ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი

23 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ასაკი, განლაგება სავალ ნაწილზე, აკრძალვები და პირუტყვის გადარეკვა.

ბილეთი #1237 ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
ბილეთი #1237 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედების ზონაში არ არის ნებადართული მარცხნივ მოხვევა?

  1. 1 მხოლოდ III
  2. 2 მხოლოდ IV
  3. 3 მხოლოდ II და IV
  4. 4 მხოლოდ II
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-7 თავის (საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები) 7.3.1 და 7.3.2 პუნქტების შენიშვნის თანახმად, საგზაო ნიშნები 7.3.1 „მობრუნების ადგილი” და 7.3.2 „მობრუნების ზონა” იდგმება მობრუნების ადგილის წინ ან მის ზემოთ, ან წინასწარ 8.1.1 დაფით. ნიშნები მარცხნივ მოხვევის ნებას არ რთავს.
ბილეთი #1335 ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი

თუ სატრანსპორტო საშუალების წინ ქვეითთა გადასასვლელზე გადაადგილდება მოხუცი ქვეითი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს:

  1. 1 მხოლოდ გარემოება, რომ ის სავალ ნაწილზე მოძრაობს უფრო ნელა ვიდრე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები
  2. 2 რომ შეიძლება წარმოიშვას ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
  3. 3 მხოლოდ გარემოება, რომ ის შეიძლება ნახევარი გზიდან მობრუნდეს უკან
  4. 4 მხოლოდ გარემოება, რომ მან შეიძლება დაკარგოს წონასწორობა და წაიქცეს
კანონის ახსნა
თუ სატრანსპორტო საშუალების წინ ქვეითთა გადასასვლელზე გადაადგილდება მოხუცი ქვეითი მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის სავალ ნაწილზე მოძრაობენ უფრო ნელა ვიდრე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები, ასევე შეიძლება ნახევარი გზიდან მობრუნდნენ უკან და მან შეიძლება დაკარგონ წონასწორება და წაიქცნენ.
ბილეთი #1808 ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი

ქვემოთ ჩამოთვლილ გზის რომელ ელემენტზეა დასაშვები მოპედით მოძრაობა?

  1. 1 ტროტუარზე
  2. 2 გზის სავალ ნაწილზე
  3. 3 ველოსიპედის ბილიკზე (ველობილიკზე) და ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია: ბ) „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა გზის სავალ ნაწილზე არაუმეტეს 45 კმ/სთ სიჩქარით.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.