ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, ქვემოთ ჩამოთვლილი სამუხრუჭო სისტემის, რომელი გაუმართაობაა დაუშვებელი?
- 1 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გაუმართაობა
- 2 მხოლოდ ხელის მუხრუჭის ხრუტუნა მექანიზმის გაუმართაობა, ბერკეტის ზედმეტი სვლა
- 3 მხოლოდ ხელით მართვადი მუხრუჭის საკონტროლო სარქველის არადამაკმაყოფილებელი მოქმედება, გაჟონვა, მისი მაკონტროლებლის დაზიანება, დეფორმირება ან ზედმეტი ცვეთა
კანონის ახსნა
„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტების თანახმად: 15. დაუშვებელია ხელით მართვადი მუხრუჭის საკონტროლო სარქველის არადამაკმაყოფილებელი მოქმედება, გაჟონვა, მისი მაკონტროლებლის დაზიანება, დეფორმირება ან ზედმეტი ცვეთა. 16. დაუშვებელია ხელის მუხრუჭის ხრუტუნა მექანიზმის გაუმართაობა, ბერკეტის ზედმეტი სვლა.