საგზაო მონიშვნა

19 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ჰორიზონტალური და ვერტიკალური მონიშვნა, მისი პრიორიტეტი ნიშნებთან.

ბილეთი #400 საგზაო მონიშვნა

თუ უსაფრთხოების კუნძული, ტუმბო ან მოწყობილობა განლაგებულია ორმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის ღერძზე, მძღოლმა მას უნდა შემოუაროს:

  1. 1 მხოლოდ მარცხენა მხრიდან
  2. 2 მარჯვენა, ან მარცხენა მხრიდან
  3. 3 მხოლოდ მარჯვენა მხრიდან
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-17 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მძღოლს შეუძლია მარჯვნიდან ან მარცხნიდან შემოუაროს იმ სავალ ნაწილზე დაყენებულ უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას, რომელზედაც იგი მოძრაობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უსაფრთხოების კუნძული, ტუმბო ან სხვა მოწყობილობა ორმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის ღერძზეა განლაგებული. ამ შემთხვევაში მძღოლმა უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას მხოლოდ მარჯვენა მხრიდან უნდა შემოუაროს.
ბილეთი #876 საგზაო მონიშვნა

თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა არ რეგულირდება არც საგზაო შუქნიშნით და არც მარეგულირებლის მეშვეობით, მძღოლმა ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოებისას:

  1. 1 უნდა მისცეს ხმოვანი სიგნალი და გაიაროს ქვეითთა გადასავლელი შეუჩერებლად
  2. 2 სათანადოდ უნდა შეამციროს სიჩქარე, რათა საფრთხე არ შეუქმნას ამ გადასასვლელზე შესულ ან შემავალ ქვეითებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს ქვეითები
  3. 3 როგორც ქვეითების მიმართ უპირატესობის მქონემ, უფლება აქვს გაიაროს ქვეითთა გადასასვლელი ნებისმიერი სიჩქარით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქვეითთა გადასასვლელზე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები: ბ) თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა არ რეგულირდება არც საგზაო შუქნიშნით და არც მარეგულირებლის მეშვეობით, მძღოლმა ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოებისას სათანადოდ უნდა შეამციროს სიჩქარე, რათა საფრთხე არ შეუქმნას ამ გადასასვლელზე შესულ ან შემავალ ქვეითებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს ქვეითები.
ბილეთი #877 საგზაო მონიშვნა

მძღოლებმა, რომლებიც მოძრაობის მიმართულების შესაბამისი მხრიდან სათანადო წესით მონიშნულ გაჩერებაზე მყოფ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის გვერდის ავლას აპირებენ, უნდა:

  1. 1 გაჩერდნენ გვერდულასთან და არ დაიძრან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გაგრძელებამდე
  2. 2 შეამცირონ სიჩქარე და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდნენ, რათა უზრუნველყონ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების უსაფრთხო ჩასხდომის ან გადმოსხდომის შესაძლებლობა
  3. 3 გაზარდონ სიჩქარე, რათა სწრაფად გაიარონ და არ შეაფერხონ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომის პროცესი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მძღოლმა, რომელიც მოძრაობის მიმართულების შესაბამისი მხრიდან სათანადო წესით მონიშნულ გაჩერებაზე მყოფი სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის გვერდის ავლას აპირებს, უნდა შეამციროს სიჩქარე და, აუცილებლობის შემთხვევაში, გაჩერდეს, რათა უზრუნველყოს მგზავრების საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხო ჩასხდომის ან იქიდან გადმოსხდომის შესაძლებლობა.
ბილეთი #948 საგზაო მონიშვნა

შესაბამისი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების არარსებობის შემთხვევაში, ურელსო სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობისათვის ზოლების რაოდენობა განისაზღვრება:

  1. 1 ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მიერ
  2. 2 თვით მძღოლის მიერ, სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტებისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალის გათვალისწინებით
  3. 3 კონონით, რომლის თანახმად ასეთი სახის გზა ითვლება ცალხმრივ მოძრაობიან გზად
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის მოძრაობის ზოლების რაოდენობა განისაზღვრება საგზაო მონიშვნით ან/და 5.15.1, 5.15.2, 5.15.7 და 5.15.8 საგზაო ნიშნებით, ხოლო მისი/მათი არარსებობის შემთხვევაში – თვით მძღოლის მიერ, გზის სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტებისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალის გათვალისწინებით.
ბილეთი #952 საგზაო მონიშვნა

ორმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის ღერძზე განლაგებულ უსაფრთხოების კუნძულს ან ტუმბოს მძღოლმა უნდა შემოუაროს:

  1. 1 მარჯვენა ან მარცხენა მხრიდან
  2. 2 მხოლოდ მარცხენა მხრიდან
  3. 3 მხოლოდ მარჯვენა მხრიდან
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-17 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მძღოლს შეუძლია მარჯვნიდან ან მარცხნიდან შემოუაროს იმ სავალ ნაწილზე დაყენებულ უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას, რომელზედაც იგი მოძრაობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა: ბ) უსაფრთხოების კუნძული, ტუმბო ან სხვა მოწყობილობა ორმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის ღერძზეა განლაგებული. ამ შემთხვევაში მძღოლმა უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას მხოლოდ მარჯვენა მხრიდან უნდა შემოუაროს.
ბილეთი #1195 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1195 — სიტუაციის სურათი

მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშნებიდან (დაფებიდან) რომელი მიუთითებს მანძილს გზის მიღმა (მოშორებით) მდებარე ობიექტამდე?

  1. 1 მხოლოდ II და III
  2. 2 მხოლოდ I და IV
  3. 3 მხოლოდ IV
  4. 4 მხოლოდ III
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.1.3, 8.1,4 პუნქტების თანახმად, დაფები 8.1.3 და 8.1.4 „მანძილი ობიექტამდე” - მიუთითებს მანძილს გზის მიღმა (მოშორებით) მდებარე ობიექტამდე.
ბილეთი #1197 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1197 — სიტუაციის სურათი

მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშნებიდან (დაფებიდან) რომელი მიუთითებს გამაფრთხილებელი ნიშნებით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს, ან ამკრძალავი და საინფორმაციო–მაჩვენებელი ნიშნების მოქმედების ზონას?

  1. 1 მხოლოდ I და III
  2. 2 მხოლოდ I
  3. 3 მხოლოდ II
  4. 4 მხოლოდ IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.2.1 პუნქტის თანახმად, 8.2.1 „მოქმედების ზონა” - მიუთითებს მაფრთხილებელი ნიშნით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს, ან ამკრძალავი და საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნის მოქმედების ზონას.
ბილეთი #1207 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1207 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაციიდან, რომლის მოქმედება ვრცელდება სახიფათო ტვირთის გადამტან სატვირთო ავტომობილზე ნებისმიერი სახის მისაბმელით?

  1. 1 მხოლოდ II
  2. 2 მხოლოდ I და II
  3. 3 მხოლოდ I, II და III
  4. 4 მხოლოდ III
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.4.1-8.4.8 პუნქტისა და ამავე პუნქტის შენიშვნის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, დაფები 8.4.1–8.4.8. „სატრანსპორტო საშუალების სახეობა“ − მიუთითებს იმ სატრანსპორტო საშუალების სახეობას, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის მოქმედება. შენიშვნა: დაფები ნიშნის მოქმედებას ავრცელებენ: ა) 8.4.1 − სატვირთო ავტომობი¬ლზე (მისაბმელით ან მის გარეშე), რომლის ნებადართული მაქსიმალუ¬რი მასა 3,5 ტ-ზე მეტია; ბ) 8.4.2 – სატვირთო ავტომობილზე ან ტრაქტორზე ნებისმიერი სახეობის მისაბმელით და ნახევარმისაბმელით, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მაბუქსირებელ სატრანსპორტო საშუალებაზე; დ) 8.4.8 – საცნობი ნიშნით „სახიფათო ტვირთი“ აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე.
ბილეთი #1209 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1209 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაციიდან, რომლის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ საცნობი ნიშნით „სახიფათო ტვირთი” აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებებზე?

  1. 1 მხოლოდ IV
  2. 2 მხოლოდ I და III
  3. 3 მხოლოდ II
  4. 4 მხოლოდ I
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.4.1-8.4.8 პუნქტებისა და ამავე პუნქტის შენიშვნის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაფები 8.4.1–8.4.8 „სატრანსპორტო საშუალების სახეობა” - მიუთითებს იმ სატრანსპორტო საშუალების სახეობას, რომლებზედაც ვრცელდება ნიშნის მოქმედება. დაფა 8.4.8 ნიშნის მოქმედებას ავრცელებს საცნობი ნიშნით „სახიფათო ტვირთი” აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებაზე.
ბილეთი #1217 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1217 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაცია, სველი სავალი ნაწილის საფარის შემთხვევაში:

  1. 1 მიუთითებს რეკომენდებულ მოძრაობის სიჩქარეს გზის მოცემულ მონაკვეთზე
  2. 2 მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ 50 კმ/სთ ან მეტი სიჩქარით
  3. 3 კრძალავს მოძრაობას 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის 3.24 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.24. „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ − კრძალავს მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულზე მეტი სიჩქარით (კმ/სთ). ამავე დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.16 პუნქტის თანახმად, დაფა 8.16 „სველი საფარი” - მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება დროის იმ პერიოდში, როცა სავალი ნაწილის საფარი სველია. გამოიყენება 1.16, 3.20, 3.22 და 3.24 ნიშნებთან ერთად.
ბილეთი #1248 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1248 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, რომელ მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალების მობრუნება?

  1. 1 არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
  2. 2 მხოლოდ მოტოციკლის მძღოლს
  3. 3 მხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.11 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.11 ყოფს საპირისპირო ან იმავე მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზის მონაკვეთზე, სადაც გადაჯგუფება ნებადართულია მხოლოდ ერთი ზოლიდან; აღნიშნავს მობრუნების ადგილს, სადგომი მოედნიდან გამოსასვლელსა და შესასვლე¬ლს და ა. შ., სადაც მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ერთ მხარეს. 1.11 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია წყვეტილი ხაზის მხრიდან, ასევე უწყვეტი ხაზის მხრიდან, მაგრამ მხოლოდ გასწრების ან შემოვლის დამთავრებისას.
ბილეთი #1249 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1249 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, რომელ მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით ავტომობილის მობრუნება?

  1. 1 მხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლს
  2. 2 არცერთი ავტომობილის მძღოლს
  3. 3 მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.11 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.5. ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ორი ან სამი ზოლი აქვს; აღნიშნავს მოძრაობის ზოლის საზღვარს ერთი მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილი ორი ან ორზე მეტი ზოლის არსებობისას. 1.5 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.
ბილეთი #1254 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1254 — სიტუაციის სურათი

გზის სავალ ნაწილზე დატანილი წარწერები აღნიშნავენ:

  1. 1 გზის (მარშრუტის) ნომერს
  2. 2 შესაბამისი ნომრის სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილ მოძრაობის ზოლებს
  3. 3 მანძილს უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.22 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.22 აღნიშნავს გზის (მარშრუტის) ნომერს.
ბილეთი #1255 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1255 — სიტუაციის სურათი

გზის სავალ ნაწილზე დატანილი ყვითელი მონიშვნა აღნიშნავს:

  1. 1 ხაგრძლივი დასვენებისთვის დგომის ადგილს
  2. 2 სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისა და ტაქსის სადგომს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.17 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.17 ყვითელი ხაზი აღნიშნავს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილს და ტაქსის სადგომს.
ბილეთი #1256 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1256 — სიტუაციის სურათი

გზის სავალ ნაწილზე დატანილი განივი მონიშვნა აღნიშნავს ადგილს, სადაც:

  1. 1 ქვეითთა ბილიკი კვეთს გზის სავალ ნაწილს
  2. 2 საველოსიპედო ბილიკი კვეთს გზის სავალ ნაწილს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.15 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.15 აღნიშნავს ადგილს, სადაც ველობილიკი კვეთს გზის სავალ ნაწილს.
ბილეთი #1257 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1257 — სიტუაციის სურათი

გზის სავალ ნაწილზე დატანილი ორმაგი წყვეტილი ხაზი აღნიშნავს:

  1. 1 ადგილს, სადაც მძღოლი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გაჩერდეს
  2. 2 გზაჯვარედინზე საველოსიპედო ბილიკებს
  3. 3 რევერსულად მოწესრიგებული მოძრაობის ზოლების საზღვრებს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.9 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.9 აღნიშნავს რევერსულად მოწესრიგებული მოძრაობის ზოლის საზღვარს; ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს (როდესაც გამორთულია რევერსული შუქნიშანი) გზაზე, რომელიც რევერსულად წესრიგდება.
ბილეთი #1259 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1259 — სიტუაციის სურათი

გზის სავალ ნაწილზე დატანილი წარწერა “BUS” აღნიშნავს სპეციალურ ზოლს, რომელიც განკუთვნილია:

  1. 1 ველოსიპედებისა და მოპედებისათვის
  2. 2 ნელმავალი სატრანსპორტო საშუალებებისათვის
  3. 3 სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.23 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.23 აღნიშნავს სპეციალურ ზოლს, რომელიც განკუთვნილია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის.
ბილეთი #1260 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1260 — სიტუაციის სურათი

გზის სავალ ნაწილზე საგზაო მოძრაობის ზოლის შუაში დატანილი ისრის ფორმის მონიშვნა აფრთხილებს:

  1. 1 სახიფათო მოსახვევიან გზის მონაკვეთთან მიახლოების თაობაზე
  2. 2 სავალი ნაწილის შევიწროებასთან, მონაკვეთთან, სადაც მცირდება მოცემული მიმართულებით მოძრაობის ზოლების რაოდენობა მიახლოების შესახებ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.19 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.19 იძლევა გაფრთხილებას სავალი ნაწილის შევიწროებასთან, იმ მონაკვეთთან, სადაც მცირდება მოცემული მიმართულებით მოძრაობის ზოლების რაოდენობა, ან საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ 1.1 ან 1.11 მონიშვნასთან მიახლოების თაობაზე. 1.19 მონიშვნა პირველ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს 1.21.1–1.21.3 ნიშნებთან ერთად.
ბილეთი #1261 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1261 — სიტუაციის სურათი

ხიდზე დახაზული ვერტიკალური მონიშვნა აღნიშნავს:

  1. 1 გზის სავალი ნაწილზე მოძრაობის ზოლების რაოდენობას
  2. 2 გვირაბის, ხიდის და გზაგამტარის და სხვა ნაგებობათა ელემენტების ქვედა ნაპირს, რომლებიც განთავსებულნი არიან 5 მ-ზე ნაკლებ სიმაღლეზე გზის სავალი ნაწილიდან და რომელთა ქვეშ მთლიანად ან ნაწილობრივ გადის გზის სავალი ნაწილი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის მე-2 თავის (ვერტიკალური მონიშვნა) 2.2 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 2.2 - აღნიშნავს გვირაბის, ხიდის, გზაგამტარისა და სხვა ნაგებობის ელემენტის ქვედა ნაპირს, რომელიც განთავსებულია გზის სავალი ნაწილიდან 5 მეტრზე ნაკლებ სიმაღლეზე და რომლის ქვეშ მთლიანად ან ნაწილობრივ გადის გზის სავალი ნაწილი.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.