ბილეთების სრული სია

1085 ოფიციალური ბილეთი — C კატეგორია, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ბილეთი #1676 მოძრაობის უსაფრთხოება

ზედნადებში აღნიშნული და მასზე დართული ან გადამზიდველისათვის გადაცემული საბუთების დაკარგვის ან მათი არასწორი გამოყენებისათვის გადამზიდველს:

  1. 1 შეიძლება დაეკისროს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ტვირთის დაკარგვის დროს დადგებოდა
  2. 2 არ შეიძლება იმაზე მეტი პასუხისმგებლობა დაეკისროს, ვიდრე ტვირთის დაკარგვის დროს დადგებოდა
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 679-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გადამზიდველი პასუხს აგებს ზედნადებში აღნიშნული და მასზე დართული ან გადამზიდველისათვის გადაცემული საბუთების დაკარგვის ან მათი არასწორი გამოყენებისათვის; მას არ შეიძლება იმაზე მეტი პასუხისმგებლობა დაეკისროს, ვიდრე ტვირთის დაკარგვის დროს დადგებოდა.
ბილეთი #1677 მოძრაობის უსაფრთხოება

ტვირთის დაკარგვისათვის, დაზიანებისათვის ან მიტანის ვადის გადაცილებისათვის გადამზიდველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ:

  1. 1 გადაზიდვის ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ტვირთის დაკარგვისათვის, დაზიანებისათვის ან მიტანის ვადის გადაცილებისათვის გადამზიდველის პასუხისგებლობას
  2. 2 აღნიშნული იმ უფლებამოსილი პირის ბრალით ან/და ამავე პირის ისეთი მითითებით მოხდა, რომელზედაც გადამზიდველი პასუხს არ აგებს
  3. 3 აღნიშნული მოხდა გადაზიდვისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების ნაკლის გამო ან ამ საშუალების გამქირავებლის ან დამქირავებლის მომსახურე პერსონალის ბრალით
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 686-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადამზიდველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის გადაცილება უფლებამოსილი პირის ბრალით ანდა ამავე პირის ისეთი მითითებით მოხდა, რომელზედაც გადამზიდველი პასუხს არ აგებს; აგრეთვე, თუ ტვირთის ნაკლი ისეთი გარემოებებითაა გამოწვეული, რომელთა თავიდან აცილებაც გადამზიდველს არ შეეძლო და არც მათი შედეგები შეიძლებოდა თავიდან აეცილებინა.
ბილეთი #1678 მოძრაობის უსაფრთხოება

რა შემთხვევაში არ ეკისრება პასუხიმგებლობა გამგზავნს გადამზიდველის წინაშე ტვირთის უხარისხო შეფუთვით გამოწვეული ზიანისათვის, რომელიც მიადგა პირებს, მასალებსა და სხვა ქონებას?

  1. 1 იმ შემთხვევაში, როცა ნაკლი აშკარა იყო, ან ტვირთის მიღებისას გადამზიდველმა ამის შესახებ იცოდა და ამასთან დაკავშირებით რაიმე პირობა არ დაუთქვამს
  2. 2 იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვალდებულებას არ ითვალისწინებს გადაზიდვის ხელშეკრულება
  3. 3 იმ შემთხვევაში თუ ზედნადებში გაკეთებულია სპეციალური აღნიშვნა, რომლის თანახმად გამგზავნს არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 678-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გამგზავნი პასუხს აგებს გადამზიდველის წინაშე ტვირთის უხარისხო შეფუთვით გამოწვეული ზიანისათვის, რომელიც მიადგა პირებს, მასალებსა და სხვა ქონებას, ასევე უხარისხო შეფუთვით გამოწვეული ხარჯებისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ნაკლი აშკარა იყო, ან ტვირთის მიღებისას გადამზიდველმა ამის შესახებ იცოდა და ამასთან დაკავშირებით რაიმე პირობა არ დაუთქვამს.
ბილეთი #1679 მოძრაობის უსაფრთხოება

ყველა იმ ხარჯისა და ზიანისათვის, რომლებიც დადგა იმის გამო, რომ ზედნადებში არასწორად ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი მონაცემები ტვირთის გადაცემის დღისა და ადგილის, ასევე ტვირთის მიტანის ადგილის შესახებ პასუხისმგებლობა ეკისრება:

  1. 1 გადამზიდველს
  2. 2 გამგზავნს
  3. 3 ტვირთის მიმღებს
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 675-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად გამგზავნი პასუხს აგებს ყველა იმ ხარჯისა და ზიანისათვის, რომლებიც დადგა იმის გამო, რომ არასწორად ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი 674-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ", "დ", "ე", "ვ", "ზ", "თ" და "კ" ქვეპუნქტებში აღნიშნული მონაცემები. ხოლო ამავე კოდექსის 674-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად ზედნადები უნდა შეიცავდეს მონაცემებს ტვირთის გადაცემის დღისა და ადგილის, ასევე ტვირთის მიტანის ადგილის შესახებ.
ბილეთი #1680 მოძრაობის უსაფრთხოება

ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი მსჯელობაა სწორი? გამგზავნი პასუხს აგებს ყველა იმ ხარჯისა და ზიანისათვის, რომლებიც დადგა იმის გამო, რომ ზედნადებში არასწორად ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი მონაცემები:

  1. 1 გადაზიდვასთან დაკავშირებულ ხარჯების შესახებ (გადაზიდვის ფასი, დამატებით ხარჯების, იმპორტის გადასახადები და სხვა ხარჯები, რომლებიც წარმოიშობა ხელშეკრულების დადებიდან ტვირთის მიტანამდე)
  2. 2 ტვირთის სახეობის ჩვეულებრივ სახელწოდებისა და შეფუთვის სახის შესახებ, აგრეთვე საფრთხეშემცველი ტვირთების დროს, მათ საყოველთაოდ აღიარებულ აღნიშვნების შესახებ
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 675-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად გამგზავნი პასუხს აგებს ყველა იმ ხარჯისა და ზიანისათვის, რომლებიც დადგა იმის გამო, რომ არასწორად ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი 674-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ", "დ", "ე", "ვ", "ზ", "თ" და "კ" ქვეპუნქტებში აღნიშნული მონაცემები. ხოლო ამავე კოდექსის 674-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად ზედნადები უნდა შეიცავდეს მონაცემებს ტვირთის სახეობის ჩვეულებრივ სახელწოდებასა და შეფუთვის სახის, საფრთხეშემცველი ტვირთების დროს, მათ საყოველთაოდ აღიარებულ აღნიშვნის შესახებ.
ბილეთი #1681 მოძრაობის უსაფრთხოება

თუ გადაზიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრულია ტვირთის მიტანის კონკრეტული ვადა, ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებად ითვლება, როცა:

  1. 1 ტვირთი არ არის მიტანილი შეთანხმებულ ვადაში
  2. 2 ტვირთი არ არის მიტანილი შეთანხმებული ვადის გასვლიდან არანაკლებ 30 კალენდარული დღისა
  3. 3 ტვირთი არ არის მიტანილი შეთანხმებული ვადის გასვლიდან არანაკლებ 15 სამუშაო დღისა
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 688-ე მუხლის თანახმად ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებად ითვლება, როცა ტვირთი არ არის მიტანილი შეთანხმებულ ვადაში, ან, თუ ვადა არ იყო დათქმული, - გადასაზიდად საჭირო ჩვეულებრივ დროში - იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებულია ნაწილ-ნაწილ დატვირთვისას ამ ნაწილების შესაკრებად აუცილებელი დროის განსაზღვრასთან, თუ დარღვეულია ვადა, რომელიც წინდახედულ გადამზიდველს უნდა დაეცვა ჩვეულებრივ შემთხვევებში.
ბილეთი #1682 მოძრაობის უსაფრთხოება

თუ გადაზიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის ტვირთის მიტანის კონკრეტული ვადა, ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებად ითვლება, როცა:

  1. 1 ტვირთი არ არის მიტანილი გადასაზიდად საჭირო ჩვეულებრივ დროში - იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებულია ნაწილ-ნაწილ დატვირთვისას ამ ნაწილების შესაკრებად აუცილებელი დროის განსაზღვრასთან, თუ დარღვეულია ვადა, რომელიც წინდახედულ გადამზიდველს უნდა დაეცვა ჩვეულებრივ შემთხვევებში
  2. 2 ტვირთი არ არის მიტანილი გამოგზავნიდან ერთი კალენადრული წლის განმავლობაში
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 688-ე მუხლის თანახმად ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებად ითვლება, როცა ტვირთი არ არის მიტანილი შეთანხმებულ ვადაში, ან, თუ ვადა არ იყო დათქმული, - გადასაზიდად საჭირო ჩვეულებრივ დროში - იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებულია ნაწილ-ნაწილ დატვირთვისას ამ ნაწილების შესაკრებად აუცილებელი დროის განსაზღვრასთან, თუ დარღვეულია ვადა, რომელიც წინდახედულ გადამზიდველს უნდა დაეცვა ჩვეულებრივ შემთხვევებში.
ბილეთი #1683 მოძრაობის უსაფრთხოება

თუ გადაზიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრულია ტვირთის მიტანის კონკრეტული ვადა, უფლებამოსილ პირს შეუძლია დამატებით მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშეც ტვირთი ჩათვალოს დაკარგულად, თუ:

  1. 1 ტვირთი გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლიდან 10 დღის ვადაში არ იქნება მიტანილი დანიშნულების ადგილზე
  2. 2 ტვირთი გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლიდან 30 დღის ვადაში არ იქნება მიტანილი დანიშნულების ადგილზე
  3. 3 ტვირთი გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლიდან 20 დღის ვადაში არ იქნება მიტანილი დანიშნულების ადგილზე
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 688-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უფლებამოსილ პირს შეუძლია დამატებით მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშეც ტვირთი ჩათვალოს დაკარგულად, თუ ტვირთი გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლიდან ოცდაათი დღის ვადაში არ იქნება მიტანილი დანიშნულების ადგილზე ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, - გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან სამოცი დღის შემდეგ.
ბილეთი #1684 მოძრაობის უსაფრთხოება

თუ გადაზიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის ტვირთის მიტანის კონკრეტული ვადა, უფლებამოსილ პირს შეუძლია დამატებით მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშეც ტვირთი ჩათვალოს დაკარგულად:

  1. 1 გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან არანაკლებ ერთი წლის შემდეგ
  2. 2 გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან არაუმეტეს 50 დღის განმავლობაში
  3. 3 გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან 60 დღის შემდეგ
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 688-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უფლებამოსილ პირს შეუძლია დამატებით მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშეც ტვირთი ჩათვალოს დაკარგულად, თუ ტვირთი გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლიდან ოცდაათი დღის ვადაში არ იქნება მიტანილი დანიშნულების ადგილზე ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, - გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან სამოცი დღის შემდეგ.
ბილეთი #1685 მოძრაობის უსაფრთხოება

თუ გამგზავნი გზავნის საფრთხეშემცველ ტვირთს, მაშინ იგი ვალდებულია:

  1. 1 შეასრულოს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა პირობა
  2. 2 ტვირთის გადაზიდვის პირობები წინასწარ შეათანხმოს საგადასახადო ორგანოსთან
  3. 3 გადამზიდველს მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია და გააფრთხილოს ამ ტვირთის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში კი - დააზღვიოს ეს ტვირთი
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 691-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გამგზავნი გზავნის საფრთხეშემცველ ტვირთს, მაშინ იგი ვალდებულია გადამზიდველს მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია და გააფრთხილოს ამ ტვირთის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში კი - დააზღვიოს ეს ტვირთი. თუ ეს ვალდებულება არ არის შეტანილი ზედნადებში, მაშინ გამგზავნსა და მიმღებს ევალებათ სხვა საშუალებებით დაამტკიცონ, რომ გადამზიდველმა ზუსტად იცოდა ტვირთის სახეობა და მოსალოდნელი საფრთხე.
ბილეთი #1686 მოძრაობის უსაფრთხოება

გადამზიდველს შეუძლია ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას გადმოცალოს, მოსპოს ან გააუვნებელყოს ტვირთი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების გარეშე, თუ:

  1. 1 არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გამგზავნი დროულად ვერ უზრუნველყობს ტვირთის გადაზიდვის ღირებულების გადახდას
  2. 2 აღნიშნული ტვირთი არის საფრთხის შემცველი, რომლის საფრთხის შესახებაც გამგზავნის მიერ ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო მან არაფერი იცოდა
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 691-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფრთხეშემცველი ტვირთი, რომლის საფრთხის შესახებაც გამგზავნის მიერ ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო გადამზიდველმა არაფერი იცოდა, გადამზიდველს შეუძლია ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას გადმოცალოს, მოსპოს ან გააუვნებელყოს იგი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების გარეშე; გამგზავნი ასევე აგებს პასუხს ამ ტვირთის გადასაზიდად გადაცემით ან გადაზიდვებით გამოწვეული ზიანისა და ხარჯებისათვის.
ბილეთი #1687 მოძრაობის უსაფრთხოება

თუ გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისათვის აანაზღაუროს ზიანი, მაშინ ზიანის ანაზღაურება გამოითვლება:

  1. 1 ტვირთის გადაზიდვის დაწყებიდან მის დასრულებამდე პერიდოში დაფიქსირებული ანალოგიური სახეობის ტვირთის მაქსიმალური ფასის მიხედვით
  2. 2 ტვირთის გადაცემის ადგილსა და დროს მოქმედი ტვირთის ფასის მიხედვით
  3. 3 ტვირთის მიმღებისათვის გადაცემის ადგილსა და დროისათვის მოქმედი ტვირთის ფასის მიხედვით
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 692-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისათვის აანაზღაუროს ზიანი, მაშინ ზიანის ანაზღაურება გამოითვლება ტვირთის გადაცემის ადგილსა და დროს მოქმედი ტვირთის ფასის მიხედვით.
ბილეთი #1688 მოძრაობის უსაფრთხოება

თუ მიმღები მიიღებს ტვირთს ისე, რომ მის მდგომარეობას არ ამოწმებს გადამზიდველთან ერთად და არ უყენებს გადამზიდველს ზოგადი ხასიათის პრეტენზიას დანაკარგებისა და დაზიანების შესახებ, მაშინ საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ:

  1. 1 მიმღებმა ტვირთი ჩაიბარა ზედნადებში მითითებულ მდგომარეობაში
  2. 2 მიმღებმა ტვირთი ჩაიბარა მისი მდგომარეობის განუსაზღვრელად
  3. 3 მიმღებმა ტვირთი არ ჩაიბარა
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 698-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიმღები მიიღებს ტვირთს ისე, რომ მის მდგომარეობას არ ამოწმებს გადამზიდველთან ერთად და არ უყენებს გადამზიდველს ზოგადი ხასიათის პრეტენზიას დანაკარგებისა და დაზიანების შესახებ, მაშინ საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მიმღებმა ტვირთი ჩაიბარა ზედნადებში მითითებულ მდგომარეობაში.
ბილეთი #1689 მოძრაობის უსაფრთხოება

ტვირთის ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან ჩაბარების ვადის გადაცილებისას გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება:

  1. 1 მიმღების მიერ განხორციელებული რეკლამაციის (პრეტენზიის) დღიდან
  2. 2 ტვირთის გამოგზავნის დღიდან
  3. 3 ტვირთის დაკარგვის ან დაზიანების დღიდან, ხოლო ვადის გადაცილების შემთხვევაში - ტვირთის ჩაბარებისათვის დადგენილ დღიდან
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ თავში მოწესრიგებული გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა არის ერთი წელი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს ვადა შეადგენს სამ წელს. ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება ტვირთის ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან ჩაბარების ვადის გადაცილებისას - მისი გამოგზავნის დღიდან.
ბილეთი #1690 მოძრაობის უსაფრთხოება

განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას, გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს:

  1. 1 ორ წელს
  2. 2 სამ წელს
  3. 3 ერთ წელს
  4. 4 ხუთ წელს
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლის თანახმად, ამ თავში მოწესრიგებული გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა არის ერთი წელი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს ვადა შეადგენს სამ წელს.
ბილეთი #1691 მოძრაობის უსაფრთხოება

ტვირთის მთლიანად დაკარგვისას გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება:

  1. 1 გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლის ოცდამეათე დღიდან ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, - გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან მესამოცე დღეს
  2. 2 გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლის მესამოცე დღიდან ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, - გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ
  3. 3 გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან ოთხმოცდამეათე დღეს
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ თავში მოწესრიგებული გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა არის ერთი წელი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს ვადა შეადგენს სამ წელს. ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება ტვირთის მთლიანად დაკარგვისას - გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლის ოცდამეათე დღიდან ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, - გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან მესამოცე დღეს.
ბილეთი #1692 მოძრაობის უსაფრთხოება

თუ გადაზიდვა ერთი ხელშეკრულებით ხორციელდება ერთმანეთის მიმდევარი სხვადასხვა გადამზიდველების მიერ, თითოეული მათგანი პასუხს აგებს:

  1. 1 მთლიანი გადაზიდვის განხორციელებისათვის
  2. 2 ნაწილობრივ, მხოლოდ, მის მიერ განხორციელებული გადაზიდვისათვის
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 701-ე მუხლის თანახმად, თუ გადაზიდვა ერთი ხელშეკრულებით ხორციელდება ერთმანეთის მიმდევარი სხვადასხვა გადამზიდველების მიერ, თითოეული მათგანი პასუხს აგებს მთლიანი გადაზიდვის განხორციელებისათვის.
ბილეთი #1693 მოძრაობის უსაფრთხოება

ვალდებულია თუ არა გადამზიდველი, რომელიც წინა გადამზიდველისაგან იღებს ტვირთს, გადასცეს ტვირთის მიღების დამადასტურებელი ვადამითითებული და მის მიერ ხელმოწერილი საბუთი?

  1. 1 ვალდებულია
  2. 2 არ არის ვალდებული
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 702-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადამზიდველი, რომელიც წინა გადამზიდველისაგან იღებს ტვირთს, ვალდებულია გადასცეს ტვირთის მიღების დამადასტურებელი ვადამითითებული და მის მიერ ხელმოწერილი საბუთი. ზედნადების მეორე პირზე მან უნდა მიუთითოს თავისი სახელი და მისამართი. საჭიროების შემთხვევაში ზედნადების მეორე პირში გადამზიდველს შეაქვს 676-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობები და ტვირთის მიღების დადასტურება.
ბილეთი #1694 მოძრაობის უსაფრთხოება

ბათილია თუ არა ყოველი შეთანხმება, რომლითაც გადამზიდველი ტვირთის დაზღვევიდან წარმოშობილ მოთხოვნებს თმობს?

  1. 1 არ არის ბათილი
  2. 2 ბათილია
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 708-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბათილია ყოველი შეთანხმება, რომლითაც გადამზიდველი ტვირთის დაზღვევიდან წარმოშობილ მოთხოვნებს თმობს, და ყოველი სხვა მსგავსი შეთანხმება, რომლითაც მტკიცების ტვირთი სხვა პირზე იქნება გადატანილი.
ბილეთი #1695 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

თუ ავტომობილის მარჯვენა თვლები გადავიდა არამდგრადი და სველი საფარის მქონე გვერდულზე, მიზანშეწონილია:

  1. 1 ავტომობილის მკვეთრი დამუხრუჭება მის სრულ გაჩერებამდე
  2. 2 სიჩქარის გაზრდა და ავტომობილის მიმართვა მარცხენა მხარეს
  3. 3 დამუხრუჭების გარეშე ავტომობილის მდორედ დაბრუნება გზის სავალ ნაწილზე
კანონის ახსნა
თუ ავტომობილის მარჯვენა თვლები გადავიდა არამდგრადი და სველი საფარის მქონე გვერდულზე, მიზანშეწონილია დამუხრუჭების გარეშე ავტომობილის მდორედ დაბრუნება გზის სავალ ნაწილზე.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.