ბილეთების სრული სია

338 ოფიციალური ბილეთი — AM კატეგორია, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ბილეთი #209 მარეგულირებლის სიგნალები
ბილეთი #209 — სიტუაციის სურათი

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს აქვს მოძრაობის გაგრძელების უფლება ისრის მიმართულებით მარეგულირებლის ამ სიგნალზე?

  1. 1 მხოლოდ მოტოციკლის მძღოლს
  2. 2 მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
  3. 3 მხოლოდ მოტოციკლისა და ავტობუსის მძღოლებს
  4. 4 ყველა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი - ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგუ¬ლირებლის ზურგის უკან.
ბილეთი #213 მარეგულირებლის სიგნალები
ბილეთი #213 — სიტუაციის სურათი

მარეგულირებლის ამ სიგნალზე მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გააგრძელოს მოძრაობა:

  1. 1 არც ერთი მიმართულებით
  2. 2 მხოლოდ A და C მიმართულებით
  3. 3 მხოლოდ B და D მიმართულებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - განზე გაშვერილი ან ჩამოშვებული ხელები - ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს იმ საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის, რომლებიც, მათი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად, მოძრაობენ იმ მიმართულებით, რომელიც კვეთს მარეგულირებლის გაწვდილი ხელით ან ხელებით მინიშნებულ მიმართულებას; ამასთანავე, მარეგულირებლის მარჯვენა და მარცხენა გვერდების მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს პირდაპირ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს პირდა¬პირ და მარჯვნივ, ხოლო ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე.
ბილეთი #216 მარეგულირებლის სიგნალები

თუ მარეგულირებელი სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ მოთხოვნას გადასცემს ხმამაღლამოლაპარაკე მოწყობილობის, ან სატრანსპორტო საშუალებისაკენ მიმართული ჟესტიკულაციით, მძღოლი უნდა გაჩედრეს:

  1. 1 მისთვის მოსახერხებელ ადგილას
  2. 2 დაუყოვნებლივ ყოფნის ადგილას
  3. 3 მარეგულირებლის მიერ მითითებულ ადგილას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თუ მარეგულირებელი სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ მოთხოვნას გადასცემს ხმამაღლამოლაპარაკე მოწყობილობით ან სატრანსპორტო საშუალებისაკენ მიმართული ჟესტიკულაციით, მძღოლი უნდა გაჩერდეს მარეგულირებლის მიერ მითითებულ ადგილზე.
ბილეთი #217 მარეგულირებლის სიგნალები

მარეგულირებელმა შეიძლება სიგნალი მისცეს:

  1. 1 მხოლოდ ხელით ან დისკით, რომელზეც გამოსახულია საგზაო ნიშანი - მოძრაობა აკრძალულია
  2. 2 მხოლოდ შავი და თეთრი ზოლებიანი ხელკეტით, ან წითელი შუქამრეკლი დისკით
  3. 3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი საშუალებით
  4. 4 მხოლოდ წითელი ან ყვითელი ფერის ალმებით, ან წითელი სინათლის მოძრაობით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მარეგულირებელი სიგნალს აძლევს: ა) შავი და თეთრი ზოლების მქონე ხელკეტით; ბ) შუქამრეკლი წითელი დისკით; გ) დისკით, რომელზედაც გამოსახულია საგზაო ნიშანი „მოძრაობა აკრძალულია“; დ) ხელით; ე) წითელი ან ყვითელი ალმით; ვ) წითელი სინათლის მოძრაობით.
ბილეთი #251 მოძრაობის სიჩქარე

ქვემოთ ჩამოთვლილი საგზაო პირობებიდან, რომელი უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შეცვლისას?

  1. 1 მხოლოდ ადგილის რელიეფი და მოძრაობის ინტენსიურობა
  2. 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა საგზაო პირობა
  3. 3 მხოლოდ ატმოსფერული პირობები, აგრეთვე არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა
  4. 4 მხოლოდ გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შეცვლისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი დაბრკოლების წინ, რომლის განჭვრეტაც მას შეუძლია, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.
ბილეთი #254 ამკრძალავი ნიშნები
ბილეთი #254 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს:

  1. 1 45 კმ/სთ სიჩქარით
  2. 2 20 კმ/სთ სიჩქარით
  3. 3 50 კმ/სთ სიჩქარით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის 3.24 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა” - კრძალავს მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულზე მეტი სიჩქარით(კმ/სთ) ამავე კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია: ბ) „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა გზის სავალ ნაწილზე არაუმეტეს 45 კმ/სთ სიჩქარით;
ბილეთი #255 ამკრძალავი ნიშნები
ბილეთი #255 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 კრძალავს მოძრაობას ნიშანზე მითითებულზე მეტი სიჩქარით
  2. 2 მიუთითებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდირებულია მოძრაობა გზის მოცემულ მონაკვეთზე
  3. 3 აღნიშნავს მაქსიმალური სიჩქარის შემზღუდავი საგზაო ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის 3.25 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.25 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის დასასრული” − 3.24 ნიშნის („მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა“) მოქმედების ზონის დასასრული.
ბილეთი #256 მაფრთხილებელი ნიშნები
ბილეთი #256 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაციიდან რომელი იდგმება დაუსახლებელ პუნქტში, რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელამდე 150-300 მეტრის მანძილზე, გზის მარცხენა მხარეს?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის 1.1, 1.2 და 1.41- 1.46 პუნქტების თანახმად, საგზაო ნიშანი: 1.1. „რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი“ − იძლევა გაფრთხილებას რკინიგზის შლაგბაუმიან გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე. 1.2. „რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი“−იძლევა გაფრთხილებას რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე. 1.4.1–1.4.6. „რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება“ − დამატებით აფრთხილებს მძღოლს დაუსახლებელ პუნქტში რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე. ამავე დანართის პირველი თავის შენიშვნის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად: ა) ნიშნები 1.1, 1.2, 1.5–1.34 ნიშნები დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე. აუცილებლობისას ნიშნები იდგმება სხვა მანძილზედაც, რომელიც მითითებულია 8.1.1 დაფაზე; ვ) ნიშნები 1.4.1−1.4.3 ნიშნები იდგმება გზის მარჯვენა მხარეს, ხოლო 1.4.4−1.4.6 ნიშნები − გზის მარცხენა მხარეს. 1.4.1 და 1.4.4 ნიშნები იდგმება მოძრაობის მიმართულებით ძირითად და განმეორებით 1.1 ან 1.2 ნიშანთან ერთად, 1.4.3 და1.4.6 ნიშნები − მოძრაობის მიმართულებით განმეორებით 1.1 ან 1.2 ნიშანთან ერთად, ხოლო 1.4.2 და 1.4.5 ნიშნები − დამოუკიდებლად, თანაბარ დაშორებაზე ძირითად და განმეორებით 1.1 ან 1.2 ნიშანს შორის.
ბილეთი #264 გასწრება და შემხვედრის გვერდის ავლა
ბილეთი #264 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გასწრება?

  1. 1 არ ეკრძალება
  2. 2 ეკრძალება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ 100 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ადგილებზე მოძრაობა რეგულირდება ისეთი ტიპის შუქნიშნით, რომელიც გზაჯვარედინებზე გამოიყენება.
ბილეთი #265 გასწრება და შემხვედრის გვერდის ავლა
ბილეთი #265 — სიტუაციის სურათი

აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს, გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით?

  1. 1 არ აქვს უფლება
  2. 2 აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-18 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა გვერდულაზე, ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე, ველობილიკზე, ტროტუარსა და ქვეითთა ბილიკზე. მოძრაობის უსაფრთხოების ზომების დაცვით ნებადართულია უშუალოდ გვერდულასთან, ველოსიპედის მოძრაობის ზოლთან, ველობილიკთან, ტროტუართან და ქვეითთა ბილიკთან განლაგებულ საწარმოსა და ობიექტთან ტვირთის მიმტანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უმოკლესი გზით მიდგომა, თუ ამისათვის სხვა შესაძლებლობა არ არსებობს. ამ პუნქტით დადგენილი აკრძალვა არ ვრცელდება საგზაო-საექსპლუატაციო და კომუნალური სამსახურების სატრანსპორტო საშუალებებზე.
ბილეთი #270 გასწრება და შემხვედრის გვერდის ავლა
ბილეთი #270 — სიტუაციის სურათი

აქვს თუ არა მწვანე მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრების უფლება?

  1. 1 არ აქვს უფლება
  2. 2 აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია წრიულმოძრაობიანი გზაჯვარედინისაგან განსხვავებულ გზაჯვარედინზე ან უშუალოდ ამ გზაჯვარედინის წინ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასწრება ხორციელდება გზაზე, რომელზე მოძრაობის დროსაც მძღოლს ენიჭება გზაჯვარედინზე უპირატესი მოძრაობის უფლება. ამავე კანონის მე-2 დანართის 1.5 პუნქტის თანახმად ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნა 1.5 ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ორი ან სამი ზოლი აქვს; აღნიშნავს მოძრაობის ზოლის საზღვარს ერთი მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილი ორი და მეტი ზოლის არსებობისას. 1.5 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.
ბილეთი #280 გასწრება და შემხვედრის გვერდის ავლა
ბილეთი #280 — სიტუაციის სურათი

დაარღვეს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

  1. 1 არ დაარღვევს
  2. 2 დაარღვევს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად . ქვეითთა გადასასვლელზე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები: ბ) თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა არ რეგულირდება არც საგზაო შუქნიშნით და არც მარეგულირებლის მეშვეობით, მძღოლმა ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოებისას სათანადოდ უნდა შეამციროს სიჩქარე, რათა საფრთხე არ შეუქმნას ამ გადასასვლელზე შესულ ან შემავალ ქვეითებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს ქვეითები. ამავე კანონის 34-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებას შეუძლია იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც უახლოვდება ქვეითთა გადასასვლელს ან რომელიც შეჩერდა უშუალოდ ამ გადასასვლელის წინ, გაუსწროს მხოლოდ საკმარისად შემცირებული სიჩქარით, რათა უზრუნველყოს დროული გაჩერება გადასასვლელზე ქვეითის აღმოჩენის შემთხვევაში. აკრძალულია ქვეითთა გადასასვლელზე გასწრება, თუ მასზე ქვეითი მოძრაობს.
ბილეთი #282 გასწრება და შემხვედრის გვერდის ავლა
ბილეთი #282 — სიტუაციის სურათი

ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება?

  1. 1 ეკრძალება
  2. 2 არ ეკრძალება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია წრიულმოძრაობიანი გზაჯვარედინისაგან განსხვავებულ გზაჯვარედინზე ან უშუალოდ ამ გზაჯვარედინის წინ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასწრება ხორციელდება გზაზე, რომელზე მოძრაობის დროსაც მძღოლს ენიჭება გზაჯვარედინზე უპირატესი მოძრაობის უფლება. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული აკრძალვები არ ვრცელდება ორთვლიანი ველოსიპედის, მოპედისა და ორთვლიანი უეტლო მოტოციკლის გასწრების შემთხვევებზე.
ბილეთი #283 გასწრება და შემხვედრის გვერდის ავლა
ბილეთი #283 — სიტუაციის სურათი

ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება?

  1. 1 ეკრძალება
  2. 2 არ ეკრძალება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია წრიულმოძრაობიანი გზაჯვარედინისაგან განსხვავებულ გზაჯვარედინზე ან უშუალოდ ამ გზაჯვარედინის წინ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასწრება ხორციელდება გზაზე, რომელზე მოძრაობის დროსაც მძღოლს ენიჭება გზაჯვარედინზე უპირატესი მოძრაობის უფლება. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული აკრძალვები არ ვრცელდება ორთვლიანი ველოსიპედის, მოპედისა და ორთვლიანი უეტლო მოტოციკლის გასწრების შემთხვევებზე.
ბილეთი #285 გასწრება და შემხვედრის გვერდის ავლა
ბილეთი #285 — სიტუაციის სურათი

დაარღვევს თუ არა საგზაო მოძრაობის წესებს ლურჯი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ მანძილი აღმართის ბოლომდე 80 მეტრია?

  1. 1 დაარღვევს
  2. 2 არ დაარღვევს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.15 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.15. „ციცაბო აღმართი“ − იძლევა გაფრთხილებას ციცაბოაღმართიან გზის მონაკვეთთან მიახლოების თაობაზე. ამავე კანონის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია შეზღუდული ხილვადობის პირობებში საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით.
ბილეთი #293 მოძრაობის უსაფრთხოება

სატრანსპორტო საშუალების მართვისას, ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი გარემოება მიანიშნებს მძღოლის დაღლილობაზე?

  1. 1 მხოლოდ ხშირი მთქნარება
  2. 2 მხოლოდ ქუთუთოების დამძიმება
  3. 3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
  4. 4 მხოლოდ რეაქციის გაუარესება
კანონის ახსნა
სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის დაღლილობაზე მიანიშნებს როგორც ქუთუთოების დამძიმება, ასევე ხშირი მთქნარება და რექციის გაუარესება.
ბილეთი #294 გასწრება და შემხვედრის გვერდის ავლა

გასწრების დაწყების წინ მძღოლი უნდა დარწმუნდეს:

  1. 1 მხოლოდ იმაში, რომ მის უკან მომავალი არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს გასწრება არ დაუწყია
  2. 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა გარემოებაში
  3. 3 მხოლოდ იმაში, რომ მოძრაობის იმავე ზოლზე მის წინ მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ მიუცია სიგნალი, რომ აპირებს გაუსწროს სხვა სატრანსპორტო საშუალებას
  4. 4 მხოლოდ იმაში, რომ მოძრაობის ზოლი, რომელზეც აპირებს გასვლას, საკმარის მანძილზე თავისუფალია, ამასთან ორი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეთა ფარდობა საკმარისად მოკლე დროში გასწრების საშუალებას იძლევა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, გასწრების დაწყებამდე მძღოლი, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და 32-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, უნდა დარწმუნდეს, რომ: ა) მის უკან მომავალი არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს გასწრება არ დაუწყია; ბ) მოძრაობის იმავე ზოლზე მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ მიუცია სიგნალი, რომ აპირებს, გაუსწროს სხვა სატრანსპორტო საშუალებას. აკრძალულია იმ სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც ახორციელებს გასწრე¬ბას ან დაბრკოლების შემოვლას; გ) მას შეუძლია გასწრება ისე განახორციელოს, რომ არ შეუქმნას საფრთხე ან დაბრკოლება სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. იგი აგრეთვე უნდა დარწმუნდეს, რომ მოძრაობის ზოლი, რომელზედაც აპირებს გასვლას, საკმარის მანძილზე თავისუფალია და ორი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეთა ფარდობა საკმარისად მოკლე დროში გასწრების საშუალებას იძლევა.
ბილეთი #296 გასწრება და შემხვედრის გვერდის ავლა

დასაშვებია თუ არა იმ სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც უახლოვდება სავალ ნაწილზე შესაბამისად აღნიშნულ ქვეითთა გადასასვლელს, ან რომელიც შეჩერდა უშუალოდ ამ გადასასვლელის წინ?

  1. 1 დასაშვებია თუ ქვეითთა გადასასვლელზე არ მოძრაობს ქვეითი, ამასთან მხოლოდ საკმარისად შემცირებული სიჩქარით, რათა უზრუნველყოფილი იქნეს დროული გაჩერება გადასასვლელზე ქვეითების აღმოჩენის შემთხვევაში
  2. 2 დასაშვებია მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში, იმ გზაზე სადაც ნებადართული მაქსიმალური სიჩქარის ზღვარი 60 კმ/სთ-ზე მეტია
  3. 3 ქვეითთა გადასასვლელზე, აგრეთვე მათ წინ არანაკლებ 100 მეტრის მანძილზე გასწრება დაუშვებელია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებას შეუძლია იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც უახლოვდება ქვეითთა გადასასვლელს ან რომელიც შეჩერდა უშუალოდ ამ გადასასვლელის წინ, გაუსწროს მხოლოდ საკმარისად შემცირებული სიჩქარით, რათა უზრუნველყოს დროული გაჩერება გადასასვლელზე ქვეითის აღმოჩენის შემთხვევაში. აკრძალულია ქვეითთა გადასასვლელზე გასწრება, თუ მასზე ქვეითი მოძრაობს.
ბილეთი #298 გასწრება და შემხვედრის გვერდის ავლა
ბილეთი #298 — სიტუაციის სურათი

ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობა?

  1. 1 არ ეკრძალება
  2. 2 ეკრძალება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია გასწრების ამკრძალავი ნიშნით ან მონიშვნით განსაზღვრულ ადგილზე. ამავე კანონის პირველი დანართის 3.20 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.20 „გასწრება აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრან-სპორ¬ტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა). ნებადართულია გასწრება უეტლო მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედის შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადაუსვლელად.
ბილეთი #299 გასწრება და შემხვედრის გვერდის ავლა
ბილეთი #299 — სიტუაციის სურათი

ისრის მიმართულებით მოძრავი რომელი ავტომობილის მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს?

  1. 1 მხოლოდ შავი ავტომობილის მძღოლი
  2. 2 ორივე ავტომობილის მძღოლი
  3. 3 მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-ს თავის (ამკრძალავი ნიშანები) 3.20 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.20 „გასწრება აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრან¬სპორ¬ტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა). ნებადართულია გასწრება უეტლო მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედის შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადაუსვლელად. ამავე კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად აკრძალულია ბუქსირება მოტოციკლით, გვერდითი მისაბმელის გარეშე, აგრეთვე ასეთი მოტოციკლის ბუქსირება.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.