მოძრაობის უსაფრთხოება

43 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ღვედი, ალკოჰოლი, დაღლილობა, ამინდი, ქცევა ავარიის დროს.

ბილეთი #56 მოძრაობის უსაფრთხოება

აქვს თუ არა უფლება საგზაო მოძრაობის მონაწილეს გზაზე ნივთების დაწყობით, დაყრით ან დატოვებით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით შეზღუდოს საგზაო მოძრაობა ან/და შექმნას საფრთხე?

  1. 1 აქვს უფლება
  2. 2 არ აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილემ გზაზე ნივთების დაწყობით, დაყრით ან დატოვებით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით არ უნდა შეზღუდოს საგზაო მოძრაობა ან/და შექმნას საფრთხე.
ბილეთი #67 მოძრაობის უსაფრთხოება

თუ შუქნიშანის წინ დგანან ბავშვები, შუქნიშანთან მიახლოებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს:

  1. 1 მხოლოდ, ის გარემოება რომ შეიძლება ბავშვები სავალ ნაწილზე გადმოვიდნენ მათთვის მოძრაობის ნებადამრთველი შუქნიშნის სიგნალის ჩართვამდე
  2. 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა გარემოება
  3. 3 მხოლოდ, ის გარემოება რომ ბავშვები შეიძლება სავალ ნაწილზე გადმოვიდნენ შუქნიშნის მწვანე მაშუქი სიგნალის ყვითელი სიგნალით შეცვლისთანავე
  4. 4 მხოლოდ, ის გარემოება რომ ჯგუფიდან ხელის კვრით რომელიმე ბავშვს შეიძლება აიძულონ სავალ ნაწილზე გადმოსვლა
კანონის ახსნა
თუ შუქნიშანის წინ ბავშვები აპირებენ გზაზე გადასვლას შუქნიშანთან მიახლოებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ: - ბავშვები შეიძლება სავალ ნაწილზე გადმოვიდნენ შუქნიშნის მწვანე მაშუქი სიგნალის ყვითელი სიგნალით შეცვლისთანავე; - ჯგუფიდან ხელის კვრით რომელიმე ბავშვს შეიძლება აიძულონ სავალ ნაწილზე გადმოსვლა; - შეიძლება ბავშვები სავალ ნაწილზე გადმოვიდნენ მათთვის შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვამდე.
ბილეთი #122 მოძრაობის უსაფრთხოება

ვალდებულია თუ არა მძღოლი უზრუნველყოს, რომ მისმა სატრანსპორტო საშუალებამ დაბრკოლება არ შეუქმნას პრიორიტეტის მქონე საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს?

  1. 1 არ არის ვალდებული
  2. 2 ვალდებულია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მძღოლმა უნდა უზრუნველყოს, რომ მისმა სატრანსპორტო საშუალებამ დაბრკოლება არ შეუქმნას პრიორიტეტის მქონე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.
ბილეთი #293 მოძრაობის უსაფრთხოება

სატრანსპორტო საშუალების მართვისას, ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი გარემოება მიანიშნებს მძღოლის დაღლილობაზე?

  1. 1 მხოლოდ ხშირი მთქნარება
  2. 2 მხოლოდ ქუთუთოების დამძიმება
  3. 3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
  4. 4 მხოლოდ რეაქციის გაუარესება
კანონის ახსნა
სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის დაღლილობაზე მიანიშნებს როგორც ქუთუთოების დამძიმება, ასევე ხშირი მთქნარება და რექციის გაუარესება.
ბილეთი #382 მოძრაობის უსაფრთხოება

გარდა კანონით განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვისა, მძღოლს ეკრძალება გადააჭარბოს:

  1. 1 მხოლოდ საგზაო ნიშნით დადგენილი მაქსიმალური სიჩქარეს
  2. 2 როგორც სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი მაქსიმალური კონსტრუქციულ, ასევე სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა” მითითებულ და საგზაო ნიშნით დადგენილ მაქსიმალურ სიჩქარეს
  3. 3 მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარეს
  4. 4 მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა” მითითებული სიჩქარეს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-6-მე-8 პუნქტებით განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვისა, მძღოლს ეკრძალება: ა) სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარის გადაჭარბება; ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა” მითითებული სიჩქარის გადაჭარბება; გ) საგზაო ნიშნით დადგენილი მაქსიმალური სიჩქარის გადაჭარბება.
ბილეთი #801 მოძრაობის უსაფრთხოება

აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბებში, წყალსაცავებში, მდინარეებში და ზედაპირული წყლის სხვა ობიექტებში და აგრეთვე მათ ნაპირებთან წყლიდან არანაკლებ 10 მეტრისა?

  1. 1 აკრძალულია
  2. 2 არ არის აკრძალული, როგორც დასახლებულ, ასევე დაუსახლებელ პუნქტებში
  3. 3 დასახლებულ პუნქტებში აკრძალულია, ხოლო დაუსახლებელ პუნქტებში ნებადართულია, მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისათვის
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბაში, წყალსაცავში, მდინარეში, ზედაპირული წყლის სხვა ობიექტში და მათ ნაპირებთან წყლიდან 10 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე.
ბილეთი #804 მოძრაობის უსაფრთხოება

ვალდებულია თუ არა მძღოლი, გათვითცნობიერებული ჰქონდეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ მის მოქმედებაზე (მაგალითად დაღლილობა, უძილობა, სამედიცინო პრეპარატების მიღება, ალკოჰოლის მიღება და ა.შ)?

  1. 1 ვალდებულია მხოლოდ იმ ავტობუსის ან სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელიც რეგულარულად ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას, ან ტვირთის გადაზიდვას
  2. 2 ვალდებულია მიუხედავად იმისა, თუ რომელ სატრანსპორტო საშუალებას მართავს იგი
  3. 3 არ არის ვალდებული
  4. 4 ვალდებულია მხოლოდ ის მძღოლი, რომელიც მართავს ძრავიან სატრანსპორტო საშუალებას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მძღოლი ვალდებულია იცოდეს საგზაო მოძრაობის წესები, აგრეთვე გათვითცნობიერებული ჰქონდეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენს მძღოლის მოქმედებაზე, მაგალითად დაღლილობა, უძილობა, სამედიცინო პრეპარატების მიღება, ალკოჰოლის მიღება და ა.შ..
ბილეთი #819 მოძრაობის უსაფრთხოება

ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი ფაქტორი არ ახდენს ზეგავლენას მძღოლის მოქმედებაზე?

  1. 1 ალკოჰოლის მიღება
  2. 2 უძილობა
  3. 3 დაღლილობა
  4. 4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი არც ერთი პასუხი არ არის სწორი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მძღოლი ვალდებულია იცოდეს საგზაო მოძრაობის წესები, აგრეთვე გათვითცნობიერებული ჰქონდეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მძღოლის მოქმედებაზე, მაგალითად, დაღლილობა, უძილობა, სამედიცინო პრეპარატების მიღება, ალკოჰოლის მიღება და ა. შ.
ბილეთი #823 მოძრაობის უსაფრთხოება

დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა?

  1. 1 დაუშვებელია ნებისმიერ შემთხვევაში
  2. 2 დასაშვებია, თუ ერთი ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად
  3. 3 დასაშვებია, თუ იგი სარგებლობს მობილური კომუნიკაციის ხმამაღალი საუბრის ფუნქციით და ორივე ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისას მძღოლი უნდა მოერიდოს ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც დაკავშირებული არ არის მართვასთან. მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვისას მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა. ეს აკრძალვა არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მძღოლი სარგებლობს მობილური კომუნიკაციის საშუალების ყურსასმენით ან მობილური კომუნიკაციის ხმამაღალი (ან დისტანციური) საუბრის ფუნქციით და ორივე ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად.
ბილეთი #831 მოძრაობის უსაფრთხოება

მძღოლმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყველაზე უფრო ხშირად გზა მოყინულია:

  1. 1 ხიდზე, გზაგამტარსა და ესტაკადაზე
  2. 2 დასახლებული პუნქტების ცენტრალურ ქუჩებზე
  3. 3 გვირაბებში, რომლებშიც არ არის ხელოვნური განათება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - მოყინულ გზის მონაკვეთზე მძღოლმა შეძლებისდაგვარად თავი უნდა აარიდოს დამუხრუჭებას, სიჩქარის ცვლილებასა და მიმართულების მკვეთრ შეცვლას. ამასთანავე, მძღოლმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყველაზე უფრო ხშირად გზა მოყინულია ხიდზე, გზაგამტარსა და ესტაკადაზე.
ბილეთი #832 მოძრაობის უსაფრთხოება

გზის ნათელი მონაკვეთიდან ბნელ მონაკვეთზე გასვლისას, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:

  1. 1 თვალი ნელა ეჩვევა სიბნელეს, რის გამოც მძღოლის წინ არსებული შესაძლო დაბრკოლებები რთული შესამჩნევია
  2. 2 იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი
  3. 3 სავალდებულოა ნისლსაწინააღმდეგო ფარების ჩართვა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - გზის ნათელი მონაკვეთიდან ბნელ მონაკვეთზე გასვლისას თვალი ნელა ეჩვევა სიბნელეს, რის გამოც მძღოლის წინ არსებული შესაძლო დაბრკოლება რთული შესამჩნევია.
ბილეთი #833 მოძრაობის უსაფრთხოება

ღამე ცუდად ან არათანაბრად განათებულ გზის მონაკვეთებზე მოძრაობისას, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:

  1. 1 სავალდებულოა საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვა
  2. 2 იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი
  3. 3 გართულებულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიერ ერთმანეთის შემჩნევა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - ღამე, ცუდად განათებული ან არათანაბრად განათებული გზის მონაკვეთებზე მოძრაობისას გართულებულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიერ ერთმანეთის შემჩნევა.
ბილეთი #835 მოძრაობის უსაფრთხოება

წვიმისა და თოვის დროს მოძრაობისას, მძღოლმა უნდა:

  1. 1 შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია მასსა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის
  2. 2 ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია
  3. 3 შეამციროს დისტანცია მასსა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - ვინაიდან წვიმისა და თოვის დროს მოძრაობისას იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი, ამასთანავე, ნალექი აუარესებს ხილვადობას, მძღოლმა უნდა შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია თავის სატრანსპორტო საშუალებასა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის.
ბილეთი #837 მოძრაობის უსაფრთხოება

წვიმის დაწყებისას გზის ზედაპირი ტალახიანდება და ქმნის მოცურების საშიშროებას, რის გამოც მძღოლმა უნდა:

  1. 1 შეამციროს სიჩქარე მდორე დამუხრუჭებით
  2. 2 შეამციროს სიჩქარე მკვეთრი დამუხრუჭებით
  3. 3 გაზარდოს სიჩქარე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - წვიმის დაწყებისას გზის ზედაპირი ტალახიანდება და ქმნის მოცურების საშიშროებას, რის გამოც მძღოლმა უნდა შეამციროს სიჩქარე მდორე დამუხრუჭებით.
ბილეთი #838 მოძრაობის უსაფრთხოება

მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:

  1. 1 მოსახვევში მუხრუჭის მკვეთრად გამოყენებამ ან/და მაღალი სიჩქარით შესვლამ შესაძლოა გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების მართვაზე კონტროლის დაკარგვა
  2. 2 მოსახვევში შესასვლელად სიჩქარის შემცირება უნდა განხორციელდეს მკვეთრი დამუხრუჭებით
  3. 3 მიზანშეწონილია მოხვევა განხორციელდეს მაღალი სიჩქარით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - მოსახვევში მუხრუჭის მკვეთრად გამოყენებამ ან/და მაღალი სიჩქარით შესვლამ (განსაკუთრებით გზის სველი ზედაპირის არსებობისას) შესაძლოა გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალებაზე კონტროლის დაკარგვა.
ბილეთი #839 მოძრაობის უსაფრთხოება

გზაზე წყლის გუბეების არსებობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:

  1. 1 გართულებულია სატრანსპორტო საშუალების მართვა და დამუხრუჭება, ამასთან, დიდია სატრანსპორტო საშუალების მოცურების ალბათობა
  2. 2 მიზანშეწონილია გუბეში გავლისას სიჩქარის გაზრდა
  3. 3 მიზანშეწონილია მასსა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის დისტანციის შემცირება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - გზაზე წყლის გუბეების არსებობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვა და დამუხრუჭება გართულებულია, ამასთანავე, დიდია სატრანსპორტო საშუალების მოცურების ალბათობა (განსაკუთრებით გაცვეთილი საბურავებით ან მაღალი სიჩქარით მოძრაობისას).
ბილეთი #840 მოძრაობის უსაფრთხოება

თუ სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლი გრძნობს დაღლილობას, მიზანშეწონილია:

  1. 1 სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის მომატება
  2. 2 კოფეინის შემცველი სითხის მიღება
  3. 3 სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დასვენება, შესაძლებლობის შემთხვევაში საჭესთან სხვა მძღოლის დასმა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - თუ სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლი გრძნობს დაღლილობას, მიზანშეწონილია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დასვენება, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში − საჭესთან სხვა მძღოლის დასმა.
ბილეთი #841 მოძრაობის უსაფრთხოება

თუ მძღოლი გზაზე ამჩნევს სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელიც აგრესიულად არის განწყობილი და გამომწვევად იქცევა, მან:

  1. 1 უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და აკონტროლოს თავისი სატრანსპორტო საშუალება
  2. 2 თვითონაც უნდა გამოიჩინოს აგრესიულობა
  3. 3 ორი გაბმული და ერთი მოკლე ხმოვანი სიგნალის მიცემით უნდა მოუწოდოს აგრესიულ მძღოლს სიმშვიდისაკენ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - თუ მძღოლი გზაზე ამჩნევს სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელიც აგრესიულად არის განწყობილი და გამომწვევად იქცევა, მან უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და აკონტროლოს თავისი სატრანსპორტო საშუალება.
ბილეთი #843 მოძრაობის უსაფრთხოება

მძღოლმა სატრანსპორტო საშუალება უნდა მართოს:

  1. 1 მშვიდად და არ უნდა იჩენდეს აგრესიულობას, არ უნდა ცდილობდეს თავის გამოჩენას, როგორც უპირატესი გზაზე
  2. 2 აგრესიულად, როგორც უპირატესმა გზაზე
  3. 3 მშვიდად, თუმცა უნდა ცდილობდეს თავის გამოჩენას, როგორც უპირატესი გზაზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - მძღოლი სატრანსპორტო საშუალებას უნდა მართავდეს მშვიდად, არ უნდა იჩენდეს აგრესიულობას და არ უნდა ცდილობდეს თავის გამოჩენას, როგორც უპირატესი გზაზე.
ბილეთი #850 მოძრაობის უსაფრთხოება

დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი იმ პირის მიერ, რომელსაც ნარკოტიკული საშუალება მოხმარებული აქვს სამედიცინი მიზნებისათვის, ექიმის დანიშნულებით?

  1. 1 არ არის დასაშვები
  2. 2 დასაშვებია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკუ¬ლი ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.