ქვემოთ ჩამოთვლილ, რომელ მონაცემს არ უნდა შეიცავდეს ტვირთის გადაზიდვისათვის შედგენილი ზედნადები?
- 1 ტვირთის წონას ან სხვაგვარად აღნიშნულ რაოდენობას
- 2 ტვირთის გადაცემის დღესა და ადგილს, ასევე ტვირთის მიტანის ადგილს
- 3 ტვირთის სახეობის ჩვეულებრივ სახელწოდებასა და შეფუთვის სახეს, საფრთხეშემცველი ტვირთების დროს, მათ საყოველთაოდ აღიარებულ აღნიშვნას
- 4 ზედნადები უნდა შეიცავდეს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა მონაცემს
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 674-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, ზედნადები უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: - დ. ტვირთის გადაცემის დღესა და ადგილს, ასევე ტვირთის მიტანის ადგილს; - ვ. ტვირთის სახეობის ჩვეულებრივ სახელწოდებასა და შეფუთვის სახეს, საფრთხეშემცველი ტვირთების დროს, მათ საყოველთაოდ აღიარებულ აღნიშვნას; - თ. ტვირთის წონას ან სხვაგვარად აღნიშნულ რაოდენობას.