მიმთითებელი ნიშნები

3 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ლურჯი წრიული ნიშნები — სავალდებულო მიმართულება და რეჟიმი.

ბილეთი #621 მიმთითებელი ნიშნები
ბილეთი #621 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აფრთხილებს მძღოლს წრიულმოძრაობიან გზაჯვარედინთან მიახლოების თაობაზე?

  1. 1 მხოლოდ I და II
  2. 2 მხოლოდ II
  3. 3 მხოლოდ I და III
  4. 4 მხოლოდ IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.8 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.8 „წრიულიმოძრაობიანი გადაკვეთა” - იძლევა გაფრთხილებას 4.3 „წრიული მოძრაობა” ნიშნით აღნიშნულ წრიულმოძრაობიან გზაჯვარედინთან მიახლოების თაობაზე.
ბილეთი #1161 მიმთითებელი ნიშნები
ბილეთი #1161 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მობრუნება?

  1. 1 ეკრძალება
  2. 2 არ ეკრძალება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.5 პუნქტისა და 4.1.1-4.1.6 პუნქტების შენიშვნის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგზაო ნიშანი 4.1.5 „მოძრაობა პირდაპირ ან მარცხნივ” - რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას, ხოლო ნიშნები, რომლებიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა.
ბილეთი #1163 მიმთითებელი ნიშნები
ბილეთი #1163 — სიტუაციის სურათი

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

  1. 1 ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი
  2. 2 მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
  3. 3 მხოლოდ მოტოციკლის მძღოლი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.2.2 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.2.2 „დაბრკოლების შემოვლა მარცხნიდან“ - მიუთითებს გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების მხოლოდ მარცხნიდან შემოვლის მიმართულებას.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.