მოძრაობის სიჩქარე

15 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

დასაშვები სიჩქარე დასახლებულ პუნქტში, გარეთ და ავტომაგისტრალზე.

ბილეთი #225 მოძრაობის სიჩქარე
ბილეთი #225 — სიტუაციის სურათი

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ ყველა სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს 100კმ/სთ სიჩქარით?

  1. 1 მხოლოდ სატვირთო ავტომობილისა და თეთრი მიკროავტობუსის მძღოლები
  2. 2 მხოლოდ მწვანე ავტომობილის მძღოლი
  3. 3 მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი
  4. 4 მხოლოდ თეთრი მიკროავტობუსის მძღოლი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტსა და დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია: ბ) „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა: ბ.ა) თუ ის არ ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 110 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით; დ) „C“ და „CE“ კატეგორიების, აგრეთვე „C1“ და „C1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა: დ.ა) ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით; ე) „D1“ და „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით.
ბილეთი #240 მოძრაობის სიჩქარე
ბილეთი #240 — სიტუაციის სურათი

ავტომაგისტრალზე „D1E“ ქვეკატეგორიის ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს არაუმეტეს:

  1. 1 60 კმ/სთ სიჩქარით
  2. 2 90 კმ/სთ სიჩქარით
  3. 3 80 კმ/სთ სიჩქარით
  4. 4 70 კმ/სთ სიჩქარით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტსა და დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია: „D1“ და „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით.
ბილეთი #243 მოძრაობის სიჩქარე
ბილეთი #243 — სიტუაციის სურათი

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილის მძღოლს ყვითელი ავტომობილის ბუქსირებისას დაუსახლებელ პუნქტში?

  1. 1 70 კმ/სთ სიჩქარით
  2. 2 50 კმ/სთ სიჩქარით
  3. 3 90 კმ/სთ სიჩქარით
  4. 4 60 კმ/სთ სიჩქარით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით.
ბილეთი #244 მოძრაობის სიჩქარე
ბილეთი #244 — სიტუაციის სურათი

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილის მძღოლს გზის ამ მონაკვეთზე?

  1. 1 90 კმ/სთ სიჩქარით
  2. 2 110 კმ/სთ სიჩქარით
  3. 3 60 კმ/სთ სიჩქარით
  4. 4 80 კმ/სთ სიჩქარით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტსა და დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია „D1“ და „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით.
ბილეთი #248 მოძრაობის სიჩქარე
ბილეთი #248 — სიტუაციის სურათი

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს „B“ კატეგორიის მაბუქსირებელი ავტომობილის მძღოლს დასახლებულ პუნქტში, გზის ამ მონაკვეთზე?

  1. 1 70 კმ/სთ სიჩქარით
  2. 2 90 კმ/სთ სიჩქარით
  3. 3 60 კმ/სთ სიჩქარით
  4. 4 50 კმ/სთ სიჩქარით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით.
ბილეთი #251 მოძრაობის სიჩქარე

ქვემოთ ჩამოთვლილი საგზაო პირობებიდან, რომელი უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შეცვლისას?

  1. 1 მხოლოდ გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა
  2. 2 მხოლოდ ატმოსფერული პირობები, აგრეთვე არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა
  3. 3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა საგზაო პირობა
  4. 4 მხოლოდ ადგილის რელიეფი და მოძრაობის ინტენსიურობა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შეცვლისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი დაბრკოლების წინ, რომლის განჭვრეტაც მას შეუძლია, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.
ბილეთი #354 მოძრაობის სიჩქარე

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლს დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში?

  1. 1 30 მკ/სთ სიჩქარით
  2. 2 20 მკ/სთ სიჩქარით
  3. 3 40 მკ/სთ სიჩქარით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისა მოძრაობა ყველა გზაზე, სადაც ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა დასაშვებია, არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით.
ბილეთი #493 მოძრაობის სიჩქარე

დღის ნათელ დროს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე ახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა სავალდებულოა:

  1. 1 სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის თანხვედრი მიმართულებით მოძრაობისას
  2. 2 ნებისმიერ გზაზე, ძირითადი ნაკადის როგორც საპირისპიროდ, ასევე თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისას
  3. 3 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
  4. 4 სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის საპირისპიროდ მოძრაობისას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით სავალდებულოა ახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე, სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისას.
ბილეთი #824 მოძრაობის სიჩქარე

ხიდის, ესტაკადის, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში გავლამდე, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია:

  1. 1 ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია
  2. 2 დარწმუნდეს სატრანსპორტო საშუალების გავლის უსაფრთხოებაში
  3. 3 გზა დაუთმოს მსუბუქი ავტომობილის მძღოლებს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ხიდის, ესტაკადის, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში ან სხვა მსგავს ადგილას გავლამდე ავტობუსის, სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია დარწმუნდეს სატრანსპორტო საშუალების გავლის უსაფრთხოებაში.
ბილეთი #898 მოძრაობის სიჩქარე

„კონსტრუქციული სიჩქარე” არის:

  1. 1 მოცემულ გზის მონაკვეთზე, სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი სიჩქარის მაქსიმალური ზღვარი
  2. 2 ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე
  3. 3 სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა”- მითითებული სიჩქარე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად, კონსტრუქციული სიჩქარე − ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე.
ბილეთი #982 მოძრაობის სიჩქარე

დღის ნათელ დროს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე, სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის საპირისპიროდ მოძრაობისას ჩართული უნდა იყოს:

  1. 1 საავარიო შუქსიგნალიზაცია
  2. 2 მხოლოდ წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეები
  3. 3 შორი განათების ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები
  4. 4 ახლო განათების ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით სავალდებულოა ახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა: ე) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე, სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისას.
ბილეთი #990 მოძრაობის სიჩქარე

დასაშვებია თუ არა სქელი ნისლის, ხშირი თოვის, ძლიერი წვიმის დროს ან ანალოგიურ პირობებში, გზაზე გაჩერების ან დგომის დროს, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებზე და მათი მისაბმელებზე, წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებთან ერთად დამატებით ჩართული იქნას ახლო განათების, წინა და უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები?

  1. 1 დასაშვებია
  2. 2 დაუშვებელია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დაბინდებიდან გათენებამდე, აგრეთვე ნებისმიერი სხვა არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, გზაზე გაჩერების ან დგომის დროს მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და მისი მისაბმელი აღნიშნული უნდა იყოს წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებით. სქელი ნისლის, ხშირი თოვის, ძლიერი წვიმის დროს ან ანალოგიურ პირობებში შეიძლება ჩართულ იქნეს ახლო განათების ფარები ან წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარები. ასეთ პირობებში უკანა საგაბარიტო სინათლეებთან ერთად დამატებით შეიძლება ჩართულ იქნეს უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები.
ბილეთი #992 მოძრაობის სიჩქარე

იმ საჭაპნო ტრანსპორტზე, რომლის სიგანე 1 მ-ს არ აღემატება, სავალდებულოა დაყენდეს:

  1. 1 სულ მცირე ერთი წინა თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე
  2. 2 წინ - ერთი თეთრი სინათლე და უკან - ერთი წითელი სინათლე
  3. 3 უკან, მარცხენა მხარეს, ან ცენტრში - ერთი შუქამრეკლი მოწყობილობა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ფარანი არ არის აუცილებელი იმ საჭაპანო ტრანსპორტისათვის, რომლის სიგანე 1 მეტრს არ აღემატება, მაგრამ ამ შემთხვევაში უკან, მარცხენა მხარეს, ან ცენტრში დაყენებული უნდა იყოს ერთი შუქამრეკლი მოწყობილობა.
ბილეთი #996 მოძრაობის სიჩქარე

სავალ ნაწილზე ღამის საათებში მოძრაობისას ქვეითთა ჯგუფებმა, რომლებსაც ხელმძღვანელები მეთაურობენ ან სვლით მიდიან, მარცხენა მხრიდან უნდა იქონიონ:

  1. 1 სულ მცირე ერთი თეთრი სელექციური სინათლე წინ და ერთი თეთრი სელექციური სინათლე უკან
  2. 2 სულ მცირე ერთი წითელი სელექციური სინათლე წინ და ერთი ყვითელი სინათლე უკან
  3. 3 სულ მცირე ერთი თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე წინ და ერთი წითელი სინათლე უკან ან ყვითელი შუქი წინ და უკან
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სავალ ნაწილზე ღამის საათებში მოძრაობისას: ა) ქვეითთა ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელი მეთაურობს ან რომელიც სვლით მიდის, მარცხენა მხრიდან უნდა იქონიოს სულ მცირე ერთი თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე წინ და სულ მცირე ერთი წითელი სინათლე უკან ან ყვითელი შუქი წინ და უკან.
ბილეთი #998 მოძრაობის სიჩქარე
ბილეთი #998 — სიტუაციის სურათი

რომელი გარე სანათი ხელსაწყოები უნდა ჩართოს ავტომობილის მძღოლმა განათებულ გვირაბში მოძრაობისას?

  1. 1 არცერთი
  2. 2 საავარიო შუქსიგნალიზაცია
  3. 3 საგაბარიტო სინათლეები
  4. 4 შორი ან ახლო განათების ფარები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბებში მოქმედებს შემდეგი წესები, მძღოლმა უნდა ჩართოს შორი ან ახლო განათების ფარები, მიუხედავად იმისა, განათებულია თუ არა გვირაბი.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.