დამატებითი ინფორმაციის ნიშნები

2 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

დაფები, რომლებიც აზუსტებს ან ზღუდავს ძირითადი ნიშნის მოქმედებას.

ბილეთი #1216 დამატებითი ინფორმაციის ნიშნები
ბილეთი #1216 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაცია მძღოლს მიუთითებს, რომ გასწრება აკრძალულია:

  1. 1 ღრუბლიან ამინდში
  2. 2 როცა გზის სავალი ნაწილის საფარი სველია
  3. 3 დღე-ღამის ბნელ დროს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის 3.20 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.20. „გასწრება აკრძალულია“ − კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრან¬სპორ¬ტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა). ნებადართულია გასწრება უეტლო მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედის შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადაუსვლელად. ამავე კანონის პირველი დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.16 პუნქტის თანახმად, დაფა 8.16 „სველი საფარი” - მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება დროის იმ პერიოდში, როცა სავალი ნაწილის საფარი სველია. გამოიყენება 1.16, 3.20, 3.22 და 3.24 ნიშნებთან ერთად.
ბილეთი #1242 დამატებითი ინფორმაციის ნიშნები
ბილეთი #1242 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნები მძღოლს აწვდის ინფორმაციას, რომ ნიშნის დადგმის ადგილიდან წინ:

  1. 1 400 მეტრის მანძილზე უსწორმასწორო გზაა, სადაც რეკომენდებულია მოძრაობა 30 კმ/სთ-ში სიჩქარით
  2. 2 400 მეტრის შემდეგ იწყება უსწორმასწორო გზა, სადაც რეკომენდებულია მოძრაობა 30 კმ/სთ-ში სიჩქარით
  3. 3 150-300 მეტრის შემდეგ იწყება 400 მეტრის სიგრძის უსწორმასწორო გზა, სადაც რეკომენდებულია მოძრაობა 30 კმ/სთ-ში სიჩქარით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.17 პუნქტისა და ამავე თავის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 1.17 „უსწორმასწორო გზა” - გზის მონაკვეთი, რომლის სავალი ნაწილი დაზიანებულია ტალღოვანი, ღრანტეებიანი, ხიდთან უსწორმასწორო შეუღლებებით და ა. შ.. 1.1, 1.2, 1.5–1.34 ნიშნები დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე. ამავე დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.2.1 პუნქტის თანახმად, დაფა 8.2.1 „მოქმედების ზონა” - მიუთითებს მაფრთხილებელი ნიშნით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს, ან ამკრძალავი და საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნის მოქმედების ზონას. ამავე დანართის მე-7 თავის (საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები) 7.2 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 7.2 „რეკომენდებული სიჩქარე“ - მიუთითებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდებულია მოძრაობა გზის მოცემულ მონაკვეთზე. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში. ნიშნის მოქმედება ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო მაფრთხილებელ ნიშანთან ერთად − სახიფათო უბნის მთელ სიგრძეზე.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.