ბილეთების სრული სია

966 ოფიციალური ბილეთი — D1 კატეგორია, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ბილეთი #879 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

უპირატესობა (პრიორიტეტი) არის:

  1. 1 საგზაო მოძრაობის მონაწილის უფლება, სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებთან შედარებით პირველმა იმოძრაოს დასახული მიმართულებით
  2. 2 საგზაო მოძრაობის მონაწილის ვალდებულება არ განახორციელოს მანევრი, თუკი ეს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს იძულებულს გახდის უეცრად შეცვალოს სიჩქარე ან მიმართულება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 84-ე პუნქტის თანახმად, უპირატესობა (პრიორიტეტი) – საგზაო მოძრაობის მონაწილის უფლება, სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებთან შედარებით პირველმა იმოძრაოს დასახული მიმართულებით.
ბილეთი #880 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

„ავტობუსი’’ არის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია:

  1. 1 მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება
  2. 2 მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა 8-ს აღემატება
  3. 3 ტვირთის გადასაზიდად და რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 12 000 კგ-ს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტობუსი − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება.
ბილეთი #881 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

“ავტომატარებელი” არის:

  1. 1 სატვირთო ავტომობილის 750 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელთან (მისაბმელებთან) კომბინაცია
  2. 2 ავტობუსის 1200 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელთან (მისაბმელებთან) კომბინაცია
  3. 3 მსუბუქი ავტომობილის 750 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელთან (მისაბმელებთან) კომბინაცია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ავტომატარებელი − სატვირთო ავტომობილის 750 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელთან/მისაბმელებთან კომბინაცია.
ბილეთი #883 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

„არასაკმარის ხილვადობად“ ითვლება გვირაბში გავლისას, დღე-ღამის ბნელ დროს, ნისლის, წვიმის, თოვის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს, გზის ხილვადობის შემცირება:

  1. 1 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე
  2. 2 500 მეტრზე ნაკლებ მანძილზე
  3. 3 600 მეტრზე ნაკლებ მანძილზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, არასაკმარისი ხილვადობა – გვირაბში გავლისას, დღე-ღამის ბნელ დროს, ნისლის, წვიმის, თოვის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს გზის ხილვადობის 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე შემცირება.
ბილეთი #884 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

„გამყოფი ზოლი“ არის:

  1. 1 გზის ნაწილი, რომელიც ჩვეულებრივ ურელსო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის გამოიყენება
  2. 2 გრძივი საგზაო მონიშვნის საშუალებით მონიშნული ან მოუნიშნავი ნებისმიერი ზოლი იმ გრძივი ზოლებიდან, რომლებადაც შეიძლება დაიყოს გზის სავალი ნაწილი
  3. 3 კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს და არ არის განკუთვნილი მასზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, გამყოფი ზოლი – კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს და არ არის განკუთვნილი მასზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის.
ბილეთი #885 გასწრება და შემხვედრის გვერდის ავლა

„გასწრება“ ნიშნავს:

  1. 1 მეზობელ მოძრაობის ზოლში საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევას
  2. 2 დაკავებული ზოლიდან გამოსვლით, იმავე ზოლში თანხვდენილი მიმართულებით, წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრებას
  3. 3 თანხვედრი მიმართულებით მოძრაობის ზოლებში სატრანსპორტო საშუალების უფრო სწრაფ მოძრაობას, ვიდრე სავალი ნაწილის ნაპირთან ახლოს მდებარე ზოლებში მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გასწრება - დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანხვდენილი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება.
ბილეთი #886 გაჩერება და დგომა

„გაჩერება“ ნიშნავს:

  1. 1 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახულ შეწყვეტას სატრანსპორტო ნაკადში
  2. 2 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახულ შეწყვეტას 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის
  3. 3 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახულ შეწყვეტას საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებელის მოთხოვნათა გამო
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, გაჩერება − სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის. გაჩერებად არ ითვლება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა სატრანსპორტო ნაკადში, საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებლის მოთხოვნათა გამო.
ბილეთი #887 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

გარდა სავალი ნაწილისა, ქვემოთ ჩამოთვლილი რომელ ელემენტს შეიძლება მოიცავდეს გზა?

  1. 1 მხოლოდ ველობილიკს
  2. 2 მხოლოდ ტრამვაის ლიანდაგს და ტროტუარს
  3. 3 როგორც ტრამვაის ლიანდაგს, ასევე ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლსა და ველობილიკს
  4. 4 მხოლოდ გვერდულას და გამყოფ ზოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, გზა - მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთი სავალი ნაწილი, ისე რამოდენიმე, გამოყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული, ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს ტრამვაის ლიანდაგს, ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლსა და ველობილიკს.
ბილეთი #888 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

„გზაჯვარედინი“ არის:

  1. 1 სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილების კვეთა
  2. 2 ერთ დონეზე გზების კვეთა, შეერთება ან განშტოება, ასეთი კვეთით, შეერთებით ან განშტოებით წარმოქმნილი ტერიტორიების ჩათვლით
  3. 3 მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოსასვლელებისა და გზების კვეთა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, გზაჯვარედინი - ერთ დონეზე გზების კვეთა, შეერთება ან განშტოება, ასეთი კვეთით, შეერთებით ან განშტოებით წარმოქმნილი ტერიტორიების ჩათვლით. გზაჯვარედინად არ ითვლება მიმდებარე ტერიტორიებიდან გამომავალი გამოსასვლელების გზებთან კვეთა.
ბილეთი #890 სამედიცინო დახმარება

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის მენჯისა და ბარძაყის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში „სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ მოსვლამდე, იგი უნდა:

  1. 1 დავაწვინოთ გვერდზე დაუზიანებელ მხარეს, დავადოთ დაშავებულ ადგილზე ცივი საფენი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება
  2. 2 დავაწვინოთ ზურგზე მუხლებქვეშ ამოვუდოთ მჭიდროდ დახვეული საფენი ან ტანსაცმელი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება
კანონის ახსნა
მენჯისა და ბარძაყის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში „სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ მოსვლამდე დაშავებული უნდა დავაწვინოთ ზურგზე მუხლებ ქვეშ ამოვუდოთ მჭიდროდ დახვეული საფენი ან ტანსაცმელი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.
ბილეთი #891 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

„დასახლებული პუნქტი“ არის:

  1. 1 განაშენიანებული ტერიტორია, სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით
  2. 2 ნებისმიერი გზა, რომელიც განკუთვნილია ქვეითთა ინტენსიური მოძრაობისათვის
  3. 3 ნებისმიერი ტერიტორია, რომელზეც დასახლებულია ხალხი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, დასახლებული პუნქტი - განაშენიანებული ტერიტორია, სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით.
ბილეთი #892 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

„დატვირთული მასა“ არის:

  1. 1 ქარხანა-დამამზადებელის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე
  2. 2 მოცემულ დროის მონაკვეთში დატვირთული სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მძღოლისა და მგზავრების ჩათვლით
  3. 3 სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე, მაგრამ საწვავის სრული მარაგითა და ხელსაწყოების აუცილებელი კომპლექტით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-18 პუნქტის თანახმად, დატვირთული მასა (ფაქტობრივი მასა) - მოცემულ დროის მონაკვეთში დატვირთული სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მძღოლისა და მგზავრების ჩათვლით.
ბილეთი #893 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

„დაუტვირთავი მასა“ არის:

  1. 1 სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე
  2. 2 მოცემულ დროის მონაკვეთში დაუტვირთავი სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მძღოლისა და მგზავრების ჩათვლით
  3. 3 ქარხანა-დამამზადებელის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე, მაგრამ საწვავის სრული მარაგისა და ხელსაწყოების აუცილებელი კომპლექტის ჩათვლით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-19 პუნქტის თანახმად, დაუტვირთავი მასა (დაუტვირთავი წონა) - ქარხანა-დამამზადებელის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე, მაგრამ საწვავის სრული მარაგისა და ხელსაწყოების აუცილებელი კომპლექტის ჩათვლით.
ბილეთი #894 გაჩერება და დგომა

„დგომა“ ნიშნავს:

  1. 1 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახულ შეწყვეტას 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის
  2. 2 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტას 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-20 პუნქტის თანახმად, დგომა - სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის.
ბილეთი #895 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

„დღე-ღამის ბნელი დრო“ ნიშნავს:

  1. 1 დროის შუალედს გათენებიდან დაბინდებამდე
  2. 2 დროის შუალედს 18 საათიდან 24 საათამდე
  3. 3 დროის შუალედს დაბინდებიდან გათენებამდე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად, დღე-ღამის ბნელი დრო - დროის შუალედი დაბინდებიდან გათენებამდე.
ბილეთი #896 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

„ველობილიკი“ არის:

  1. 1 ველოსიპედით მოძრაობისათვის განკუთვნილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა ან გზის ნაწილი, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან
  2. 2 გზის სავალი ნაწილის ზოლი, რომელიც განკუთვნილია ველოსიპედით მოძრაობისათვის. ველოსიპედის მოძრაობის ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისაგან გრძივი საგზაო მონიშვნითაა გამოყოფილი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 23-ე პუნქტის თანახმად, ველოსიპედის ბილიკი (ველობილიკი) - ველოსიპედით მოძრაობისათვის განკუთვნილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა ან გზის ნაწილი, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან.
ბილეთი #897 საავარიო შუქური სიგნალიზაცია

„იძულებითი გაჩერება“ ნიშნავს:

  1. 1 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა სატრანსპორტო ნაკადში, საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებლის მოთხოვნათა გამო
  2. 2 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეწყვეტა მისი ტექნიკური გაუმართაობის, გადასაზიდი ტვირთის, მძღოლის (მგზავრის) მდგომარეობის ან გზაზე მოულოდნელად შექმნილი დაბრკოლებით განპირობებული საფრთხის გამო
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 26-ე პუნქტის თანახმად, იძულებით გაჩერება - სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეწყვეტა მისი ტექნიკური გაუმართაობის, გადასაზიდი ტვირთის, მძღოლის (მგზავრის) მდგომარეობის ან გზაზე მოულოდნელად შექმნილი დაბრკოლებით განპირობებული საფრთხის გამო.
ბილეთი #898 მოძრაობის სიჩქარე

„კონსტრუქციული სიჩქარე” არის:

  1. 1 სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა”- მითითებული სიჩქარე
  2. 2 ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე
  3. 3 მოცემულ გზის მონაკვეთზე, სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი სიჩქარის მაქსიმალური ზღვარი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად, კონსტრუქციული სიჩქარე − ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე.
ბილეთი #899 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

ჩამოთვლილიდან, რომელი შეიძლება გახდეს სატრანსპორტო საშუალებაზე უკნიდან შეჯახების მიზეზი?

  1. 1 მხოლოდ წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების უეცარი და მკვეთრი დამუხრუჭება
  2. 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
  3. 3 მხოლოდ მძღოლის უყურადღებობა
  4. 4 მხოლოდ წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებასთან არსათანადოდ დაცული დისტანცია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, რომელიც მიჰყვება სხვა სატრანსპორტო საშუალებას, უნდა დაიცვას სათანადო დისტანცია, რათა თავიდან აიცილოს შეჯახება მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მოულოდნელი დამუხრუჭების ან გაჩერების შემთხვევაში. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია აგრეთვე გვერდითი ინტერვალის დაცვა. ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გასწრებისას ყველაზე უფრო ხშირად საავარიო სიტუაცია იქმნება დისტანციის დაუცველობის და საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არასაკმარისი ყურადღების გამოჩენის გამო.
ბილეთი #900 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

„მიმდებარე ტერიტორია“ არის:

  1. 1 ტერიტორია, რომელიც უშუალოდ გზას ეკვრის და არ არის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გამჭოლი მოძრაობისათვის (ეზო, საცხოვრებელი მასივი, ავტოსადგომი, ბენზინგასამართი სადგური, დაწესებულება და სხვა)
  2. 2 ერთ დონეზე გზების კვეთა, შეერთება ან განშტოება, ასეთი კვეთით, შეერთებით ან განშტოებით წარმოქმნილი ტერიტორიების ჩათვლით
  3. 3 გზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის (გარდა ტროტუარისა, გვერდულისა, ველობილიკისა და ქვეითთა ბილიკისა)
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 38-ე პუნქტის თანახმად, მიმდებარე ტერიტორია - ტერიტორია, რომელიც უშუალოდ გზას ეკვრის და არ არის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გამჭოლი მოძრაობისათვის (ეზო, საცხოვრებელი მასივი, ავტოსადგომი, ბენზინგასამართი სადგური, დაწესებულება და სხვა)
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.