გზაზე მყოფ ძაღლის სიახლოვეს გამავალმა მოპედის მძღოლმა, უნდა:
1გაითვალისწინოს რომ ყველა ძაღლს ეშინია მოძრავი სატრანსპორტო საშუალების, რის გამოც იგი აგრესიას არ გამოამჟღავნებს
2გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე, რადგან ძაღლმა შესაძლოა გამოამჟღავნოს აგრესია და გამოიწიოს მისი მიმართულებით
კანონის ახსნა
გზაზე მყოფი ძაღლის სიახლოვეს გამავალმა მოპედის მძღოლმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე, რადგამ ძაღლმა შესაძლოა გამოამჟღავნოს აგრესია და გამოიწიოს მისი მიმართულებით.
მოპედის საბურავებში დაბალმა ჰაერის წნევამ შეიძლება გამოიწვიოს:
1მხოლოდ მოპედის მართვადობის გაუარესება
2მხოლოდ პროტექტორის კიდეების არათანაბარი ცვეთა
3ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
კანონის ახსნა
მოპედის საბურავებში დაბალმა ჰაერის წნევამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც საბურავის პროტექტორის კიდეების არათანაბარი ცვეთა, ასევე მოპედის მართვადობის გაუარესება.
სავალდებულოა თუ არა მოპედის მძღოლებისთვის, ასევე მათი მგზავრებისთვის სპეციალური ჩაფხუტის გამოყენება?
1სავალდებულოა
2არ არის სავალდებულო
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გადაადგილებისას მოტოციკლისა და მოპედის მძღოლებმა, აგრეთვე მათმა მგზავრებმა მოტოჩაფხუტები უნდა გამოიყენონ.
პრაქტიკული ნაწილი
გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს
48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.