საგზაო მონიშვნა

11 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ჰორიზონტალური და ვერტიკალური მონიშვნა, მისი პრიორიტეტი ნიშნებთან.

ბილეთი #347 საგზაო მონიშვნა

თუ საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მძღოლი ვალდებულია შეასრულოს:

  1. 1 საგზაო ნიშნების მოთხოვნები
  2. 2 საგზაო მონიშვნის მოთხოვნები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მძღოლი ვალდებულია შეასრულოს საგზაო ნიშნების მოთხოვნები.
ბილეთი #876 საგზაო მონიშვნა

თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა არ რეგულირდება არც საგზაო შუქნიშნით და არც მარეგულირებლის მეშვეობით, მძღოლმა ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოებისას:

  1. 1 სათანადოდ უნდა შეამციროს სიჩქარე, რათა საფრთხე არ შეუქმნას ამ გადასასვლელზე შესულ ან შემავალ ქვეითებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს ქვეითები
  2. 2 როგორც ქვეითების მიმართ უპირატესობის მქონემ, უფლება აქვს გაიაროს ქვეითთა გადასასვლელი ნებისმიერი სიჩქარით
  3. 3 უნდა მისცეს ხმოვანი სიგნალი და გაიაროს ქვეითთა გადასავლელი შეუჩერებლად
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქვეითთა გადასასვლელზე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები: ბ) თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა არ რეგულირდება არც საგზაო შუქნიშნით და არც მარეგულირებლის მეშვეობით, მძღოლმა ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოებისას სათანადოდ უნდა შეამციროს სიჩქარე, რათა საფრთხე არ შეუქმნას ამ გადასასვლელზე შესულ ან შემავალ ქვეითებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს ქვეითები.
ბილეთი #877 საგზაო მონიშვნა

მძღოლებმა, რომლებიც მოძრაობის მიმართულების შესაბამისი მხრიდან სათანადო წესით მონიშნულ გაჩერებაზე მყოფ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის გვერდის ავლას აპირებენ, უნდა:

  1. 1 გაჩერდნენ გვერდულასთან და არ დაიძრან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გაგრძელებამდე
  2. 2 გაზარდონ სიჩქარე, რათა სწრაფად გაიარონ და არ შეაფერხონ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომის პროცესი
  3. 3 შეამცირონ სიჩქარე და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდნენ, რათა უზრუნველყონ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების უსაფრთხო ჩასხდომის ან გადმოსხდომის შესაძლებლობა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მძღოლმა, რომელიც მოძრაობის მიმართულების შესაბამისი მხრიდან სათანადო წესით მონიშნულ გაჩერებაზე მყოფი სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის გვერდის ავლას აპირებს, უნდა შეამციროს სიჩქარე და, აუცილებლობის შემთხვევაში, გაჩერდეს, რათა უზრუნველყოს მგზავრების საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხო ჩასხდომის ან იქიდან გადმოსხდომის შესაძლებლობა.
ბილეთი #948 საგზაო მონიშვნა

შესაბამისი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების არარსებობის შემთხვევაში, ურელსო სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობისათვის ზოლების რაოდენობა განისაზღვრება:

  1. 1 კონონით, რომლის თანახმად ასეთი სახის გზა ითვლება ცალხმრივ მოძრაობიან გზად
  2. 2 ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მიერ
  3. 3 თვით მძღოლის მიერ, სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტებისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალის გათვალისწინებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის მოძრაობის ზოლების რაოდენობა განისაზღვრება საგზაო მონიშვნით ან/და 5.15.1, 5.15.2, 5.15.7 და 5.15.8 საგზაო ნიშნებით, ხოლო მისი/მათი არარსებობის შემთხვევაში – თვით მძღოლის მიერ, გზის სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტებისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალის გათვალისწინებით.
ბილეთი #952 საგზაო მონიშვნა

ორმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის ღერძზე განლაგებულ უსაფრთხოების კუნძულს ან ტუმბოს მძღოლმა უნდა შემოუაროს:

  1. 1 მხოლოდ მარჯვენა მხრიდან
  2. 2 მხოლოდ მარცხენა მხრიდან
  3. 3 მარჯვენა ან მარცხენა მხრიდან
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-17 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მძღოლს შეუძლია მარჯვნიდან ან მარცხნიდან შემოუაროს იმ სავალ ნაწილზე დაყენებულ უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას, რომელზედაც იგი მოძრაობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა: ბ) უსაფრთხოების კუნძული, ტუმბო ან სხვა მოწყობილობა ორმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის ღერძზეა განლაგებული. ამ შემთხვევაში მძღოლმა უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას მხოლოდ მარჯვენა მხრიდან უნდა შემოუაროს.
ბილეთი #1195 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1195 — სიტუაციის სურათი

მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშნებიდან (დაფებიდან) რომელი მიუთითებს მანძილს გზის მიღმა (მოშორებით) მდებარე ობიექტამდე?

  1. 1 მხოლოდ II და III
  2. 2 მხოლოდ I და IV
  3. 3 მხოლოდ IV
  4. 4 მხოლოდ III
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.1.3, 8.1,4 პუნქტების თანახმად, დაფები 8.1.3 და 8.1.4 „მანძილი ობიექტამდე” - მიუთითებს მანძილს გზის მიღმა (მოშორებით) მდებარე ობიექტამდე.
ბილეთი #1248 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1248 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, რომელ მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალების მობრუნება?

  1. 1 მხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლს
  2. 2 მხოლოდ მოტოციკლის მძღოლს
  3. 3 არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.11 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.11 ყოფს საპირისპირო ან იმავე მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზის მონაკვეთზე, სადაც გადაჯგუფება ნებადართულია მხოლოდ ერთი ზოლიდან; აღნიშნავს მობრუნების ადგილს, სადგომი მოედნიდან გამოსასვლელსა და შესასვლე¬ლს და ა. შ., სადაც მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ერთ მხარეს. 1.11 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია წყვეტილი ხაზის მხრიდან, ასევე უწყვეტი ხაზის მხრიდან, მაგრამ მხოლოდ გასწრების ან შემოვლის დამთავრებისას.
ბილეთი #1255 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1255 — სიტუაციის სურათი

გზის სავალ ნაწილზე დატანილი ყვითელი მონიშვნა აღნიშნავს:

  1. 1 სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისა და ტაქსის სადგომს
  2. 2 ხაგრძლივი დასვენებისთვის დგომის ადგილს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.17 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.17 ყვითელი ხაზი აღნიშნავს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილს და ტაქსის სადგომს.
ბილეთი #1259 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1259 — სიტუაციის სურათი

გზის სავალ ნაწილზე დატანილი წარწერა “BUS” აღნიშნავს სპეციალურ ზოლს, რომელიც განკუთვნილია:

  1. 1 სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის
  2. 2 ნელმავალი სატრანსპორტო საშუალებებისათვის
  3. 3 ველოსიპედებისა და მოპედებისათვის
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.23 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.23 აღნიშნავს სპეციალურ ზოლს, რომელიც განკუთვნილია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის.
ბილეთი #1260 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1260 — სიტუაციის სურათი

გზის სავალ ნაწილზე საგზაო მოძრაობის ზოლის შუაში დატანილი ისრის ფორმის მონიშვნა აფრთხილებს:

  1. 1 სახიფათო მოსახვევიან გზის მონაკვეთთან მიახლოების თაობაზე
  2. 2 სავალი ნაწილის შევიწროებასთან, მონაკვეთთან, სადაც მცირდება მოცემული მიმართულებით მოძრაობის ზოლების რაოდენობა მიახლოების შესახებ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.19 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.19 იძლევა გაფრთხილებას სავალი ნაწილის შევიწროებასთან, იმ მონაკვეთთან, სადაც მცირდება მოცემული მიმართულებით მოძრაობის ზოლების რაოდენობა, ან საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ 1.1 ან 1.11 მონიშვნასთან მიახლოების თაობაზე. 1.19 მონიშვნა პირველ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს 1.21.1–1.21.3 ნიშნებთან ერთად.
ბილეთი #1261 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1261 — სიტუაციის სურათი

ხიდზე დახაზული ვერტიკალური მონიშვნა აღნიშნავს:

  1. 1 გვირაბის, ხიდის და გზაგამტარის და სხვა ნაგებობათა ელემენტების ქვედა ნაპირს, რომლებიც განთავსებულნი არიან 5 მ-ზე ნაკლებ სიმაღლეზე გზის სავალი ნაწილიდან და რომელთა ქვეშ მთლიანად ან ნაწილობრივ გადის გზის სავალი ნაწილი
  2. 2 გზის სავალი ნაწილზე მოძრაობის ზოლების რაოდენობას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის მე-2 თავის (ვერტიკალური მონიშვნა) 2.2 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 2.2 - აღნიშნავს გვირაბის, ხიდის, გზაგამტარისა და სხვა ნაგებობის ელემენტის ქვედა ნაპირს, რომელიც განთავსებულია გზის სავალი ნაწილიდან 5 მეტრზე ნაკლებ სიმაღლეზე და რომლის ქვეშ მთლიანად ან ნაწილობრივ გადის გზის სავალი ნაწილი.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.