდზე, გზაგამტარსა და ესტაკადაზე.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - გზის ნათელი მონაკვეთიდან ბნელ მონაკვეთზე გასვლისას თვალი ნელა ეჩვევა სიბნელეს, რის გამოც მძღოლის წინ არსებული შესაძლო დაბრკოლება რთული შესამჩნევია.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - ღამე, ცუდად განათებული ან არათანაბრად განათებული გზის მონაკვეთებზე მოძრაობისას გართულებულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიერ ერთმანეთის შემჩნევა.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - ვინაიდან წვიმისა და თოვის დროს მოძრაობისას იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი, ამასთანავე, ნალექი აუარესებს ხილვადობას, მძღოლმა უნდა შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია თავის სატრანსპორტო საშუალებასა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - წვიმის დაწყებისას გზის ზედაპირი ტალახიანდება და ქმნის მოცურების საშიშროებას, რის გამოც მძღოლმა უნდა შეამციროს სიჩქარე მდორე დამუხრუჭებით.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - მოსახვევში მუხრუჭის მკვეთრად გამოყენებამ ან/და მაღალი სიჩქარით შესვლამ (განსაკუთრებით გზის სველი ზედაპირის არსებობისას) შესაძლოა გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალებაზე კონტროლის დაკარგვა.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - გზაზე წყლის გუბეების არსებობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვა და დამუხრუჭება გართულებულია, ამასთანავე, დიდია სატრანსპორტო საშუალების მოცურების ალბათობა (განსაკუთრებით გაცვეთილი საბურავებით ან მაღალი სიჩქარით მოძრაობისას).
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - თუ სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლი გრძნობს დაღლილობას, მიზანშეწონილია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დასვენება, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში − საჭესთან სხვა მძღოლის დასმა.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - თუ მძღოლი გზაზე ამჩნევს სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელიც აგრესიულად არის განწყობილი და გამომწვევად იქცევა, მან უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და აკონტროლოს თავისი სატრანსპორტო საშუალება.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - მძღოლი სატრანსპორტო საშუალებას უნდა მართავდეს მშვიდად, არ უნდა იჩენდეს აგრესიულობას და არ უნდა ცდილობდეს თავის გამოჩენას, როგორც უპირატესი გზაზე.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკუ¬ლი ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას.
Практическая часть
Экзаменационные маршруты — так, как их проезжает экзаменатор
48 настоящих экзаменационных маршрута в 10 городах, всего 623 км. Каждый поворот и остановка на карте, с голосовой подсказкой.