სასწავლო სვლა

20 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ვის შეუძლია სწავლება, სად იკრძალება სასწავლო სვლა და ნიშნის მოთხოვნა.

ბილეთი #693 სასწავლო სვლა
ბილეთი #693 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებებით, აგრეთვე იმ სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომლის საერთო ფაქტობრივი მასა აღემატება ნიშანზე მითითებულს
  2. 2 კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის ფაქტობრივი დატვირთვა რომელიმე ღერძზე აღემატება ნიშანზე აღნიშნულს
  3. 3 კრძალავს სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას, ნიშანზე აღნიშნულზე ნაკლები დისტანციით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.11 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.11 „მასის შეზღუდვა” - კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა საერთო ფაქტობრივი მასა აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.
ბილეთი #705 სასწავლო სვლა
ბილეთი #705 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:

  1. 1 სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულზე ნაკლები დისტანციით
  2. 2 მსუბუქი ავტომობილების მოძრაობას 70 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით
  3. 3 ერთ რიგში მსუბუქი ავტომობილების მოძრაობას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.16 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.16 „მინიმალური დისტანციის შეზღუდვა” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულ მანძილზე ნაკლები დისტანციით.
ბილეთი #709 სასწავლო სვლა
ბილეთი #709 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 კრძალავს ქვეითთა მოძრაობას გზაზე არსებული საფრთხის გამო
  2. 2 კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შემდგომ მოძრაობას, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ან სხვა საფრთხის გამო
  3. 3 ავალდებულებს მძღოლებს გადაადგილდენ მაქსიმალური სიფრთხილით, არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარისა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.17.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.17.2 „საფრთხე” - კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შემდგომ მოძრაობას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ან სხვა საფრთხის გამო.
ბილეთი #713 სასწავლო სვლა
ბილეთი #713 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მობრუნებას
  2. 2 კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარჯვნივ მოხვევას
  3. 3 ავალდებულებს მძღოლს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.18.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.18.1 „მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია” - კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარჯვნივ მოხვევას.
ბილეთი #717 სასწავლო სვლა
ბილეთი #717 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევას
  2. 2 ავალდებულებს მძღოლს, იმოძრაოს მხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით
  3. 3 კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მობრუნებას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.19 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.19 „მობრუნება აკრძალულია” - კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მობრუნებას.
ბილეთი #719 სასწავლო სვლა
ბილეთი #719 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:

  1. 1 კრძალავს ნებისმიერი სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა)
  2. 2 მსუბუქი ავტომობილისაგან განსხვავებული სხვა სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას
  3. 3 ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების გასწრებას, მიუხედავად მისი სიჩქარისა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.20 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.20 „გასწრება აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრან¬სპორ¬ტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა). ნებადართულია გასწრება უეტლო მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედის შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადაუსვლელად.
ბილეთი #725 სასწავლო სვლა
ბილეთი #725 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 მიუთითებს ხმოვანი სიგნალის მიცემის ამკრძალავი საგზაო ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს
  2. 2 აღნიშნავს გზის მინაკვეთს, რომელზედაც აკრძალულია მიტინგებისა და მანიფესტაციების მოწყობა
  3. 3 კრძალავს ხმოვანი სიგნალით სარგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სიგნალი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.26 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.26 „ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია” - კრძალავს ხმოვანი სიგნალით სარგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სიგნალი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად.
ბილეთი #727 სასწავლო სვლა
ბილეთი #727 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 კრძალავს ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების გასწრებას
  2. 2 აღნიშნავს საგზაო ნიშნის 3.20-ის (გასწრება აკრძალულია) მოქმედების ზონის დასასრულს
  3. 3 კრძალავს ხმოვანი სიგნალით სარგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სიგნალი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.21 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.21 „გასწრების აკრძალვის დასასრული” - აღნიშნავს საგზაო ნიშნის 3.20-ის („გასწრება აკრძალულია”) მოქმედების ზონის დასასრულს.
ბილეთი #733 სასწავლო სვლა
ბილეთი #733 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 კრძალავს სატრანსპორტო საშუალების, როგორც გაჩერებას, ასევე დგომას
  2. 2 კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას, მაგრამ არ კრძალავს სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას
  3. 3 კრძალავს სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, მაგრამ არ კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.27 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.27 „გაჩერება აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების, როგორც გაჩერებას, ისე დგომას.
ბილეთი #744 სასწავლო სვლა
ბილეთი #744 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე?

  1. 1 მხოლოდ I
  2. 2 მხოლოდ II
  3. 3 მხოლოდ III
  4. 4 სამივე საგზაო ნიშნის
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება: გ.ა) 3.1–3.3, 3.18.1, 3.18.2, 3.19, 3.27 ნიშნებისა – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. სურათზე ნაჩვენები საგზაო ნიშნებია: 3.1 „შესვლა აკრძალულია”, 3.2 „მოძრაობა აკრძალულია” და 3.3 „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია”.
ბილეთი #747 სასწავლო სვლა
ბილეთი #747 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე?

  1. 1 მხოლოდ I და III
  2. 2 მხოლოდ II და IV
  3. 3 მხოლოდ II და III
  4. 4 მხოლოდ III და IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება: გ.ა) 3.1–3.3, 3.18.1, 3.18.2, 3.19, 3.27 ნიშნებისა – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. სურათზე ნაჩვენები საგზაო ნიშნებია: 3.18.2 „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია”, 1.8 „წრიულიმოძრაობიანი გადაკვეთა”, 3.19 „მობრუნება აკრძალულია” და 1.33 „ხერგილი“.
ბილეთი #748 სასწავლო სვლა
ბილეთი #748 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე?

  1. 1 მხოლოდ I და III
  2. 2 მხოლოდ II და IV
  3. 3 მხოლოდ II, III და IV
  4. 4 მხოლოდ I და IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება: გ.ა) 3.1–3.3, 3.18.1, 3.18.2, 3.19, 3.27 ნიშნებისა – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. სურათზე ნაჩვენები საგზაო ნიშნებია: 3.20 „გასწრება აკრძალულია”, 3.3 „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია”, 3.19 „მობრუნება აკრძალულია” და 3.27 „გაჩერება აკრძალულია”.
ბილეთი #903 სასწავლო სვლა

სასწავლო სვლის განხორციელებისას ინსტრუქტორ-მასწავლებელი გათანაბრებულია:

  1. 1 მგზავრთან
  2. 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილთაგან არცერთთან
  3. 3 მძღოლთან
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 49-ე პუნქტის თანახმად, მძღოლი - ფიზიკური პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას. მძღოლთან გათანაბრებულია მეხრე, სასწავლო სვლის განხორციელებისას მძღოლთან გათანაბრებულია ინსტრუქტორ-მასწავლებელიც.
ბილეთი #1131 სასწავლო სვლა

სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა) ნებადართულია იმ გზებზე, რომელთა სიაც დადგენილი წესით მტკიცდება:

  1. 1 ინსტრუქტორ-მასწავლებლის გადაწყვეტილებით
  2. 2 ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების მიერ
  3. 3 მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულების ხელმძღვანელობის მიერ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა) ნებადართულია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დახურულ მოედანსა და ავტოდრომზე, აგრეთვე იმ გზებზე, რომელთა სიასაც დადგენილი წესით ამტკიცებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.
ბილეთი #1132 სასწავლო სვლა

პრაქტიკული მართვის სწავლებისათვის განკუთვნილი სასწავლო სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს:

  1. 1 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოწყობილობით
  2. 2 მხოლოდ საცნობი ნიშნით - „სასწავლო სატრანსპორტო საშუალება“
  3. 3 მხოლოდ ინსტრუქტორ-მასწავლებლისათვის განკუთვნილი გადაბმულობისა და მუხრუჭის დამატებითი სატერფულებით
  4. 4 მხოლოდ ინსტრუქტორ-მასწავლებლისათვის განკუთვნილი უკუხედვის სარკით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სასწავლო სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ხდება პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა), უნდა აღიჭურვოს ინსტრუქტორ-მასწავლებლისათვის განკუთვნილი გადაბმულობისა და მუხრუჭის დამატებითი სატერფულებით, აგრეთვე უკუხედვის სარკით. ასეთ სატრანსპორტო საშუალებაზე ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით უნდა დამაგრდეს საცნობი ნიშანი.
ბილეთი #1133 სასწავლო სვლა

სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის საწყისი ჩვევების შესწავლა დასაშვებია:

  1. 1 დასახლებული პუნქტის გარეუბანში
  2. 2 მხოლოდ დახურულ მოედანზე ან ავტოდრომზე
  3. 3 ნაკლები ინტესივობის ნებისმიერ გზაზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების თანახმად: 2. სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა) ნებადართულია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დახურულ მოედანსა და ავტოდრომზე, აგრეთვე იმ გზებზე, რომელთა სიასაც დადგენილი წესით ამტკიცებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. 4. გზაზე სასწავლო სვლა დასაშვებია მხოლოდ სასწავლო სატრანსპორტო საშუალებით ინსტრუქტორ-მასწავლებელთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ პირი ფლობს სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის საწყის ჩვევებს. ინსტრუქტორ-მასწავლებელს გზაზე სასწავლო სვლის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ პირმა (მოსწავლემ) საკმარისად აითვისა სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის საწყისი ჩვევები.
ბილეთი #1134 სასწავლო სვლა

გზაზე სასწავლო სვლა დასაშვებია:

  1. 1 ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით, მფლობელთან ერთად
  2. 2 როგორც სასწავლო სატრანსპორტო საშუალებით, ინსტრუქტორ-მასწავლებელთან ერთად, ასევე ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით, მფლობელთან ერთად
  3. 3 მხოლოდ სასწავლო სატრანსპორტო საშუალებით, ინსტრუქტორ-მასწავლებელთან ერთად
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გზაზე სასწავლო სვლა დასაშვებია მხოლოდ სასწავლო სატრანსპორტო საშუალებით ინსტრუქტორ-მასწავლებელთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ პირი ფლობს სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის საწყის ჩვევებს. ინსტრუქტორ-მასწავლებელს გზაზე სასწავლო სვლის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ პირმა (მოსწავლემ) საკმარისად აითვისა სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის საწყისი ჩვევები.
ბილეთი #1136 სასწავლო სვლა
ბილეთი #1136 — სიტუაციის სურათი

რომელი მიმართულებით არის აკრძალული სასწავლო ავტომობილის მოძრაობა, თუ საჭესთან ზის მოსწავლე?

  1. 1 მხოლოდ B მიმართულებით
  2. 2 როგორც A, ასევე B მიმართულებით
  3. 3 მხოლოდ A მიმართულებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე აკრძალულია სასწავლო სვლა.
ბილეთი #1137 სასწავლო სვლა
ბილეთი #1137 — სიტუაციის სურათი

აკრძალულია თუ არა სასწავლო ავტომობილის ისრის მიმართულებით მოძრაობა, თუ საჭესთან ზის მოსწავლე?

  1. 1 აკრძალულია
  2. 2 არ არის აკრძალული
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე და საცხოვრებელ ზონაში აკრძალულია გამჭოლი მოძრაობა, სასწავლო სვლა და ჩართული ძრავათი დგომა; ამასთანავე, ქვეითს უპირატესობა აქვს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ.
ბილეთი #1138 სასწავლო სვლა
ბილეთი #1138 — სიტუაციის სურათი

აკრძალულია თუ არა სასწავლო ავტომობილის ისრის მიმართულებით მოძრაობა, თუ საჭესთან ზის მოსწავლე?

  1. 1 აკრძალულია
  2. 2 არ არის აკრძალული
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე აკრძალულია სასწავლო სვლა.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.