imecadine.ge

გაჩერება და დგომა

9 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

სად იკრძალება გაჩერება, სად — დგომა, და როგორ ვიქცევით იძულებით გაჩერებისას.

თუ ქვეითთა არარეგულირებული გადასასვლელის წინ გაჩერდა ან მოძრაობა შეანელა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ, მეზობელ ზოლებზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებმა მოძრაობა უნდა განაგრძონ:

1 სიჩქარის შეუცვლელად, რადგან ქვეითი ვალდებულია არ გამოვიდეს გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების წინა მხრიდან, ვიდრე არ დარწმუნდება მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების არარსებობაში
2 მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებიან, რომ გაჩერებული სამარშუტო სატრანსპორტო საშუალების წინ არ არის ქვეითი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ არარეგულირებული ქვეითთა გადასასვლელის წინ გაჩერდა ან მოძრაობა შეანელა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ, მეზობელ ზოლებზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებმა მოძრაობა უნდა განაგრძონ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებიან, რომ გაჩერებული სამარშუტო სატრანსპორტო საშუალების წინ არ არის ქვეითი.

სატრანსპორტო საშუალება სადგომზე მდგომად ითვლება, თუ:

1 მოძრაობა შეწყვეტილია ტექნიკური გაუმართაობის გამო
2 მოძრაობა წინასწარ განზრახულად შეწყვეტილია 5 წუთამდე
3 მოძრაობა გამიზნულად შეწყვეტილია 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის, ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-20 პუნქტის თანახმად დგომა არის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის.

დასაშვებია თუ არა საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივი გაჩერების შემთხვევაში ჩართული ძრავით დგომა?

1 არ არის დასაშვები
2 დასაშვებია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბებში მოქმედებს შემდეგი წესები - ხანგრძლივი გაჩერების შემთხვევაში მძღოლმა ძრავი უნდა გამორთოს.

სატრანსპორტო საშუალების დგომა არ არის აკრძალული:

1 გაჩერების ამკრძალავი საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში
2 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა ადგილას აკრძალულია
3 გზის სავალ ნაწილზე რკინიგზის გადასასვლელთან 50 მეტრზე ახლოს
4 ეზოდან ავტომობილის გამოსასვლელთან
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების დგომა: ა) იმ ადგილას, სადაც გაჩერება აკრძალულია; ბ) გზის სავალ ნაწილზე რკინიგზის გადასასვლელთან 50 მეტრზე ახლოს; დ) ეზოდან ავტომობილის გამოსასვლელთან.

იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც ეს აკრძალულია, მძღოლმა საავარიო გაჩერების ნიშანი ( ან მსგავსი ეფექტური მოწყობილობა) დაუყოვნებლივ უნდა გამოდგას:

1 როგორც საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული
2 მხოლოდ საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ
3 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საავარიო შუქსიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა დადგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი ხილვადობის პირობებში − მოციმციმე წითელი ფარანი: ბ) იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია, და იქ, სადაც, ხილვადობის პირობების გათვალისწინებით, სხვა მძღოლები ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების დროულად შემჩნევას.

მოპედის მძღოლს უფლება აქვს გაჩერდეს

1 მხოლოდ A და B ადგილას
2 როგორც A , ასევე B და C ადგილას
3 მხოლოდ B და C ადგილას
4 მხოლოდ B ადგილას
კანონის ახსნა
იხილე კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ

რომელი სატრანსპორტო საშუალებაა დაყენებული დგომის წესების დარღვევით,თუ ჯერ დადგა თეთრი მსუბუქი ავტომიბილი,მერე –მოპედი და ბოლოს –ეტლიანი მოტოციკლი?

1 არცერთი სატრანსპორტო საშუალება
2 თეთრი მსუბუქი ავტომობილი
3 მოპედი
4 ეტლიანი მოტოციკლი
კანონის ახსნა
იხილე კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ

მოპედის მძღოლს უფლება აქვს გაჩერდეს:

1 მხოლოდ A ადგილას
2 მხოლოდ B და C ადგილას
3 მხოლოდ B ადგილას
4 მხოლოდ C ადგილას
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება

ჩამოთვლილთაგან რომელ ადგილებშია აკრძალული მოპედის გაჩერება

1 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა ადგილზე
2 მხოლოდ სავალი ნაწილების გადაკვეთაზე
3 მხოლოდ ქვეითთა გადასასვლელებზე ან მის წინ 5 მეტრზე ახლოს
4 მხოლოდ ეტაკადის,ხიდისა და გზაგამტარის ქვეშ,აგრეთვე გვირაბში,თუ ამისთვის სპეციალური ადგილი არ არის გამოყოფილი
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

60 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 793 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.

დაგვიკავშირდი