ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელ შემთხვევაშია ნებადართული გზის მარცხენა მხარეს, სავალ ნაწილთან ერთ დონეზე განლაგებული თანხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე ურელსო სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა?
- 1 მხოლოდ მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების შემთხვევაში
- 2 მხოლოდ დაბრკოლების შემოვლის ან გასწრების შემთხვევაში
- 3 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ამით ტრამვაის მოძრაობას არ შეექმნება დაბრკოლება
- 4 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის ყველა ზოლი დაკავებულია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოძრაობა ნებადართულია თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე, რომელიც მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე მდებარეობს, თუ თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი ყველა მოძრაობის ზოლი დაკავებულია, აგრეთვე დაბრკოლების შემოვლის ან გასწრების, ან მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს. ამასთანავე, ტრამვაის მოძრაობას არ უნდა შეექმნას დაბრკოლება. საპირისპირო მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე გასვლა აკრძალულია.