მოლიპულ გზაზე, საჭის თვლის მკვეთრი მობრუნებით გამოწვეული მოცურების შესაწყვეტად ავტომობილის მძღოლმა, უნდა:
1გამორთოს გადაბმულობა
2ჩართული გადაბმულობით მდორედ დაამუხრუჭოს
3სწრაფად, მაგრამ მდორედ საჭის თვალი მოაბრუნოს მოცურების მხარეს, შემდეგ საჭის თვლით გაასწოროს ავტომობილის ტრაექტორია
კანონის ახსნა
მოლიპულ გზაზე, საჭის თვლის მკვეთრი მობრუნებით გამოწვეული მოცურების შესაწყვეტად ავტომობილი მძღოლმა, უნდა სწრაფად, მაგრამ მდორედ საჭის თვალი მოაბრუნოს მოვურების მხარეს, შემდეგ საჭის თვლით გაასწოროს ავტომობილის ტრაექტორია.
მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რომელ შემთხვევაშია მიზანშეწონილი გვერდითი ინტერვალის გაზრდა?
1მხოლოდ მაღალი სიჩქარით შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევისას
2ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
3მხოლოდ გრძელი სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევისას
4მხოლოდ სველი, მოლიპული ან უსწორმასწორო გზის მონაკვეთზე მოძრაობისას
კანონის ახსნა
მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გვერდითი ინტერვალის გაზრდა მიზანშეწონილია როგორც მაღალი სიჩქარით შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევისას, ასევე გრძელი სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევისას და სველი, მოლიპული ან უსწორმასწორო გზის მონაკვეთზე მოძრაობისას.
მოძრაობის საპირისპირო მიმართულების ზოლზე გადასვლით გასწრების მანევრის შესრულებისას, საავარიო სიტუაციის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ მძღოლი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აფასებს, როგორც:
1უფრო მეტს ვიდრე სინამდვილეშია
2უფრო ნაკლებს ვიდრე სინამდვილეშია
კანონის ახსნა
მოძრაობის საპირისპირო მიმართულების ზოლზე გადასვლით გასწრების მანევრის შესრულებისას, საავარიო სიტუაციის შექმნის ერთ-ერთ ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ მძღოლი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აფასებს, როგორცუფრო ნაკლებს ვიდრე სინამდვილეშია.
სწორ გზაზე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი სიჩქარით მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს მძღოლი აღიქვამს:
1როგორც სინამდვილეშია
2უფრო ნაკლებად, ვიდრე სინამდვილეშია
3უფრო მეტად, ვიდრე სინამდვილეშია
კანონის ახსნა
სწორ გზაზე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი სიჩქარით მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს მძღოლი აღიქვამს უფრო ნაკლებად, ვიდრე სინამდვილეშია.
ჩამოთვლილიდან რამ შეიძლება გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარის გაუარესება?
1ამ ბილეთში ჩამოთვლილმა ნებისმიერმა გარემოებამ
2მხოლოდ ალკოჰოლურმა, ნარკოტიკულმა ან ფსიქოტროპულმა თრობამ
3მხოლოდ იმ სამკურნალო პრეპარატის მიღებამ, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას
4მხოლოდ ძლიერმა დაღლილობამ ან უძილობამ
კანონის ახსნა
სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს როგორც იმ სამკურნალო პრეპარატის მიღებამ, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას, ასევე ძლიერმა დაღლილობამ ან უძილობამ და ალკოჰოლურმა, ნარკოტიკულმა ან ფსიქოტროპულმა თრობამ.
2მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი მანევრს იწყებს ისე, რომ არ რწმუნდება მის უსაფრთხოებაში
3მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი სათანადოდ არ იცავს დისტანციას ან გვერდით ინტერვალს სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ
კანონის ახსნა
საავარიო სიტუაციის წარმოქმნის საფრთხე იზრდება იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი სათანადოდ არ იცავს დისტანციას ან გვერდით ინტერვალს სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, ასევე თუ მძღოლი მანევრს იწყებს ისე, რომ არ რწმუნდება მის უსაფრთხოებაში.
ჩამოთვლილი გარემოებიდან, რომელი მიანიშნებს ძრავის კვების სისტემის გაუმართაობაზე ან ძრავის არასწორი რეგულირების შედეგად საწვავის ხარჯვის მკვეთრ მომატებაზე?
1მხოლოდ მაყუჩიდან ჟონვადი კონდენსირებული სითხე
2მხოლოდ მაყუჩიდან გამონაბოლქვი მძლავრი მუქი კვამლი
3ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
კანონის ახსნა
ჩამოთვლილი გარემოებიდან, ძრავის კვების სისტემის გაუმართაობაზე ან ძრავის არასწორი რეგულირების შედეგად საწვავის ხარჯის მკვეთრ მომატებაზე მიანიშნებს მაყუჩიდან გამონაბოლქვი მძლავრი მუქი კვამლი.
უკანა წამყვანღერძიანი ავტომობილის მძღოლი, რათა აიცილოს მოყინულ გზაზე მოძრაობისას უკანა ხიდის გვერდულად მოცურება უნდა მოერიდოს გადაბმულობის ქუროს სატერფულის მკვეთრ აშვებას და აქსელერატორის სატერფულის მკვეთრ დაჭერას.
რა ფუნქციას ასრულებს უსაფრთხოების ღვედი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს?
1მხოლოდ აღკვეთს მძღოლისა და მგზავრების ინერციით გადადგილებას, შესაბამისად მათ შეჯახებას სატრანსპორტო საშუალების ინტერიერის დეტალებზე და სხვა მგზავრებთან
2ასრულებს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა ფუნქციას
3მხოლოდ მძღოლსა და მგზავრებს აკავებს პოზიციაში, რომელიც უზრუნველყოფს აირბაგების (დამცავი ბალიშების) უსაფრთხოდ გახსნას
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს უსაფრთხოების ღვედი როგორც აღკვეთს მძღოლისა და მგზავრების ინერციით გადადგილებას, შესაბამისად მათ შეჯახებას სატრანსპორტო საშუალების ინტერიერის დეტალებზე და სხვა მგზავრებთან, ასევე მძღოლსა და მგზავრებს აკავებს პოზიციაში, რომელიც უზრუნველყოფს აირბაგების (დამცავი ბალიშების) უსაფრთხოდ გახსნას.
როგორ უნდა მოიქცეს მძღოლი მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემის (ABC) არ მქონე ავტომობილის დამუხრუჭებისას, რათა ავტომობილმა არ დაკარგოს მართვადობა?
1უნდა შეეცადოს მკვეთრად დააწვეს მუხრუჭის სატერფულს, რათა ამ გზით სწრაფად შეაჩეროს ავტომობილი
2დაამუხრუჭოს სამუხრუჭე სატერფულზე პულსირებულად დაჭერით, ამასთან ეცადოს არ გამოიწვის თვლების ბლოკირება
3დაამუხრუჭოს მხოლოდ ძრავით
4დაამუხრუჭოს მუშა მუხრუჭით, დამატებით სადგომი მუხრუჭის გამოყენებით
კანონის ახსნა
მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემის (ABC) არ მქონე ავტომობილის დამუხრუჭებისას, რათა ავტომობილმა არ დაკარგოს მართვადობა მძღოლმა უნდა დაამუხრუჭოს სამუხრუჭე სატერფულზე პულსირებულად დაჭერით, ამასთან ეცადოს არ გამოიწვის თვლების ბლოკირება.
როგორ უნდა მოიქცეს ავტობუსის მძღოლი, თუ ერთ-ერთი მგზავრი იქცევა აგრესიულად და აწუხებს სხვა მგზავრებს?
1მძღოლმა უნდა განუცხადოს მგზავრს, რომ აპირებს პოლიციაში დარეკვას, ხოლო თუ იგი გააგრძელებს აგრესიულად მოქცევას იძულებით ჩამოსვას ავტობუსიდან
2მძღოლმა სიმშვიდისკენ უნდა მოუწოდოს აგრესიულად განწყობილ მგზავრს და გააფრთხილოს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიძახებს პოლიციას. თუ მგზავრი არ დამშვიდდა და სიტუაცია ხდება საფრთხის შემცველი, მძღლმა უნდა დარეკოს პოლიციაში
3აგრესიული მგზავრის შეშინების მიზნით განახორციელოს მკვეთრი დამუხრუჭება
კანონის ახსნა
თუ ერთ-ერთი მგზავრი იქცევა აგრესიულად და აწუხებს სხვა მგზავრებს ავტობუსის მძღოლმა სიმშვიდისკენ უნდა მოუწოდოს აგრესიულად განწყობილ მგზავრს, და გააფრთხილოს რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიძახებს პოლიციას. თუ მგზავრი არ დამშვიდდა და სიტუაცია ხდება საფრთხის შემცველი, მძღლმა უნდა დარეკოს პოლიციაში.
როგორ უნდა მოიქცეს ავტობუსის მძღოლი, თუ მის წინ მიმავალი ავტომობილი უსაფუძვლოდ მოძრაობს მეტისმეტად დაბალი სიჩქარით?
1მაქსიმალურად მიუახლოვდეს უკნიდან, რათა აიძულოს იგი გაზარდოს სიჩქარე
2იმოძრაოს უსაფრთხო დისტანციაზე და ხმოვანი სიგნალის მიცემით მოსთხოვოს მას მოძრაობის შეფერხების შეწყვეტა
3უნდა გააგრძელოს მის უკან მოძრაობა მანამდე სანამ არ მიეცემა უსაფრთხოდ გასწრების შესაძლებლობა
კანონის ახსნა
თუ მის წინ მიმავალი ავტომობილი უსაფუძვლოდ მოძრაობს მეტისმეტად დაბალი სიჩქარით ავტობუსის მძღოლმა უნდა გააგრძელოს მის უკან მოძრაობა მანამდე სანამ არ მიეცემაა უსაფრთხოდ გასწრების შესაძლებლობა.
დღე-ღამის ბნელ დროს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის სიძლიერის შემცირების მიზნით, მძღოლისათვის მიზანშეწონილია:
1შეძლებისდაგვარად მიმართოს მზერა სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირის მხარეს
2განახორციელოს მკვეთრი დამუხრუჭება და გაიკეთოს მსუბუქად ტონირებული მზის სათვალე
3ჩართოს ავტომობილის სალონის განათება
კანონის ახსნა
დღე-ღამის ბნელ დროს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის სიძლიერის შემცირების მიზნით, მძღოლისათვის მიზანშეწონილია შეძლებისდაგვარად მიმართოს მზერა სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირის მხარეს.
1მგზავრისათვის მიყენებული ზიანისათვის, ასევე მისი ბარგის დაზიანების ან დაკარგვისათვის
2მხოლოდ მგზავრისათვის მიყენებული ზიანისათვის. მგზავრის ბარგის დაზიანებისათვის ან დაკარგვისათვის გადამზიდველს არ შეიძლება დაეკისროს პასუხიმგებლობა
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 669-ე მუხლის პირელი პუნქტის თანახმად, გადამზიდველი პასუხს აგებს მგზავრისათვის მიყენებული ზიანისათვის, ასევე მისი ბარგის დაზიანების ან დაკარგვისათვის.
ვალდებულია თუ არა პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს ტვირთის გადაზიდვასა და მგზავრთა გადაყვანას, დადოს გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება?
1ვალდებულია, თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი
2ასეთ ვალდებულებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 670-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს ტვირთის გადაზიდვასა და მგზავრთა გადაყვანას, ვალდებულია დადოს გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება, თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი.
პრაქტიკული ნაწილი
გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს
48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.