სამედიცინო დახმარება

53 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

პირველადი დახმარება შემთხვევის ადგილზე — სისხლდენა, მოტეხილობა, შოკი.

ბილეთი #970 სამედიცინო დახმარება

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება ხერხემლის დაზიანება მისი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს:

  1. 1 ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში, სწორ და მაგარ ზედაპირზე
  2. 2 მჯდომარე მდგომარეობაში, სწორ და მაგარ ზედაპირზე
  3. 3 გვერდზე მწოლიარე მდგომარეობაში, სწორ და მაგარ ზედაპირზე
კანონის ახსნა
ყველაზე საშიშია დაზიანებული ხერხემლით დაშავებულის ტრანსპორტირება. ხერხემლის ოდნავ გადაადგილებამ შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ტვინის გაწყვეტა, ამიტომ თუ ეჭვი გვეპარება დაშავებულის ხერხემლის დაზიანებაზე, აკრძალულია მისი დაჯდომა ან ფეხზე დგომა. უპირველეს ყოვლისა აუცილებელია დავაწვინოთ სწორ და მაგარ ზედაპირზე (ხის დაფა, ფიცარი და სხვა მსგავსი). იგივე საგნები გამოიყენება ტრანსპორტირებისათვის.
ბილეთი #1011 სამედიცინო დახმარება

არტერიული სისხლდენის დროს სიცოცხლისათვის საშიში სისხლის რაოდენობა შეიძლება დაიკარგოს:

  1. 1 10-15 წთ-ის შემდეგ
  2. 2 2-5 წთ-ის განმავლობაში
  3. 3 5-10 წთ-ის განმავლობაში
კანონის ახსნა
დაშავებულის სიცოცხლისათვის საშიში სისხლის რაოდენობა არტერიული სისხლდენის დროს შეიძლება დაიკარგოს 10-15 წთ-ის შემდეგ.
ბილეთი #1023 სამედიცინო დახმარება

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კანის საფარველისა და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანების შემთხვევაში, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, მას უნდა:

  1. 1 ჭრილობა გარშემო დამუშავდეს იოდის ხსნარით და დაედოს ბაქტერიციდული საფენი (მისი არ ქონის შემთხვევაში დაედოს სუფთა საფენი)
  2. 2 ჭრილობაზე მოესხას იოდის ხსნარი
  3. 3 კუნთოვანი ქსოვილი გათავისუფლდეს უცხო სხეულებისაგან და დაედოს ბაქტერიციდული საფენი
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კანის საფარველისა და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანების შემთხვევაში ჭრილობა უნდა დამუშავდეს გარშემო იოდის ხსნარით და დაედოს ბაქტერიციდული საფენი (მისი არ ქონის შემთხვევაში დაედოს სუფთა საფენი).
ბილეთი #1027 სამედიცინო დახმარება

როგორი სახის სახვევი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის წვივ-ტერფის სახსრის დაზიანებისას?

  1. 1 თავთავისებური
  2. 2 შურდულისებური
  3. 3 რვიანისებური
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის წვივ-ტერფის სახსრის დაზიანებისას გამოიყენება რვიანისებური სახვევი.
ბილეთი #1046 სამედიცინო დახმარება

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება ლავიწის ძვლის მოტეხილობა მისი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს:

  1. 1 ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში
  2. 2 მჯდომარე მდგომარეობაში
  3. 3 მუცელზე მწოლიარე მდგომარეობაში
  4. 4 გვერდზე მწოლიარე მდგომარეობაში
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ტრანსპორტირება ლავიწის ძვლის მოტეხილობის დროს უნდა მოხდეს მჯდომარე მდგომარეობაში.
ბილეთი #1051 სამედიცინო დახმარება

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის თავის ქალისა და ტვინის დაზიანების გამო გონების დაკარგვის შემთხვევაში, იგი უნდა:

  1. 1 დავაწვინოთ ზურგზე
  2. 2 დავაწვინოთ გვერდზე
  3. 3 დავსვათ
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის თავის ქალისა და ტვინის დაზიანების გამო, გონების დაკარგვის შემთხვევაში დაშავებული უნდა დავაწვინოთ გვერდზე.
ბილეთი #1054 სამედიცინო დახმარება

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს გოგირდის მჟავით დაზიანებული კანის უბნები უნდა:

  1. 1 გაეწმინდოს სპირტით
  2. 2 დაუმუშავდეს იოდის ხსნარით
  3. 3 გადაერეცხოს წყლის უხვი რაოდენობით
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს გოგირდის მჟავით დაზიანებული კანის უბნები უნდა გადაერეცხოს წყლის უხვი რაოდენობით.
ბილეთი #1062 სამედიცინო დახმარება

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს წვივის ძვლების მოტეხილობის დროს დაზიანებულ ფეხზე არტაშანი უნდა დაედოს:

  1. 1 გარე მხრიდან ტერფიდან მენჯამდე
  2. 2 ორივე მხრიდან ტერფიდან შუა ბარძაყამდე
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის წვივის ძვლების მოტეხილობის დროს დაშავებულ ფეხზე არტაშანი უნდა დაედოს ორივე მხრიდან ტერფიდან შუა ბარძაყამდე.
ბილეთი #1063 სამედიცინო დახმარება

აუცილებელია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კიდურებზე სისხლდენის შემჩერებელი ლახტის დადების ზუსტი დროის აღნიშვნა?

  1. 1 არ არის აუცილებელი
  2. 2 აუცილებელია
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის სისხლდენის შემაჩერებელი ლახტი დადება მიზანშეწონილია კიდურის იმ ნაწილში, სადაც მხოლოდ ერთი ძვალია (მხარი, ბარძაყი). ლახტი არ იდება უშუალოდ კანზე: მის ქვეშ აუცილებლად უნდა მოთავსდეს ბამბა, ნაჭერი, ტანსაცმელი. სწორად დადებისას ჭრილობიდან წყდება სისხლდენა, პერიფერიაზე ქრება პულსაცია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ლახტის დადების ზუსტი დრო.
ბილეთი #1064 სამედიცინო დახმარება

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის წვივის ძვლის დაზიანების შემთხვევაში არტერიული სისხლდენის შემაჩერებელი ლახტი უნდა დავადოთ:

  1. 1 ბარძაყზე
  2. 2 წვივზე, ჭრილობის ზემოთ
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის წვივის ძვლის დაზიანების შემთხვევაში არტერიული სისხლდენის შემაჩერებელი ლახტი უნდა დავადოთ ბარძაყზე.
ბილეთი #1071 სამედიცინო დახმარება

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებული არ სუნთქავს, მაგრამ აღენიშნება პულსი საძილე არტერიაზე, რამდენ ხანში ერთხელ უნდა შემოწმდეს პულსი?

  1. 1 ყოველ 2 წუთში
  2. 2 ყოველ 6 წუთში
  3. 3 ყოველ 5 წუთში
კანონის ახსნა
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებული არ სუნთქავს, მაგრამ აღენიშნება პულსი საძილე არტერიაზე, ყოველ 2 წუთში ერთხელ უნდა მოხდეს პულსის შემოწმება.
ბილეთი #1077 სამედიცინო დახმარება

ვალდებულია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი გაუწიოს პირველადი სამედიცინო დახმარება ავარიის შედეგად დაშავებულ პირს?

  1. 1 მხოლოდ იმ შემთხვევაში არ არის ვალდებული, თუ უზრუნველყოფს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას
  2. 2 არ არის ვალდებული
  3. 3 მხოლოდ იმ შემთხვევაში ვალდებულია, თუ იგი ექიმია
  4. 4 ვალდებულია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია: ე) მიიღოს საჭირო ზომები, რათა პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს, გამოიძახოს სასწრაფო სამე¬დი¬ცინო დახმარება, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაშავებული გაგზავნოს უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში გზად მიმავალი სხვა სატრანსპორტო საშუალებით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − თავად წაიყვანოს იგი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გადაყვანამ შეიძლება ზიანი მიაყენოს დაშავებულს.
ბილეთი #1078 სამედიცინო დახმარება

თუ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში ავარიის შედეგად დაშავებულების გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია:

  1. 1 შემთხვევის ადგილზე დაელოდოს საპატრულო პოლიციის უფლებამოსილ პირს და მხოლოდ მისი ნებართვის შემთხვევაში გადაიყვანოს დაშავებული სამკურნალო დაწესებულებაში
  2. 2 გაგზავნოს დაშავებული უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში გზად მიმავალი სხვა სატრანსპორტო საშუალებით და თუ ეს შეუძლებელია, თავად განახორციელოს აღნიშნული
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია: ე) მიიღოს საჭირო ზომები, რათა პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს, გამოიძახოს სასწრაფო სამე¬დი¬ცინო დახმარება, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაშავებული გაგზავნოს უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში გზად მიმავალი სხვა სატრანსპორტო საშუალებით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − თავად წაიყვანოს იგი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გადაყვანამ შეიძლება ზიანი მიაყენოს დაშავებულს.
ბილეთი #1079 სამედიცინო დახმარება

ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელ შემთხვევაში არ წარმოექმნება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლს ავარიის შედეგად დაშავებულის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ვალდებულება?

  1. 1 თუ მისი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების შემთხვევაში განადგურდება ნაკვალევი, რომელიც შესაძლოა სასარგებლო იყოს პასუხისმგებლობის დასადგენად
  2. 2 თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ მგზავრობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს დაშავებულს
  3. 3 თუ აშკარაა რომ მას (მძღოლს) არ მიუძღვის ბრალი ავარიის მოხდენაში
  4. 4 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია: ე) მიიღოს საჭირო ზომები, რათა პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს, გამოიძახოს სასწრაფო სამე¬დი¬ცინო დახმარება, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაშავებული გაგზავნოს უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში გზად მიმავალი სხვა სატრანსპორტო საშუალებით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − თავად წაიყვანოს იგი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გადაყვანამ შეიძლება ზიანი მიაყენოს დაშავებულს.
ბილეთი #1084 სამედიცინო დახმარება

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება ნეკნებისა და მკერდის ძვლის მოტეხილობა მისი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს:

  1. 1 გვერდზე დაწოლილ მდგომარეობაში
  2. 2 ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში
  3. 3 მჯდომარე ან ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ნეკნებისა და მკერდის ძვლის მოტეხილობის დროს დაშავებულის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს მჯდომარე ან ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში.
ბილეთი #1190 სამედიცინო დახმარება

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლად იგი უნდა:

  1. 1 დავსვათ ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში. თავი გადავუწიოთ უკან და ცხვირზე დავადოთ ცივი საფენი
  2. 2 დავსვათ ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში, თავი დავახრევინოთ მკერდისკენ და ცხვირზე დავადოთ ცივი საფენი
  3. 3 დავაწვინოთ გვერდზე, ცხვირზე დავადოთ ცივი საფენი
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლად დაშავებული უნდა დავსვათ ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში, მკერდისკენ თავის დახრით გამოვრიცხვთ სისხლის სასუნთქ ორგანოებში მოხვედრას. ცხვირზე ცივი საფენის დადებით ვცდილობთ სისხლდენის შეჩერებას.
ბილეთი #1251 სამედიცინო დახმარება

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ჭრილობის არსებობისას იოდის ხსნარი, როგორც სადეზინფექციო საშუალება, გამოიყენება:

  1. 1 ჭრილობის ნაპირებისა და მისი მიმდებარე კანის დასამუშავებლად
  2. 2 ჭრილობის მთელი ზედაპირის დასამუშავებლად
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ჭრილობის შემთხვევაში იოდის ხსნარი, როგორც სადეზინფექციო საშუალება გამოიყენება ჭრილობის ნაპირებისა და მისი მიმდებარე კანის დასამუშავებლად.
ბილეთი #1264 სამედიცინო დახმარება

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს თვალზე აღენიშნება ჭრილობა, იგი უნდა:

  1. 1 დავსვათ ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში. თავი გადავუწიოთ უკან და დაზიანებულ თვალზე დავადოთ სუფთა საფენი
  2. 2 დავაწვინოთ ზურგზე და წამოვუწიოთ თავი წინ. დაზიანებულ თვალზე დავადოთ სუფთა საფენი
  3. 3 დავაწვინოთ გვერდზე ჯანსაღი თვალის მხარეს. დაზიანებულ თვალზე დავადოთ სუფთა საფენი
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის თვალის ჭრილობის დროს დაშავებული უნდა დავაწვინოთ ზურგზე და თავი წამოვუწიოთ წინ. დაზიანებულ თვალზე უნდა დავადოთ სუფთა საფენი.
ბილეთი #1265 სამედიცინო დახმარება

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის იდაყვის ქვემოთ ხელის ძვლის დაზიანების შემთხვევაში არტერიული სისხლდენის შემაჩერებელი ლახტი უნდა დავადოთ:

  1. 1 ჭრილობის ზემოთ იდაყვამდე
  2. 2 იდაყვის ზემოთ, მხართან
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის იდაყვის ქვემოთ ხელის ძვლის დაზიანების შემთხვევაში არტერიული სისხლდენის შემაჩერებელი ლახტი უნდა დავადოთ იდაყვის ზემოთ, მხართან.
ბილეთი #1268 სამედიცინო დახმარება

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება ტრამვები თავის თმიან ადგილზე, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, მას უნდა:

  1. 1 კისერზე დაედოს იმპროვიზირებული ნახვევი, ჭრილობაზე სტერილური ბინტით დაედოს დამწოლი ნახვევი, დაშავებული დავაწვინოთ გვერდზე მუხლებში მოხრილი ფეხებით, თავზე მივადოთ ყინული ან ცივი საფენი
  2. 2 კისერზე დაედოს იმპროვიზირებული ნახვევი, ჭრილობაზე დაედოს სტერილური ბამბის ტამპონი, დაშავებული დავაწვინოთ ზურგზე
კანონის ახსნა
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება ტრაბმები თავის თმიან ადგილებზე, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, მას უნდა კისერზე დაედოს იმპროვიზირებული ნახვევი, ჭრილობაზე სტერილური ბინტით დაედოს დამწოლი ნახვევი, დაშავებული დავაწვინოთ გვერდზე მუხლებში მოხრილი ფეხებით, თავზე მივადოთ ყინული ან ცივი საფენი.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.