ასაკი, განლაგება სავალ ნაწილზე, აკრძალვები და პირუტყვის გადარეკვა.
ბილეთი #1237ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედების ზონაში არ არის ნებადართული მარცხნივ მოხვევა?
1მხოლოდ III
2მხოლოდ IV
3მხოლოდ II და IV
4მხოლოდ II
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-7 თავის (საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები) 7.3.1 და 7.3.2 პუნქტების შენიშვნის თანახმად, საგზაო ნიშნები 7.3.1 „მობრუნების ადგილი” და 7.3.2 „მობრუნების ზონა” იდგმება მობრუნების ადგილის წინ ან მის ზემოთ, ან წინასწარ 8.1.1 დაფით. ნიშნები მარცხნივ მოხვევის ნებას არ რთავს.
ბილეთი #1335ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
თუ სატრანსპორტო საშუალების წინ ქვეითთა გადასასვლელზე გადაადგილდება მოხუცი ქვეითი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს:
1მხოლოდ გარემოება, რომ ის სავალ ნაწილზე მოძრაობს უფრო ნელა ვიდრე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები
2რომ შეიძლება წარმოიშვას ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
3მხოლოდ გარემოება, რომ ის შეიძლება ნახევარი გზიდან მობრუნდეს უკან
4მხოლოდ გარემოება, რომ მან შეიძლება დაკარგოს წონასწორობა და წაიქცეს
კანონის ახსნა
თუ სატრანსპორტო საშუალების წინ ქვეითთა გადასასვლელზე გადაადგილდება მოხუცი ქვეითი მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის სავალ ნაწილზე მოძრაობენ უფრო ნელა ვიდრე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები, ასევე შეიძლება ნახევარი გზიდან მობრუნდნენ უკან და მან შეიძლება დაკარგონ წონასწორება და წაიქცნენ.
ბილეთი #1808ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
ქვემოთ ჩამოთვლილ გზის რომელ ელემენტზეა დასაშვები მოპედით მოძრაობა?
1ტროტუარზე
2გზის სავალ ნაწილზე
3ველოსიპედის ბილიკზე (ველობილიკზე) და ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია: ბ) „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა გზის სავალ ნაწილზე არაუმეტეს 45 კმ/სთ სიჩქარით.
პრაქტიკული ნაწილი
გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს
48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.