მნიშვნელოვანია დაზარალებულის მდგომარეობა სწრაფად და მართებულად შეფასდეს. პირველი ეტაპი არის ცნობიერების შემოწმება (არის თუ არა დაზარალებული გონზე). მეორე ეტაპი - სასუნთქი გზების გახსნა მესამე ეტაპი - სუნთქვის კონტროლი. მეოთხე ეტაპი - საძილე არტერიაზე პულსაციის შემოწმება.
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება კანის მე-2 ხარისხის დამწვრობა (კანის ქსოვილის დარღვევა და მოწითალო შეფერილობა, დამწვრობის ადგილზე სითხით შევსებული ბუშტების წარმოქმნა, ძლიერი ტკივილი) პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით მას ბუშტები არ უნდა გავუხსნათ, ტანსაცმლის ნარჩენები დამწვარი ზედაპირიდან არ მოვაცილოთ, ჭრილობაზე დავადოთ სტერილური საფენი, ბინტით არ შევუხვიოთ, მივადოთ ყინული ან ცივი საფენი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება (თუ დაშავებულს მის მიმართ ალერგია არ გააჩნია) და დაშავებულს დავალევინოთ წყალი.
თუ დაზარალებულს არ აღენიშნება სუნთქვა და პულსაცია საძილე არტერიაზე, მას უნდა ჩაუტარდეს ხელოვნური სუნთქვა და გულის არაპირდაპირი მასაჟი (ორი ჩაბერვა და 30 გულის მასაჟი, ჯამში უნდა გამოვიდეს გულის მასაჟი ერთ წუთში 100).
თუ დაზარალებული არ სუნთქავს, მაგრამ აღენიშნება პულსაცია საძილე არტერიაზე, მას უნდა ჩაუტარდეს მხოლოდ ხელოვნური სუნთქვა, ერთი ჩასუნთქვა ყოველ 6 წამში, მანამ ვიდრე არ აღუდგება სპონტანური სუნთქვა.
დამხმარეს გარეშე დაშავებულის გადათრევით გადაადგილება კისრის ან ხერხემლის დაზიანების ეჭვის შემთხვევაში, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება უნდა მოხდეს შემდეგნაირად - მოათავსეთ დაშავებული მჯდომარე პოზიციაში. დადექით დაშავებულის ზურგს უკან, მკლავები მხრებქვეშ შეუცურეთ, დავაფიქსიროთ ქვედა ყბა და კისერი და ისე გადათრევით გადავაადგილოთ უკან.
გულის წასვლის შემთხვევაში დაზარალებული უნდა დავაწვინოთ ზურგზე, ფეხები წამოუწიოთ. ვასუნთქოთ ნიშადურის სპირტი, საფეთქლები დავუზილოთ ადეკოლონით (ან სხვა სპირტის შემცველი სითხით).
ტრამვული შოკის დროს დაშავებულს უნდა გაეწიოს შემდეგი პირველადი სამედიცინო დახმარება - აუცილებლობის შემთხვევაში შევაჩეროთ სისხლდენა, დავაფაროთ სათბურები, თუ არ ვეჭვობთ მუცლის ღრუს შიდა ორგანოების დაზიანებას - დავალევინოთ თბილი სასმელი.
არტერიის დაზიანების დროს სისხლს აქვს ღია-ალისფერი და ჭრილობიდან გამოედინება პულსირებული ნაკადით. არტერიული სისხლდენა საშიშია სიცოცხლისათვის, განსაკუთრებით მსხვილი არტერიის დაზიანებისას, რადგა დაზარალებულმა დროის მოკლე მონაკვეთში შეიძლება დაკარგოს დიდი რაოდენობის სისხლი.
ჭრილობიდან ვენური სისხლდენის დამახასიათებელია მუქი-ალუბლისფერი სისხლის სუსტი ნაკადი. აუცილებელია მჭიდრო სახვევის დადება უშუალოდ ჭრილობის ადგილზე. სახვევის ქვედა ფენის სისხლით გაჟღენთვისას, ის არ უნდა მოცილდეს და უნდა დაემატოს ახალი სახვევი.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კიდურების დაზიანების შემთხვევაში არტერიული სისხლდენის შემაჩერებელი ლახტი უნდა დავადოთ ჭრილობის ადგილის ზემოთ.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ფეხის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში, თუ არა გვაქვს არტაშანის დასამზადებელი მასალა დაშავებულს დაზიანებული და ჯანმრთელი ფეხი უნდა დავამაგროთ ერთმანეთს ბინტის სახვევის გამოყენებით. ამასთან აუცილებელია ფეხებს შორის ჩავუდოთ რბილი ქსოვილი.
მენჯისა და ბარძაყის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში „სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ მოსვლამდე დაშავებული უნდა დავაწვინოთ ზურგზე მუხლებ ქვეშ ამოვუდოთ მჭიდროდ დახვეული საფენი ან ტანსაცმელი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ზურგის ტვინის დაუზიანებლად კისრის ხერხემლის მალების ტრავმების სიმპტომებია - ტკივილი კისრისა და ზურგის არეში. ტკივილი მატულობს ხელით შეხებისას.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კისრის ან ხერხემლის დაზიანებისას ან მასზე ეჭვის მიტანისას არ შეიძლება: - დაზარალებულისთვის თავისა და კისრის მოძრაობა; - ჭრილობაზე შეხება; - ძვლის ნამსხვრევების ჩასწორება; - უცხო სხეულების მოცილება.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის თვალის ჭრილობის დროს დაშავებული უნდა დავაწვინოთ ზურგზე და თავი წამოვუწიოთ წინ. დაზიანებულ თვალზე უნდა დავადოთ სუფთა საფენი.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოსაცილებლად აუცილებლად უნდა რამდენჯერმე ხელისგული დავარტყათ ზურგზე, უარყოფითი შედეგის შემთხვევაში დავდგეთ დაშავებულის უკან, ქვედა ნეკნის დონეზე მუცელთან ხელები მუშტად გადავაჭდოთ ერთმანეთს, ერთდროულად მოვახდინოთ დაწოლა ნეკნებზე და მკვეთრად დავაწვეთ მუშტებით მუცლის არეში შიდა და ზედა მიმართულებით.
Практическая часть
Экзаменационные маршруты — так, как их проезжает экзаменатор
48 настоящих экзаменационных маршрута в 10 городах, всего 623 км. Каждый поворот и остановка на карте, с голосовой подсказкой.