ამ საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შესვლას მოცემული მიმართულებით?
1I
2II
3III
4IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.1 „შესვლა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის სატრან¬სპორტო საშუალებით შესვლას მოცემული მიმართულებით.
2ყველა სახის ორთვლიან სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას
3მხოლოდ უეტლო მოტოციკლით მოძრაობას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.5 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.5 „მოტოციკლით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მოტოციკლით მოძრაობას ��მავე კანონის 43-ე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, მოპედის მძღოლს ეკრძალება 3.5 საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში მოძრაობა.
1კრძალავს ქვეითთა მოძრაობას გზაზე არსებული საფრთხის გამო
2კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შემდგომ მოძრაობას, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ან სხვა საფრთხის გამო
3ავალდებულებს მძღოლებს გადაადგილდენ მაქსიმალური სიფრთხილით, არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარისა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.17.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.17.2 „საფრთხე” - კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შემდგომ მოძრაობას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ან სხვა საფრთხის გამო.
1კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარჯვნივ მოხვევას
2კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მობრუნებას
3ავალდებულებს მძღოლს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.18.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.18.1 „მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია” - კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარჯვნივ მოხვევას.
1აღნიშნავს გზის მინაკვეთს, რომელზედაც აკრძალულია მიტინგებისა და მანიფესტაციების მოწყობა
2კრძალავს ხმოვანი სიგნალით სარგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სიგნალი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად
3მიუთითებს ხმოვანი სიგნალის მიცემის ამკრძალავი საგზაო ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.26 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.26 „ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია” - კრძალავს ხმოვანი სიგნალით სარგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სიგნალი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად.
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედების ზონაში იკრძალება სატრანსპორტო საშუალებით დგომას?
1მხოლოდ II
2მხოლოდ IV
3მხოლოდ I და III
4მხოლოდ I და IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.27 და 3.28 პუნქტების თანახმად: - საგზაო ნიშანი 3.27 „გაჩერება აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების, როგორც გაჩერებას, ისე დგომას. - საგზაო ნიშანი 3.28 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.28 „დგომა აკრძალულია” კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას.
პრაქტიკული ნაწილი
გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს
48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.