ბილეთი #306გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც საგზაო მოძრაობის წესებით დადგენილ შემთხვევებში უფლება აქვს შევიდეს ქვეითთა მოძრაობისათვის განკუთვნილ ადგილებში, ვალდებულია:
1მისცეს ხმოვანი სიგნალი და იმოძრაოს არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით
2გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე და იმოძრაოს დაბალი სიჩქარით, რათა აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს
3ჩართოს ახლო ნათების ფარები და ქვეითთა ყურადღების მისაპყრობად მისცეს ხმოვანი სიგნალი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში უფლება აქვს შევიდეს ქვეითთა მოძრაობისათვის განკუთვნილ ადგილებში, ვალდებულია გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე და იმოძრაოს დაბალი სიჩქარით, რათა აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.
ბილეთი #328გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
დასახლებული პუნქტის გაუნათებელ გზასა და დაუსახლებელი პუნქტის გზაზე ბავშვთა ჯგუფების გადაყვანა ნებადართულია:
1როგორც დღე-ღამის ბნელ, ასევე ნათელ დროს
2მხოლოდ დღე-ღამის ნათელ დროს
3მხოლოდ დღე-ღამის ბნელ დროს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დასახლებული პუნქტის გაუნათებელ გზასა და დაუსახლებელი პუნქტის გზაზე ბავშვთა ჯგუფების გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ დღე-ღამის ნათელ დროს.
ბილეთი #355გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
შეიძლება თუ არა, მოხვევის შუქ-მაჩვენებლის არარსებობის ან მისი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მძღოლის მიერ მანევრის შესრულების განზრახვის თაობაზე ხელით მიცემული სიგნალი შეწყდეს უშუალოდ მანევრის დაწყების წინ?
1შეიძლება
2არ შეიძლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მანევრის დაწყებამდე მძღოლი ვალდებულია ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი, ხოლო თუ ის არ არის ან გამოსულია მწყობრიდან − ანიშნოს ხელით. მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარცხენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარჯვენა ხელი. მარჯვნივ მოხვევის სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარჯვენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარცხენა ხელი. დამუხრუჭების სიგნალს შეესაბამება ზემოთ ვერტიკალურად აწეული მარცხენა ან მარჯვენა ხელი. მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალი მიცემული უნდა იქნეს დროულად, მანევრის დაწყების წინ და უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, მისი დასრულებისთანავე (სიგნალის ხელით მიცემა შეიძლება შეწყდეს უშუალოდ მანევრის დაწყების წინ). ამასთანავე, სიგნალმა არ უნდა შეაცდინოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები. მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალის მიცემა მძღოლს არ აძლევს უპირატესობას და არ ათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღების ვალდებულებისაგან.
ბილეთი #403გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, ჩართოს მარცხნივ მოხვევის შუქ-მაჩვენებელი ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1არ არის ვალდებული
2ვალდებულია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მანევრის დაწყებამდე მძღოლი ვალდებულია ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი, ხოლო თუ ის არ არის ან გამოსულია მწყობრიდან − ანიშნოს ხელით.
ბილეთი #410გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
მანევრის შესრულების განზრახვის თაობაზე მოხვევის შუქ-მაჩვენებლებით ან ხელით მიცემული სიგნალი მძღოლს:
1არ ანიჭებს უპირატესობას, არ ათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღებისაგან
2ათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღებისაგან
3ანიჭებს უპირატესობას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალის მიცემა მძღოლს არ აძლევს უპირატესობას და არ ათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღების ვალდებულებისაგან.
ბილეთი #411გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
მძღოლის მიერ მანევრის შესრულების განზრახვის თაობაზე, შესაბამისი მოხვევის შუქ-მაჩვენებლებით სიგნალი უნდა მიეცეს:
1დროულად, მანევრის დაწყების წინ და შეწყდეს დაუყოვნებლივ მისი დასრულებისთანავე
2მანევრის დაწყებისას და შეწყდეს მანევრის დასრულებამდე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალი მიცემული უნდა იქნეს დროულად, მანევრის დაწყების წინ და უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, მისი დასრულებისთანავე (სიგნალის ხელით მიცემა შეიძლება შეწყდეს უშუალოდ მანევრის დაწყების წინ). ამასთანავე, სიგნალმა არ უნდა შეაცდინოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები.
ბილეთი #538გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას ვალდებულია თუ არა მოპედის მძღოლი გზა დაუთმოს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას?
1არ არის ვალდებული
2ვალდებულია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, ხოლო გზიდან გადასვლისას – იმ ქვეითს, ველოსიპედის, კიდულძრავიანი ველოსიპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს, რომლებსაც გზას უჭრის.
ბილეთი #820გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
ჩართული გარე სანათი ხელსაწყოების ან ღია კარების მქონე გაჩერებული სატრანსპორტო საშუალებების გასწვრივ მოძრაობისას, მძღოლმა უნდა:
1შეამციროს სიჩქარე და ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია, რათა გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების უეცარი დაძვრის შემთხვევაში, დროულად უზრუნველყოს საფრთხის თავიდან აცილება
2მისცეს ხმოვანი სიგნალი და გაზარდოს სიჩქარე
3გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე, რათა აუცილებლობის შემთხვევაში, დროულად უზრუნველყოს გზაზე ქვეითთა და ბავშვების მოულოდნელი გამოჩენით წარმოშობილი საფრთხის თავიდან აცილება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, გზაზე გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების გასწვრივ მოძრაობისას მძღოლმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ჩართული გარე სანათი ხელსაწყოს ან ღია კარის მქონე სატრანსპორტო საშუალების მიმართ, რათა აუცილებლობის შემთხვევაში დროულად უზრუნველყოს გზაზე ქვეითთა და ბავშვების მოულოდნელი გამოჩენით წარმოშობილი საფრთხის თავიდან აცილება.
ბილეთი #830გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში, მძღოლმა უნდა:
1ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და შეამციროს დისტანცია მისი და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის
2შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია მისი და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის
3ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და იმოძრაოს სავალი ნაწილის უკიდურეს მარცხენა მხარეს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში მძღოლმა უნდა შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია თავის სატრანსპორტო საშუალებასა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის.
ბილეთი #927გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
მძღოლმა ხმოვანი სიგნალი შეიძლება გამოიყენოს:
1მხოლოდ დროული გაფრთხილებისთვის, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად
2ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარი შეხედულებით
3გზაჯვარედინზე უპირატესობის მოთხოვნისათვის
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხმოვანი სიგნალი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ: ა) საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილებისთვის, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად; ბ) დასახლებულ პუნქტებს გარეთ, როდესაც საჭიროა სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გაფრთხილება გასწრების განზრახვის შესახებ.
ბილეთი #930გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
მძღოლის მიერ მიცემული ხმოვანი სიგნალის ხანგრძლივობა:
1უნდა იყოს არა უმეტეს 3 წამისა
2უნდა იყოს არა უმეტეს 5 წამისა
3არ უნდა იყოს უფრო ხანგრძლივი, ვიდრე ეს აუცილებელია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხმოვანი სიგნალი არ უნდა იყოს უფრო ხანგრძლივი, ვიდრე ეს აუცილებელია.
ბილეთი #931გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
დღე-ღამის ნათელ დროს დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის თაობაზე სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
1ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვა
2ხმოვანი სიგნალი
3ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვა
4საავარიო შუქსიგნალიზაცია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის შესახებ სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება ჩაირთოს მანათობელი სიგნალი დღე-ღამის ნათელ დროს ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს – ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვით, დაუსახლებელ პუნქტში კი − ხმოვანი სიგნალის ნაცვლად ან მასთან ერთად.
ბილეთი #932გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
დღე-ღამის ბნელ დროს, დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის თაობაზე სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება გამოყენებული იქნეს:
1ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვა
2ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვა
3ხმოვანი სიგნალი
4საავარიო შუქსიგნალიზაცია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის შესახებ სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება ჩაირთოს მანათობელი სიგნალი დღე-ღამის ნათელ დროს ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს – ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვით, დაუსახლებელ პუნქტში კი − ხმოვანი სიგნალის ნაცვლად ან მასთან ერთად.
ბილეთი #933გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
დასაშვებია თუ არა გასწრების განზრახვის თაობაზე სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად ხმოვანი სიგნალის გამოყენება:
1დასაშვებია, მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში
2დაუშვებელია
3დასაშვებია, როგორც დასახლებულ, აგრეთვე დაუსახლებელ პუნქტებში
4დასაშვებია, მხოლოდ დასახლებულ პუნქტში
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხმოვანი სიგნალი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დასახლებულ პუნქტს გარეთ, როდესაც საჭიროა სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გაფრთხილება გასწრების განზრახვის შესახებ.
ბილეთი #934გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
ქვემოთ ჩამოთვლილ რომელ ადგილას არ არის ვალდებული მძღოლი მანევრის დაწყებამდე ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი?
1ეზოს ტერიტორიაზე
2საცხოვრებელ ზონაში
3ვალდებულია ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ ადგილას
4მიმდებარე ტერიტორიაზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მანევრის დაწყებამდე მძღოლი ვალდებულია ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი, ხოლო თუ ის არ არის ან გამოსულია მწყობრიდან − ანიშნოს ხელით.
ბილეთი #935გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
დაბინდებიდან გათენებამდე, ასევე ნებისმიერი სხვა არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, გზაზე გაჩერებისა ან დგომის დროს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები და მათი მისაბმელები აღნიშნული უნდა იყვნენ:
1ახლო განათების ფარებით
2წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარები
3შორი განათების ფარებით
4წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დაბინდებიდან გათენებამდე, აგრეთვე ნებისმიერი სხვა არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, გზაზე გაჩერების ან დგომის დროს მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და მისი მისაბმელი აღნიშნული უნდა იყოს წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებით.
ბილეთი #937გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
მოძრავ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ჩართული უნდა იყოს:
1მხოლოდ წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეები
2მხოლოდ ნისლსაწინააღმდეგო ფარები
3ახლო ან შორი განათების ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები
4მხოლოდ ახლო ან შორი განათების ფარები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დღე-ღამის ბნელ დროს, აგრეთვე არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრავ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, აგრეთვე მოპედზე ჩართული უნდა იყოს ახლო ან შორი განათების ფარა/ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები.
ბილეთი #968გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ან ვიწრო მიხვეულ-მოხვეულ გზებზე მოძრაობისას, ნისლსაწინააღმდეგო ფარების ჩართვა ხორციელდება:
1მხოლოდ წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებთან ერთად
2საავარიო შუქსიგნალიზაციასთან ერთად
3შორი ან ახლო განათების ფარებთან ერთად
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ან ვიწრო მიხვეულ-მოხვეულ გზებზე მოძრაობისას, ნისლსაწინააღმდეგო ფარები ირთვება შორი ან ახლო განათების ფარებთან ერთად.
ბილეთი #969გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
წინა საგაბარიტო სინათლეებით აღჭურვილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, ასეთი სინათლეები უნდა ჩაირთოს:
1შორი ან ახლო განათების ფარებთან ან წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებთან ერთად
2მხოლოდ შორი განათების ფარებთან ერთად
3მხოლოდ წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებთან ერთად
4მხოლოდ ახლო განათების ფარებთან ერთად
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, წინა საგაბარიტო სინათლეებით აღჭურვილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ასეთი სინათლეები უნდა ჩაირთოს შორი ან ახლო განათების ფარებთან ან წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებთან ერთად.
ბილეთი #973გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრავი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მისაბმელზე:
1ჩართული უნდა იყოს წინა საგაბარიტო სინათლეები (თუ მათ არსებობას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა) და არანაკლებ ორი უკანა საგაბარიტო სინათლე
2ჩართული უნდა იყოს მხოლოდ ერთი უკანა საგაბარიტო სინათლე
3დამაგრებული უნდა იყოს მხოლოდ სპეციალური შუქამრეკლი მოწყობილობა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დღე-ღამის ბნელ დროს, აგრეთვე არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრავ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, აგრეთვე მოპედზე ჩართული უნდა იყოს ახლო ან შორი განათების ფარა/ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები, ხოლო მისაბმელზე – წინა საგაბარიტო სინათლეები (თუ მათ არსებობას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა) და არანაკლებ ორი უკანა საგაბარიტო სინათლე.
პრაქტიკული ნაწილი
გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს
48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.