ბილეთების სრული სია

338 ოფიციალური ბილეთი — AM კატეგორია, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ბილეთი #819 მოძრაობის უსაფრთხოება

ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი ფაქტორი არ ახდენს ზეგავლენას მძღოლის მოქმედებაზე?

  1. 1 ალკოჰოლის მიღება
  2. 2 უძილობა
  3. 3 დაღლილობა
  4. 4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი არც ერთი პასუხი არ არის სწორი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მძღოლი ვალდებულია იცოდეს საგზაო მოძრაობის წესები, აგრეთვე გათვითცნობიერებული ჰქონდეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მძღოლის მოქმედებაზე, მაგალითად, დაღლილობა, უძილობა, სამედიცინო პრეპარატების მიღება, ალკოჰოლის მიღება და ა. შ.
ბილეთი #821 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

არის თუ არა ვადებული მძღოლი, გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე ქვეითი ბავშვების, ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ?

  1. 1 ვალდებულია
  2. 2 არ არის ვალდებული
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მძღოლმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს საგზაო მოძრაობის ისეთი მონაწილეების მიმართ, როგორებიც არიან ქვეითები (განსაკუთრებით ბავშვები, ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) და ველოსიპედისტები.
ბილეთი #823 მოძრაობის უსაფრთხოება

დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა?

  1. 1 დაუშვებელია ნებისმიერ შემთხვევაში
  2. 2 დასაშვებია, თუ ერთი ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად
  3. 3 დასაშვებია, თუ იგი სარგებლობს მობილური კომუნიკაციის ხმამაღალი საუბრის ფუნქციით და ორივე ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისას მძღოლი უნდა მოერიდოს ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც დაკავშირებული არ არის მართვასთან. მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვისას მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა. ეს აკრძალვა არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მძღოლი სარგებლობს მობილური კომუნიკაციის საშუალების ყურსასმენით ან მობილური კომუნიკაციის ხმამაღალი (ან დისტანციური) საუბრის ფუნქციით და ორივე ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად.
ბილეთი #826 ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი

სამთვლიანი მოპედის მძღოლმა გზაზე ისე უნდა იმოძრაოს, რომ მისი სატრანსპორტო საშუალების:

  1. 1 ორი თვალი მაინც ეხებოდეს გზის ზედაპირს
  2. 2 ყველა თვალი ეხებოდეს გზის ზედაპირს
  3. 3 ერთი თვალი მაინც ეხებოდეს გზის ზედაპირს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, მოპედის, მოტოციკლის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, ველოსიპედის მძღოლი ვალდებულია გზაზე ისე იმოძრაოს, რომ სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი ეხებოდეს გზის ზედაპირს.
ბილეთი #829 უწესივრობა და ექსპლუატაციის აკრძალვა

დღე-ღამის ბნელ დროს, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ახლო და შორი განათების ფარების ერთდროულად მწყობრიდან გამოსვლის (ჩაქრობის) შემთხვევაში, მძღოლს ეკრძალება:

  1. 1 იმ გზაზე მოძრაობა, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება
  2. 2 მოძრაობა ხელოვნურად განათებულ ორმხრივმოძრაობიან გზაზე
  3. 3 ნებისმიერ გზაზე მოძრაობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მასზე ხელოვნური განათება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.
ბილეთი #830 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში, მძღოლმა უნდა:

  1. 1 ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და შეამციროს დისტანცია მისი და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის
  2. 2 ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და იმოძრაოს სავალი ნაწილის უკიდურეს მარცხენა მხარეს
  3. 3 შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია მისი და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში მძღოლმა უნდა შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია თავის სატრანსპორტო საშუალებასა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის.
ბილეთი #831 მოძრაობის უსაფრთხოება

მძღოლმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყველაზე უფრო ხშირად გზა მოყინულია:

  1. 1 ხიდზე, გზაგამტარსა და ესტაკადაზე
  2. 2 დასახლებული პუნქტების ცენტრალურ ქუჩებზე
  3. 3 გვირაბებში, რომლებშიც არ არის ხელოვნური განათება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - მოყინულ გზის მონაკვეთზე მძღოლმა შეძლებისდაგვარად თავი უნდა აარიდოს დამუხრუჭებას, სიჩქარის ცვლილებასა და მიმართულების მკვეთრ შეცვლას. ამასთანავე, მძღოლმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყველაზე უფრო ხშირად გზა მოყინულია ხიდზე, გზაგამტარსა და ესტაკადაზე.
ბილეთი #832 მოძრაობის უსაფრთხოება

გზის ნათელი მონაკვეთიდან ბნელ მონაკვეთზე გასვლისას, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:

  1. 1 თვალი ნელა ეჩვევა სიბნელეს, რის გამოც მძღოლის წინ არსებული შესაძლო დაბრკოლებები რთული შესამჩნევია
  2. 2 იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი
  3. 3 სავალდებულოა ნისლსაწინააღმდეგო ფარების ჩართვა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - გზის ნათელი მონაკვეთიდან ბნელ მონაკვეთზე გასვლისას თვალი ნელა ეჩვევა სიბნელეს, რის გამოც მძღოლის წინ არსებული შესაძლო დაბრკოლება რთული შესამჩნევია.
ბილეთი #833 მოძრაობის უსაფრთხოება

ღამე ცუდად ან არათანაბრად განათებულ გზის მონაკვეთებზე მოძრაობისას, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:

  1. 1 სავალდებულოა საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვა
  2. 2 იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი
  3. 3 გართულებულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიერ ერთმანეთის შემჩნევა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - ღამე, ცუდად განათებული ან არათანაბრად განათებული გზის მონაკვეთებზე მოძრაობისას გართულებულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიერ ერთმანეთის შემჩნევა.
ბილეთი #835 მოძრაობის უსაფრთხოება

წვიმისა და თოვის დროს მოძრაობისას, მძღოლმა უნდა:

  1. 1 შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია მასსა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის
  2. 2 ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია
  3. 3 შეამციროს დისტანცია მასსა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - ვინაიდან წვიმისა და თოვის დროს მოძრაობისას იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი, ამასთანავე, ნალექი აუარესებს ხილვადობას, მძღოლმა უნდა შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია თავის სატრანსპორტო საშუალებასა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის.
ბილეთი #837 მოძრაობის უსაფრთხოება

წვიმის დაწყებისას გზის ზედაპირი ტალახიანდება და ქმნის მოცურების საშიშროებას, რის გამოც მძღოლმა უნდა:

  1. 1 შეამციროს სიჩქარე მდორე დამუხრუჭებით
  2. 2 შეამციროს სიჩქარე მკვეთრი დამუხრუჭებით
  3. 3 გაზარდოს სიჩქარე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - წვიმის დაწყებისას გზის ზედაპირი ტალახიანდება და ქმნის მოცურების საშიშროებას, რის გამოც მძღოლმა უნდა შეამციროს სიჩქარე მდორე დამუხრუჭებით.
ბილეთი #838 მოძრაობის უსაფრთხოება

მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:

  1. 1 მოსახვევში მუხრუჭის მკვეთრად გამოყენებამ ან/და მაღალი სიჩქარით შესვლამ შესაძლოა გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების მართვაზე კონტროლის დაკარგვა
  2. 2 მოსახვევში შესასვლელად სიჩქარის შემცირება უნდა განხორციელდეს მკვეთრი დამუხრუჭებით
  3. 3 მიზანშეწონილია მოხვევა განხორციელდეს მაღალი სიჩქარით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - მოსახვევში მუხრუჭის მკვეთრად გამოყენებამ ან/და მაღალი სიჩქარით შესვლამ (განსაკუთრებით გზის სველი ზედაპირის არსებობისას) შესაძლოა გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალებაზე კონტროლის დაკარგვა.
ბილეთი #839 მოძრაობის უსაფრთხოება

გზაზე წყლის გუბეების არსებობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:

  1. 1 გართულებულია სატრანსპორტო საშუალების მართვა და დამუხრუჭება, ამასთან, დიდია სატრანსპორტო საშუალების მოცურების ალბათობა
  2. 2 მიზანშეწონილია გუბეში გავლისას სიჩქარის გაზრდა
  3. 3 მიზანშეწონილია მასსა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის დისტანციის შემცირება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - გზაზე წყლის გუბეების არსებობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვა და დამუხრუჭება გართულებულია, ამასთანავე, დიდია სატრანსპორტო საშუალების მოცურების ალბათობა (განსაკუთრებით გაცვეთილი საბურავებით ან მაღალი სიჩქარით მოძრაობისას).
ბილეთი #840 მოძრაობის უსაფრთხოება

თუ სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლი გრძნობს დაღლილობას, მიზანშეწონილია:

  1. 1 სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის მომატება
  2. 2 კოფეინის შემცველი სითხის მიღება
  3. 3 სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დასვენება, შესაძლებლობის შემთხვევაში საჭესთან სხვა მძღოლის დასმა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - თუ სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლი გრძნობს დაღლილობას, მიზანშეწონილია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დასვენება, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში − საჭესთან სხვა მძღოლის დასმა.
ბილეთი #841 მოძრაობის უსაფრთხოება

თუ მძღოლი გზაზე ამჩნევს სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელიც აგრესიულად არის განწყობილი და გამომწვევად იქცევა, მან:

  1. 1 უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და აკონტროლოს თავისი სატრანსპორტო საშუალება
  2. 2 თვითონაც უნდა გამოიჩინოს აგრესიულობა
  3. 3 ორი გაბმული და ერთი მოკლე ხმოვანი სიგნალის მიცემით უნდა მოუწოდოს აგრესიულ მძღოლს სიმშვიდისაკენ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - თუ მძღოლი გზაზე ამჩნევს სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელიც აგრესიულად არის განწყობილი და გამომწვევად იქცევა, მან უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და აკონტროლოს თავისი სატრანსპორტო საშუალება.
ბილეთი #843 მოძრაობის უსაფრთხოება

მძღოლმა სატრანსპორტო საშუალება უნდა მართოს:

  1. 1 მშვიდად და არ უნდა იჩენდეს აგრესიულობას, არ უნდა ცდილობდეს თავის გამოჩენას, როგორც უპირატესი გზაზე
  2. 2 აგრესიულად, როგორც უპირატესმა გზაზე
  3. 3 მშვიდად, თუმცა უნდა ცდილობდეს თავის გამოჩენას, როგორც უპირატესი გზაზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - მძღოლი სატრანსპორტო საშუალებას უნდა მართავდეს მშვიდად, არ უნდა იჩენდეს აგრესიულობას და არ უნდა ცდილობდეს თავის გამოჩენას, როგორც უპირატესი გზაზე.
ბილეთი #850 მოძრაობის უსაფრთხოება

დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი იმ პირის მიერ, რომელსაც ნარკოტიკული საშუალება მოხმარებული აქვს სამედიცინი მიზნებისათვის, ექიმის დანიშნულებით?

  1. 1 არ არის დასაშვები
  2. 2 დასაშვებია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკუ¬ლი ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას.
ბილეთი #852 მოძრაობის უსაფრთხოება

აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი იმ პირისათვის, რომელსაც ნარკოტიკული საშუალება მოხმარებული აქვს სამედიცინი მიზნებისათვის, ექიმის დანიშნულებით?

  1. 1 არ არის აკრძალული
  2. 2 აკრძალულია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა იმ პირისათვის, რომელიც იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში,
ბილეთი #857 მოძრაობის უსაფრთხოება

აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელიც იმყოფება ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში?

  1. 1 არ არის აკრძალული, თუ აღნიშნული პრეპარატის მიღება განხორციელდა სამედიცინი მიზნებისათვის, ექიმის დანიშნულებით
  2. 2 არ არის აკრძალული, თუ იგი გადაადგილდება სიფრთხილის აუცილებელი ზომების გამოყენებით
  3. 3 აკრძალულია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკუ¬ლი ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას.
ბილეთი #858 მოძრაობის უსაფრთხოება

აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელიც იმყოფება ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში?

  1. 1 არ არის აკრძალული, თუ იგი გადაადგილდება სიფრთხილის აუცილებელი ზომების გამოყენებით
  2. 2 არ არის აკრძალული, თუ მძღოლი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება საერთაშორისო მოძრაობაში
  3. 3 აკრძალულია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკუ¬ლი ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.