საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები

6 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

რეჟიმის დაწესება ან გაუქმება, ობიექტების და მიმართულებების მითითება.

ბილეთი #486 საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები
ბილეთი #486 — სიტუაციის სურათი

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

  1. 1 მხოლოდ A და B მიმართულებით
  2. 2 მხოლოდ A და C მიმართულებით
  3. 3 მხოლოდ A მიმართულებით
  4. 4 მხოლოდ B და C მიმართულებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.13.2 პუნქტის თანახმად 5.13.2 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე გასვლა“ - მიუთითებს 5.11 ნიშნით აღნიშულ გზაზე გასვლას და იდგმება ყველა გვერდითი შესასვლელის წინ. ნიშანი შეიძლება არა დაიდგას მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოსასვლელების გზასთან გადაკვეთებზე, იმ შემთხვევაში თუ ამ ტერიტორიებზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.11 ნიშნით აღნიშნულ გზიდან. ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სხვა გზაზე გასასვლელად ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი აპირებს გზიდან გასვლას მარცხენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის ღერძს (ორმხრივმოძრაობიან გზაზე) ან სავალი ნაწილის მარცხენა კიდეს (ცალმხრივმოძრაობიან გზაზე), ხოლო თუ ის სხვა ორმხრივმოძრაობიან გზაზე აპირებს გასვლას, მოხვევა ისე უნდა შეასრულოს, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება საპირისპირო მოძრაობის მხარეს არ აღმოჩნდეს.
ბილეთი #488 საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები
ბილეთი #488 — სიტუაციის სურათი

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

  1. 1 მხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)
  2. 2 მხოლოდ პირდაპირ და მარცხნივ
  3. 3 მხოლოდ პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)
  4. 4 მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.13.2 პუნქტის თანახმად 5.13.2 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე გასვლა“ - მიუთითებს 5.11 ნიშნით აღნიშულ გზაზე გასვლას და იდგმება ყველა გვერდითი შესასვლელის წინ. ნიშანი შეიძლება არა დაიდგას მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოსასვლელების გზასთან გადაკვეთებზე, იმ შემთხვევაში თუ ამ ტერიტორიებზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.11 ნიშნით აღნიშნულ გზიდან. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გზაზე, სადაც 5.11, 5.13.1, 5.13.2 და 5.14 საგზაო ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისგან მონიშვნის წყვეტილი ხაზითაა გამოყოფილი, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე ამ ზოლის ასეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისას და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისას სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან, თუ ეს არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას.
ბილეთი #778 საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები
ბილეთი #778 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნები:

  1. 1 აღნიშნავენ ავტობუსების მოძრაობისათვის გამოყოფილ ზოლს
  2. 2 აღნიშნავენ მოძრაობის ზოლის დასაწყისს
  3. 3 მიუთითებენ ცალმხრივმოძრაობიან გზაზე ან სავალ ნაწილზე გასვლას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.7.1, 5.7.2 პუნქტების თანახმად, საგზაო ნიშნები 5.7.1 და 5.7.2 „ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლა” - მიუთითებს ცალმხრივ¬მოძრაობიან გზაზე ან სავალ ნაწილზე გასვლას. ნიშნები იდგმება ყველა გვერდითი შესასვლელის წინ. ნიშანი შეიძლება არა დაიდგას მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოსასვლელების გზასთან გადაკვეთებზე, თუ ამ ტერიტორიებზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.5 ნიშნით აღნიშნულ გზიდან.
ბილეთი #779 საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები
ბილეთი #779 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს რევერსული მოძრაობის მქონე გზის მონაკვეთის დასაწყისს?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.8 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.8 „რევერსული მოძრაობა“ – გზის მონაკვეთის დასაწყისი, სადაც ერთ ან რამდენიმე ზოლზე მოძრაობის მიმართულება შეიძლება საპირისპიროდ შეიცვალოს.
ბილეთი #796 საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები
ბილეთი #796 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს ტერიტორიას, რომლის ფარგლებში რეგლამენტირებულია დგომა?

  1. 1 მხოლოდ II და IV
  2. 2 მხოლოდ IV
  3. 3 მხოლოდ I და II
  4. 4 მხოლოდ III
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.27 და 5.29 პუნქტების თანახმად, საგზაო ნიშნები 5.27 „ზონა დგომის შეზღუდვით“ და 5.29 „რეგულირებადი სადგომის ზონა“ აღნიშნავს ტერიტორიას, რომლის ფარგლებშიც შესაბამისად რეგლამენტირებულია დგომა.
ბილეთი #800 საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები
ბილეთი #800 — სიტუაციის სურათი

ისრის მიმართულებით მოძრავი, რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს?

  1. 1 მხოლოდ მოტოციკლის მძღოლი
  2. 2 არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი
  3. 3 მხოლოდ შავი ავტომობილის მძღოლი
  4. 4 მხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე განლაგებული, თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგების არსებობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მძღოლი მარცხნივ მოხვევასა და მობრუნებას ასრულებს ამ ვაკისზე, თუ 5.15.1 და 5.15.2 საგზაო ნიშნებით მოძრაობის სხვა წესრიგი დადგენილი არ არის. ამასთანავე, ტრამვაის მოძრაობას არ უნდა შეექმნას დაბრკოლება.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.