ბილეთების სრული სია

1085 ოფიციალური ბილეთი — C კატეგორია, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ბილეთი #1179 სერვისის ნიშნები
ბილეთი #1179 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი იძლევა ინფორმაციას კემპინგის შესახებ?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-6 თავის (სერვისის ნიშნები) 6.9 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 6.9 „კემპინგი” საგზაო მოძრაობის მონაწილეებს აძლევენ ინფორმაციას შესაბამისი ობიექტის ან სერვისის შესახებ.
ბილეთი #1180 ბუქსირება
ბილეთი #1180 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:

  1. 1 სატვირთო ავტომობილით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას, მიუხედავად გასასწრები ტრანსპორტის სიჩქარისა
  2. 2 3,5 ტონეზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავისა)
  3. 3 მოცემული გზის მონაკვეთზე მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებით მოძრაობას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.22 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.22 „სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია” - კრძალავს 3,5 ტონაზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა), აგრეთვე ტრაქტორით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა საჭაპანო ტრანსპორტისა და ველოსიპედისა).
ბილეთი #1182 სერვისის ნიშნები
ბილეთი #1182 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი იძლევა ინფორმაციას:

  1. 1 საპატრულო პოლიციის საგუშაგოს არსებობის შესახებ
  2. 2 საავარიო სამსახურთან რადიოკავშირის ზონის არსებობის შესახებ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-6 თავის (სერვისის ნიშნები) 6.11 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 6.11 „საპატრულო პოლიციის საგუშაგო” საგზაო მოძრაობის მონაწილეებს აძლევენ ინფორმაციას შესაბამისი ობიექტის ან სერვისის შესახებ.
ბილეთი #1183 ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
ბილეთი #1183 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს ავტომაგისტრალთან სხვა გზიდან ამოსასვლელის შერწყმის ადგილს?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.36 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.36 „შერწყმის ადგილი“ - ავტომაგისტრალთან სხვა გზიდან ამოსასვლელის (გაქანების ზოლის) შერწყმის ადგილი.
ბილეთი #1184 სერვისის ნიშნები
ბილეთი #1184 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი იძლევა ინფორმაციას საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების საკონტროლო პუნქტის შესახებ?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-6 თავის (სერვისის ნიშნები) 6.13 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 6.13 „საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების საკონტროლო პუნქტი“ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს აძლევენ ინფორმაციას შესაბამისი ობიექტის ან სერვისის შესახებ.
ბილეთი #1185 სერვისის ნიშნები
ბილეთი #1185 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი იძლევა ინფორმაციას:

  1. 1 საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების საკონტროლო პუნქტის არსებობის შესახებ
  2. 2 საპატრულო პოლიციის საგუშაგოს არსებობის შესახებ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-6 თავის (სერვისის ნიშნები) 6.13 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 6.13 „საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების საკონტროლო პუნქტი“ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს აძლევენ ინფორმაციას შესაბამისი ობიექტის ან სერვისის შესახებ.
ბილეთი #1186 სერვისის ნიშნები
ბილეთი #1186 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი იძლევა ინფორმაციას:

  1. 1 საავარიო სამსახურთან რადიოკავშირის ზონის არსებობის თაობაზე
  2. 2 საგზაო მოძრაობის თაობაზე ინფორმაციას გადამცემი რადიოსადგურის მიღების ზონის არსებობის შესახებ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-6 თავის (სერვისის ნიშნები) 6.14 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 6.14 „საგზაო მოძრაობის შესახებ ინფორმაციის გადამცემი რადიოსადგურის მიღების ზონა“ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს აძლევენ ინფორმაციას შესაბამისი ობიექტის ან სერვისის შესახებ.
ბილეთი #1187 სერვისის ნიშნები
ბილეთი #1187 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი იძლევა ინფორმაციას საგზაო მოძრაობის თაობაზე ინფორმაციას გადამცემი რადიოსადგურის მიღების ზონის არსებობის შესახებ.

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-6 თავის (სერვისის ნიშნები) 6.14 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 6.14 „საგზაო მოძრაობის შესახებ ინფორმაციის გადამცემი რადიოსადგურის მიღების ზონა“ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს აძლევენ ინფორმაციას შესაბამისი ობიექტის ან სერვისის შესახებ.
ბილეთი #1188 სერვისის ნიშნები
ბილეთი #1188 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი იძლევა ინფორმაციას:

  1. 1 საგზაო მოძრაობის შესახებ ინფორმაციის გადამცემი რადიოსადგურის მიმღები ზონის არსებობის შესახებ
  2. 2 საავარიო სამსახურთან რადიოკავშირის ზონის არსებობის შესახებ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-6 თავის (სერვისის ნიშნები) 6.15 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 6.15 „საავარიო სამსახურთან რადიოკავშირის ზონა“ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს აძლევენ ინფორმაციას შესაბამისი ობიექტის ან სერვისის შესახებ.
ბილეთი #1189 სერვისის ნიშნები
ბილეთი #1189 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი იძლევა ინფორმაციას საავარიო სამსახურთან რადიოკავშირის ზონის არსებობის შესახებ?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-6 თავის (სერვისის ნიშნები) 6.15 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 6.15 „საავარიო სამსახურთან რადიოკავშირის ზონა“ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს აძლევენ ინფორმაციას შესაბამისი ობიექტის ან სერვისის შესახებ.
ბილეთი #1190 სამედიცინო დახმარება

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლად იგი უნდა:

  1. 1 დავაწვინოთ გვერდზე, ცხვირზე დავადოთ ცივი საფენი
  2. 2 დავსვათ ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში, თავი დავახრევინოთ მკერდისკენ და ცხვირზე დავადოთ ცივი საფენი
  3. 3 დავსვათ ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში. თავი გადავუწიოთ უკან და ცხვირზე დავადოთ ცივი საფენი
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლად დაშავებული უნდა დავსვათ ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში, მკერდისკენ თავის დახრით გამოვრიცხვთ სისხლის სასუნთქ ორგანოებში მოხვედრას. ცხვირზე ცივი საფენის დადებით ვცდილობთ სისხლდენის შეჩერებას.
ბილეთი #1191 სერვისის ნიშნები
ბილეთი #1191 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, მძღოლს უფლება აქვს ხანგრძლივი დასვენების მიზნით ავტომობილი დააყენოს:

  1. 1 800 მეტრში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას ან გზის ფარგლებს მიღმა
  2. 2 B ადგილას
  3. 3 A ადგილას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დაუსახლებელ პუნქტში ხანგრძლივი დასვენების (ღამის გასათევად ან სხვა) მიზნით დგომა ნებადართულია, მხოლოდ ამისათვის განკუთვნილ სადგომზე ან გზის ფარგლებს მიღმა.
ბილეთი #1192 სერვისის ნიშნები
ბილეთი #1192 — სიტუაციის სურათი

სატვირთო და ყვითელი მსუბუქი ავტომობილები აგრძელებენ მოძრაობას ისრის მიმართულებით,ხოლო თეთრი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გაჩერებულია ხანგრძლივი დასვენების მიზნით. რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს,თუ მოცემული გზის შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება?

  1. 1 მხოლოდ ყვითელი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
  2. 2 მხოლოდ თეთრი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
  3. 3 მხოლოდ ყვითელი და თეთრი მსუბუქი ავტომობილის მძღოლები
  4. 4 მხოლოდ სატვირთო და თეთრი მსუბუქი ავტომობილის მძღოლები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დაუსახლებელ პუნქტში ხანგრძლივი დასვენების (ღამის გასათევად ან სხვა) მიზნით დგომა ნებადართულია, მხოლოდ ამისათვის განკუთვნილ სადგომზე ან გზის ფარგლებს მიღმა. ამავე კანონის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ სამი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება, ამ ზოლზე გასვლა ნებადართულია მხოლოდ გასწრების, დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების მიზნით.
ბილეთი #1194 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1194 — სიტუაციის სურათი

მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) მიუთითებს:

  1. 1 მანძილს გზის სხვა მხარეს მდებარე ობიექტამდე
  2. 2 მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე
  3. 3 გამაფრთხილებელი ნიშნებით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.1.1 პუნქტის თანახმად, დაფა 8.1.1 „მანძილი ობიექტამდე” - მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე).
ბილეთი #1195 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1195 — სიტუაციის სურათი

მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშნებიდან (დაფებიდან) რომელი მიუთითებს მანძილს გზის მიღმა (მოშორებით) მდებარე ობიექტამდე?

  1. 1 მხოლოდ II და III
  2. 2 მხოლოდ I და IV
  3. 3 მხოლოდ IV
  4. 4 მხოლოდ III
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.1.3, 8.1,4 პუნქტების თანახმად, დაფები 8.1.3 და 8.1.4 „მანძილი ობიექტამდე” - მიუთითებს მანძილს გზის მიღმა (მოშორებით) მდებარე ობიექტამდე.
ბილეთი #1197 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1197 — სიტუაციის სურათი

მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშნებიდან (დაფებიდან) რომელი მიუთითებს გამაფრთხილებელი ნიშნებით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს, ან ამკრძალავი და საინფორმაციო–მაჩვენებელი ნიშნების მოქმედების ზონას?

  1. 1 მხოლოდ I და III
  2. 2 მხოლოდ I
  3. 3 მხოლოდ II
  4. 4 მხოლოდ IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.2.1 პუნქტის თანახმად, 8.2.1 „მოქმედების ზონა” - მიუთითებს მაფრთხილებელი ნიშნით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს, ან ამკრძალავი და საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნის მოქმედების ზონას.
ბილეთი #1200 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1200 — სიტუაციის სურათი

მოცემული დაფებიდან რომელი მიუთითებს დგომის ამკრძალავი ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულზე?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.2.3 პუნქტის თანახმად, დაფა 8.2.3 „მოქმედების ზონა” - მიუთითებს 3.27–3.30 ნიშნების მოქმედების ზონის დასასრულს.
ბილეთი #1202 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1202 — სიტუაციის სურათი

მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშნებიდან (დაფებიდან) რომელი აწვდის მძღოლს ინფორმაციას დგომა-გაჩერების ამკრძალავი ნიშნების მოქმედების ზონაში მისი ყოფნის თაობაზე?

  1. 1 მხოლოდ III
  2. 2 მხოლოდ I
  3. 3 მხოლოდ II
  4. 4 მხოლოდ II და III
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.2.4 პუნქტის თანახმად, დაფა 8.2.4 „მოქმედების ზონა”- მძღოლს აწვდის ინფორმაციას მისი 3.27–3.30 ამკრძალავი ნიშნების მოქმედების ზონაში ყოფნის თაობაზე.
ბილეთი #1204 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1204 — სიტუაციის სურათი

მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშნებიდან (დაფებიდან) რომელი მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას ან მოძრაობის მიმართულებას, უშუალოდ გზასთან მდებარე აღნიშნული ობიექტისაკენ?

  1. 1 მხოლოდ I და III
  2. 2 მხოლოდ I
  3. 3 მხოლოდ II
  4. 4 მხოლოდ III
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.3.1-8.3.3 პუნქტების თანახმად, დაფები 8.3.1-8.3.3 „მოქმედების მიმართულება” - მიუთითებს გზაჯვარე¬დინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას ან უშუალოდ გზასთან მდებარე აღნიშნული ობიექტისაკენ მოძრაო¬ბის მიმართულებას.
ბილეთი #1206 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1206 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაციიდან, რომლის მოქმედება ვრცელდება სატვირთო ავტომობილებზე მისაბმელის გარეშე, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტ-ზე მეტია?

  1. 1 I და III
  2. 2 II და III
  3. 3 III და IV
  4. 4 II და IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.4.1-8.4.8 პუნქტებისა და ამავე პუნქტის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაფები 8.4.1–8.4.8 „სატრანსპორტო საშუალების სახეობა” - მიუთითებს იმ სატრანსპორტო საშუალების სახეობას, რომლებზედაც ვრცელდება ნიშნის მოქმედება. დაფა 8.4.1 ნიშნის მოქმედებას ავრცელებს სატვირთო ავტომობი¬ლებ¬ზე (მისაბმელით ან მის გარეშე), რომლის ნებადართული მაქსიმალუ¬რი მასა 3,5 ტ-ზე მეტია. ამავე დანართის 8.5.2. პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) 8.5.2. „სამუშაო დღეები“ − მიუთითებს კვირის დღეებზე, როცა მოქმედებს ნიშნები.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.