მოცემულ სიტუაციაში, აქვს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს შეუჩერებლად მოძრაობის გაგრძელების უფლება?
1არ აქვს უფლება
2აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მძღოლმა, რომელიც მოძრაობის მიმართულების შესაბამისი მხრიდან სათანადო წესით მონიშნულ გაჩერებაზე მყოფი სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის გვერდის ავლას აპირებს, უნდა შეამციროს სიჩქარე და, აუცილებლობის შემთხვევაში, გაჩერდეს, რათა უზრუნველყოს მგზავრების საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხო ჩასხდომის ან იქიდან გადმოსხდომის შესაძლებლობა.
რომელი გაჩერებული ავტომობილის მძღოლს ენიჭება უპირატესობა ისრის მიმართულებით მოძრაობის დაწყების შემთხვევაში, თუ სამარშრუტო ავტობუსის მძღოლი დასახლებულ პუნქტში იწყებს მოძრაობას მონიშნული გაჩერებიდან?
1მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
2ავტობუსის მძღოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასახლებულ პუნქტში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობის გასაადვილებლად სხვა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა უნდა შეანელონ მოძრაობა და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდნენ, რათა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ შეძლოს გასაჩერებელი პუნქტიდან გამოსვლისთვის საჭირო მანევრის შესრულება. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია მოძრაობის განახლების განზრახვის შესახებ მოხვევის შუქ-მაჩვენებლით სიგნალის მიცემის შემდეგ მიიღოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებისთვის საჭირო სიფრთხილის ზომები და მოძრაობა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ სხვა სატრანსპორტო საშუალებები გზას უთმობენ.
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?
1მხოლოდ მობუქსირე ავტომობილის მძღოლს
2მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლს
3არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
4მხოლოდ ყვითელი ავტომობილს მძღოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სამი მოძრაობის ზოლის მქონე (გარდა 1.9 საგზაო მონიშვნისა) ორმხრივმოძრაობიან გზაზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ უნდა გადავიდეს სავალი ნაწილის განაპირა ზოლზე, სადაც საპირისპირო მიმართულების მოძრაობა ხორციელდება. თუ სამი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება, ამ ზოლზე გასვლა ნებადართულია მხოლოდ გასწრების, დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების მიზნით. ამავე კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.7 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.7 „მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილითა და მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას.
დაუსახლებელ პუნქტებში, იმ ორმხრივ მოძრაობიან გზაზე, რომელზეც არ არის გამყოფი ზოლი და ტროტუარი, სავარძელ-ეტლით მოძრავმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა გადაადგილების მიზნით უნდა დაიკავოს:
1სავალი ნაწილის მარცხენა მხარე
2სავალი ნაწილის მარჯვენა მხარე
3ნებისმიერი მოძრაობის ზოლი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუსახლებელ პუნქტში, იმ ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც არ აქვს გამყოფი ზოლი და ტროტუარი, ქვეითმა უნდა დაიკავოს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგო მხარეს მდებარე გვერდულა, ხოლო მისი არარსებობის ან გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში − გზის სავალი ნაწილის მარცხენა მხარე და გადაადგილდეს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოცემულ სიტუაციაში გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს მოძრაობის მიმართულებით გადაადგილება უფრო უსაფრთხოა), მაგრამ ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ხელით გადამყვანმა, აგრეთვე სავარძელ-ეტლით მოძრავმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა გადაადგილების მიზნით უნდა დაიკავონ გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარე.
საქართველოს ყველა გზაზე მოძრაობის მიმართულება დადგენილია:
1მარცხენა მხარეს
2მარჯვენა მხარეს
3როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა მხარეს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყველა გზაზე მოძრაობის მიმართულებად დადგენილია მარჯვენა მხარეს მოძრაობა.
თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ორი ან სამი სავალი ნაწილის მქონე გზაზე, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება:
1თანხვედრი მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე მოძრაობის ზოლის შეცვლა
2საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე გასვლა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ორი ან სამი სავალი ნაწილის მქონე გზაზე, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე გასვლა.
მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რაიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ:
1არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით
2არ შეუქმნის საფრთხეს მხოლოდ მის უკან ან გვერდზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით.
ჩამოთვლილთაგან რომელ ადგილზე არ არის აკრძალული სატრანსპორტო საშუალების მობრუნება:
1გზაჯვარედინზე
2გვირაბში
3რკინიგზის გადასასვლელზე
4ხიდზე, გზაგამტარზე, ესტაკადაზე და მათ ქვეშ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება: ბ) გვირაბში; გ) ხიდზე, გზაგამტარზე, ესტაკადაზე და მათ ქვეშ; დ) რკინიგზის გადასასვლელზე.
თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების წინ მიმავალი სატვირთო ავტომობილის მძღოლი აპირებს მარჯვნივ შეუხვიოს ვიწრო სავალი ნაწილის მქონე ქუჩაზე, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ:
1მხოლოდ გარემოება, რომ ქვეითებისათვის გზის დათმობის გამო ის შეიძლება გაჩერდეს მოხვევის შესრულების დროს
2მხოლოდ გარემოება, რომ ის მკვეთრად შეამცირებს სიჩქარეს
3მხოლოდ გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალების დიდი მოხვევის რადიუსის გამო ის უშუალოდ მოსახვევის წინ შეიძლება გადაადგილდეს მარცხნივ
4რომ შეიძლება წარმოიშვას ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
კანონის ახსნა
თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების წინ მიმავალი სატვირთო ავტომობილის მძღოლი აპირებს მარჯვნივ შეუხვიოს ვიწრო სავალი ნაწილის მქონე ქუჩაზე თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, რომ სატრანსპორტო საშუალების დიდი მოხვევის რადიუსის გამო ის უშუალოდ მოსახვევის წინ შეიძლება გადაადგილდეს მარცხნივ, ასევე შეიძლება მკვეთრად შეამციროს სიჩქარე და გადამავალი ქვეითების გზის დათმობის გამო შეიძლება გაჩერდეს მოხვევის შესრულების დროს.
ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელ შემთხვევაში არ უნდა მისცეს მძღოლმა მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალი მანევრის დაწყებამდე?
1მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის უკან არ მოძრაობს სხვა სატრანსპორტო საშუალება
2მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიგნალმა შეიძლება შეაცდინოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები
3ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მანევრის დაწყებამდე მძღოლი ვალდებულია ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი, ხოლო თუ ის არ არის ან გამოსულია მწყობრიდან − ანიშნოს ხელით. მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარცხენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარჯვენა ხელი. მარჯვნივ მოხვევის სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარჯვენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარცხენა ხელი. დამუხრუჭების სიგნალს შეესაბამება ზემოთ ვერტიკალურად აწეული მარცხენა ან მარჯვენა ხელი. მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალი მიცემული უნდა იქნეს დროულად, მანევრის დაწყების წინ და უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, მისი დასრულებისთანავე (სიგნალის ხელით მიცემა შეიძლება შეწყდეს უშუალოდ მანევრის დაწყების წინ). ამასთანავე, სიგნალმა არ უნდა შეაცდინოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები.
პრაქტიკული ნაწილი
გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს
48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.