ბილეთების სრული სია

1452 ოფიციალური ბილეთი — B+C1 Mil კატეგორია, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ბილეთი #1132 სასწავლო სვლა

პრაქტიკული მართვის სწავლებისათვის განკუთვნილი სასწავლო სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს:

  1. 1 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოწყობილობით
  2. 2 მხოლოდ საცნობი ნიშნით - „სასწავლო სატრანსპორტო საშუალება“
  3. 3 მხოლოდ ინსტრუქტორ-მასწავლებლისათვის განკუთვნილი უკუხედვის სარკით
  4. 4 მხოლოდ ინსტრუქტორ-მასწავლებლისათვის განკუთვნილი გადაბმულობისა და მუხრუჭის დამატებითი სატერფულებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სასწავლო სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ხდება პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა), უნდა აღიჭურვოს ინსტრუქტორ-მასწავლებლისათვის განკუთვნილი გადაბმულობისა და მუხრუჭის დამატებითი სატერფულებით, აგრეთვე უკუხედვის სარკით. ასეთ სატრანსპორტო საშუალებაზე ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით უნდა დამაგრდეს საცნობი ნიშანი.
ბილეთი #1133 სასწავლო სვლა

სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის საწყისი ჩვევების შესწავლა დასაშვებია:

  1. 1 მხოლოდ დახურულ მოედანზე ან ავტოდრომზე
  2. 2 ნაკლები ინტესივობის ნებისმიერ გზაზე
  3. 3 დასახლებული პუნქტის გარეუბანში
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების თანახმად: 2. სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა) ნებადართულია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დახურულ მოედანსა და ავტოდრომზე, აგრეთვე იმ გზებზე, რომელთა სიასაც დადგენილი წესით ამტკიცებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. 4. გზაზე სასწავლო სვლა დასაშვებია მხოლოდ სასწავლო სატრანსპორტო საშუალებით ინსტრუქტორ-მასწავლებელთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ პირი ფლობს სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის საწყის ჩვევებს. ინსტრუქტორ-მასწავლებელს გზაზე სასწავლო სვლის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ პირმა (მოსწავლემ) საკმარისად აითვისა სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის საწყისი ჩვევები.
ბილეთი #1134 სასწავლო სვლა

გზაზე სასწავლო სვლა დასაშვებია:

  1. 1 მხოლოდ სასწავლო სატრანსპორტო საშუალებით, ინსტრუქტორ-მასწავლებელთან ერთად
  2. 2 ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით, მფლობელთან ერთად
  3. 3 როგორც სასწავლო სატრანსპორტო საშუალებით, ინსტრუქტორ-მასწავლებელთან ერთად, ასევე ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით, მფლობელთან ერთად
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გზაზე სასწავლო სვლა დასაშვებია მხოლოდ სასწავლო სატრანსპორტო საშუალებით ინსტრუქტორ-მასწავლებელთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ პირი ფლობს სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის საწყის ჩვევებს. ინსტრუქტორ-მასწავლებელს გზაზე სასწავლო სვლის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ პირმა (მოსწავლემ) საკმარისად აითვისა სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის საწყისი ჩვევები.
ბილეთი #1136 სასწავლო სვლა
ბილეთი #1136 — სიტუაციის სურათი

რომელი მიმართულებით არის აკრძალული სასწავლო ავტომობილის მოძრაობა, თუ საჭესთან ზის მოსწავლე?

  1. 1 მხოლოდ B მიმართულებით
  2. 2 მხოლოდ A მიმართულებით
  3. 3 როგორც A, ასევე B მიმართულებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე აკრძალულია სასწავლო სვლა.
ბილეთი #1137 სასწავლო სვლა
ბილეთი #1137 — სიტუაციის სურათი

აკრძალულია თუ არა სასწავლო ავტომობილის ისრის მიმართულებით მოძრაობა, თუ საჭესთან ზის მოსწავლე?

  1. 1 აკრძალულია
  2. 2 არ არის აკრძალული
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე და საცხოვრებელ ზონაში აკრძალულია გამჭოლი მოძრაობა, სასწავლო სვლა და ჩართული ძრავათი დგომა; ამასთანავე, ქვეითს უპირატესობა აქვს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ.
ბილეთი #1138 სასწავლო სვლა
ბილეთი #1138 — სიტუაციის სურათი

აკრძალულია თუ არა სასწავლო ავტომობილის ისრის მიმართულებით მოძრაობა, თუ საჭესთან ზის მოსწავლე?

  1. 1 აკრძალულია
  2. 2 არ არის აკრძალული
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე აკრძალულია სასწავლო სვლა.
ბილეთი #1139 გადაზიდვები — ხალხი და ტვირთი
ბილეთი #1139 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს მოძრაობის მიმართულებას მხოლოდ პირდაპირ?

  1. 1 მხოლოდ II და IV
  2. 2 მხოლოდ I
  3. 3 მხოლოდ IV
  4. 4 მხოლოდ III
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.1 პუნქტისა და ამავე პუნქტის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.1.1 „მოძრაობა პირდაპირ“ რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას.
ბილეთი #1140 მიმთითებელი ნიშნები
ბილეთი #1140 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 კრძალავს სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებას და დგომას
  2. 2 მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ პირდაპირი მიმართულებით
  3. 3 აღნიშნავს გზას ან სავალ ნაწილს, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობა მთელ სიგანეზე ხორციელდაბა ერთი მიმართულებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.1 პუნქტისა და ამავე პუნქტის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.1.1 „მოძრაობა პირდაპირ“ რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას.
ბილეთი #1141 გადაზიდვები — ხალხი და ტვირთი
ბილეთი #1141 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი რთავს მოძრაობის ნებას მხოლოდ მარჯვენა მიმართულებით?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.2 პუნქტისა და ამავე პუნქტის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.1.2 „მოძრაობა მარჯვნივ“ რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას.
ბილეთი #1142 მიმთითებელი ნიშნები
ბილეთი #1142 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 კრძალავს სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებას და დგომას
  2. 2 მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ მარჯვნივ
  3. 3 მიუთითებს გზას ან სავალ ნაწილს, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობა მთელ სიგანეზე ხორციელდება ერთი მიმართულებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.2 პუნქტისა და ამავე პუნქტის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.1.2 „მოძრაობა მარჯვნივ“ რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას.
ბილეთი #1143 გადაზიდვები — ხალხი და ტვირთი
ბილეთი #1143 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი მიუთითებს:

  1. 1 გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების შემოვლის მიმართულებას მხოლოდ მარჯვნიდან
  2. 2 ცალმხრივ მოძრაობიან გზას
  3. 3 ცალმხრივმოძრაობიან გზაზე ან სავალ ნაწილზე გასვლას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.2.1 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.2.1 „დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან“ - მიუთითებს გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების მხოლოდ მარჯვნიდან შემოვლის მიმართულებას.
ბილეთი #1144 გადაზიდვები — ხალხი და ტვირთი
ბილეთი #1144 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე?

  1. 1 მხოლოდ I
  2. 2 მხოლოდ II და III
  3. 3 მხოლოდ II და IV
  4. 4 მხოლოდ III
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.1 – 4.1.6 პუნქტების შენიშვნის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, 4.1.1-4.1.6 ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე.
ბილეთი #1145 მიმთითებელი ნიშნები
ბილეთი #1145 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების შემოვლის მიმართულებას მხოლოდ მარჯვნიდან?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.2.1 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.2.1 „დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან“ - მიუთითებს გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების მხოლოდ მარჯვნიდან შემოვლის მიმართულებას.
ბილეთი #1146 გადაზიდვები — ხალხი და ტვირთი
ბილეთი #1146 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს დაბრკოლების გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების შემოვლის მიმართულებას მხოლოდ მარცხნიდან?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.2.2 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.2.2 „დაბრკოლების შემოვლა მარცხნიდან“ - მიუთითებს გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების მხოლოდ მარცხნიდან შემოვლის მიმართულებას.
ბილეთი #1147 მიმთითებელი ნიშნები
ბილეთი #1147 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების შემოვლის მიმართულებას მარჯვნიდან ან მარცხნიდან?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.2.3 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.2.3 „დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან ან მარცხნიდან” - მიუთითებს გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების მარჯვნიდან ან მარცხნიდან შემოვლის მიმართულებას.
ბილეთი #1148 გადაზიდვები — ხალხი და ტვირთი
ბილეთი #1148 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს მოძრაობის მიმართულებას მარჯვნივ ან მარცხნივ?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.6 პუნქტისა და ამავე პუნქტის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.1.6 „მოძრაობა მარჯვნივ ან მარცხნივ“ - რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას,
ბილეთი #1149 მიმთითებელი ნიშნები
ბილეთი #1149 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს ველოსიპედით მოძრაობისათვის განკუთვნილ ბილიკს, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.4 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.4 „ველობილიკი” - ველოსიპედით მოძრაობისათვის განკუთვნილი ბილიკი, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან. 4.4 ნიშანს ძირითად ნიშნად დგამენ ველობილიკის დასაწყისში, განმეორებითად კი − გზასთან ყოველი გადაკვეთის შემდეგ.
ბილეთი #1150 გადაზიდვები — ხალხი და ტვირთი
ბილეთი #1150 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს ქვეითთა მოძრაობისათვის განკუთვნილ, გზისგან განცალკევებულ ბილიკს?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.5 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.5 „ქვეითთა ბილიკი” - ქვეითთა მოძრაობისათვის განკუთვნილი, გზისგან განცალკევებული ბილიკი. 4.5 ნიშანს ძირითად ნიშნად დგამენ ქვეითთა ბილიკის დასაწყისში, განმეორებითად კი − გზასთან ყოველი გადაკვეთის შემდეგ.
ბილეთი #1151 მიმთითებელი ნიშნები
ბილეთი #1151 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი ადგენს გზაზე მოძრაობის მინიმალური სიჩქარის ზღვარს?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.6 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.6 „მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა” - ადგენს გზაზე მოძრაობის მინიმალური სიჩქარის ზღვარს. ნიშნის მოქმედება ვრცელდება ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას − დასახლებული პუნქტის ბოლომდე.
ბილეთი #1152 მიმთითებელი ნიშნები
ბილეთი #1152 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომელზეც მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, არანაკლებ ორ წამყვან საბურავზე, სავალდებულოა დამაგრებული ჰქონდეს მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.8 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.8 „მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები აუცილებელია“ - გზის მონაკვეთი, რომელზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები უნდა ჰქონდეს დამაგრებული.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.