ბუქსირება

5 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

მოქნილი და ხისტი გადაბმა, სიჩქარე, მგზავრები და აკრძალვები.

ბილეთი #715 ბუქსირება
ბილეთი #715 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 ავალდებულებს მძღოლს იმოძრაოს მხოლოდ მარცხნივ
  2. 2 კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევას
  3. 3 კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მობრუნებას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.18.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.18.2 „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია” - კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევას.
ბილეთი #759 ბუქსირება
ბილეთი #759 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნების მოქმედება ვრცელდება:

  1. 1 სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია ნიშანი
  2. 2 გზის იმ მხარეზე, რომელზედაც ისინია დადგმული
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „დ“ პუნქტის თანახმად 3.18.1 (მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია), 3.18.2 (მარცხნივ მოხვევა აკრძალულია) ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი.
ბილეთი #761 ბუქსირება
ბილეთი #761 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია ნიშანი?

  1. 1 მხოლოდ I
  2. 2 მხოლოდ III და IV
  3. 3 მხოლოდ II
  4. 4 ყველას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „დ“ პუნქტის თანახმად 3.18.1, 3.18.2 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი. ამავე დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.1-4.1.6 პუნქტების შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ბ) 4.1.1-4.1.6 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი. სურათზე ნაჩვენები ნიშნებია: 3.18.2 „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია“, 4.1.4 „მოძრაობა პირდაპირ ან მარჯვნივ”, 3.18.1 „მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია“ და 4.1.5 „მოძრაობა პირდაპირ ან მარცხნივ”.
ბილეთი #763 ბუქსირება
ბილეთი #763 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნების მოქმედება ვრცელდება:

  1. 1 სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია ნიშანი
  2. 2 გზის იმ მხარეზე, რომელზედაც ისინია დადგმული
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „ი“ პუნქტის თანახმად 3.10, 3.27–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ გზის იმ მხარეს, რომელზედაც ისინია დადგმული. სურათზე ნაჩვენები ნიშნებია: 3.10 „ქვეითთა მოძრაობა აკრძალულია”, 3.27 „გაჩერება აკრძალულია” და 3.29 „დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში”.
ბილეთი #1798 ბუქსირება

დასაშვებია თუ არა მოპედით მისაბმელის ბუქსირება?

  1. 1 არ არის დაშვებული
  2. 2 დასაშვებია, მხოლოდ იმ მისაბმელის ბუქსირება, რომელიც განკუთვნილია აღნიშნულ ტრანსპორტთან ერთად ექსპლუატაციისათვის
  3. 3 დასაშვებია, ყველა იმ მისაბმელის ბუქსირება, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-ზე ნაკლებია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, დასაშვებია ველოსიპედით, მოპედით, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავითა და უეტლო მოტოციკლით იმ მისაბმელის ბუქსირება, რომელიც განკუთვნილია აღნიშნულ ტრანსპორტთან ერთად ექსპლუატაციისათვის.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.