მოძრაობის უსაფრთხოება

103 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ღვედი, ალკოჰოლი, დაღლილობა, ამინდი, ქცევა ავარიის დროს.

ბილეთი #1696 მოძრაობის უსაფრთხოება

რა იგულისხმება, მძღოლის რეაქციის დროში?

  1. 1 აუცილებელი დრო აქსელერატორის სატერფულიდან მუხრუჭის სატერფულზე ფეხის გადატანისთვის
  2. 2 დრო საფრთხის აღმოჩენიდან სატრანსპორტო საშუალების სრულ გაჩერებამდე
  3. 3 დრო საფრთხის აღმოჩენიდან მისი თავიდან აცილებისათვის საჭირო ზომების მიღებამდე
კანონის ახსნა
მძღოლის რეაქციის დროში იგულისხმება - დრო საფრთხის აღმოჩენიდან მისი თავიდან აცილებისათვის საჭირო ზომების მიღებამდე.
ბილეთი #1697 მოძრაობის უსაფრთხოება

ნისლიან ამინდში სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მანძილს საგნებამდე აღვიქვამთ:

  1. 1 უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა
  2. 2 ისე, როგორც რეალურადაა
  3. 3 უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა
კანონის ახსნა
ნისლიან ამინდში სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მანძილს საგნებამდე აღვიქვამთ უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა.
ბილეთი #1727 მოძრაობის უსაფრთხოება

ავტომობილის დამუხრუჭებისას გამოცემული ლითონის ხმა და დამახასიათებელი ჭრიალი მიუთითებს:

  1. 1 პნევმატური სამუხრუჭო სისტემაში მომატებულ კონდესატის დონეზე
  2. 2 სამუხრუჭე ხუნდების გაცვეთაზე
  3. 3 მუხრუჭების არასათანადო რეგულირებაზე
  4. 4 პნევმატური სამუხრუჭო სისტემიდან ჰაერის გაჟონვაზე
კანონის ახსნა
ავტომობილის დამუხრუჭებისას გამოცემული ლითონის ხმა და დამახასიათებელი ჭრიალი მიუთითებს სამუხრუჭო ხუნდების გაცვეთაზე.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.