გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მიღებისას შეამოწმოს:
- 1 ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი პასუხი სწორი არ არის
- 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მონაცემები და გარემოება
- 3 მხოლოდ ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მათი ნიშნებისა და ნომრების შესახებ ზედნადებში აღნიშნულ მონაცემთა სისწორე
- 4 მხოლოდ ტვირთისა და მისი შეფუთვის გარეგნული მდგომარეობა
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 676-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მიღებისას შეამოწმოს: - ა. ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მათი ნიშნებისა და ნომრების შესახებ ზედნადებში აღნიშნულ მონაცემთა სისწორე; - ბ. ტვირთისა და მისი შეფუთვის გარეგნული მდგომარეობა.