ბილეთების სრული სია

983 ოფიციალური ბილეთი — D კატეგორია, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ბილეთი #428 მარეგულირებლის სიგნალები
ბილეთი #428 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, ავტომობილის მძღოლი ვალდებულია:

  1. 1 გაჩერდეს „სდექ“ ხაზთან
  2. 2 გააგრძელოს მოძრაობა
  3. 3 გაჩერდეს უახლოეს რელსამდე, არანაკლებ 10 მეტრის მანძილზე
  4. 4 გაჩერდეს შუქნიშანთან
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის მიცემისას მარეგულირებელი დგას მძღოლის მიმართ მკერდით ან ზურგშექცევით, თავის ზემოთ აწეუ¬ლი კვერთხით, წითელი ფარნით ან ალმით ან განზე გაწეული ხელებით. ამავე მუხლის პირველი პუნქტის “გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის დროს არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, მიუხედავად შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის მდგომარეობისა ან მისი არსებობისა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად თუ რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობა აკრძა¬ლუ¬ლია, მძღოლი ჩერდება „სდექ“ ხაზთან, 2.4 საგზაო ნიშანთან ან შუქნიშანთან, ხოლო მათი არარსებობისას – შლაგბაუმიდან ან ნახევარშლაგბაუმიდან არანაკლებ 5 მეტრისა. თუ არ არის არც შლაგბაუმი და არც ნახევარშლაგბაუმი, მძღოლი უნდა გაჩერდეს უახლოეს რელსამდე არანაკლებ 10 მეტრისა.
ბილეთი #430 რკინიგზის გადასასვლელი
ბილეთი #430 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მძღოლს ისრის მიმართულებით ავტომობილით უკუსვლით მოძრაობა და შემდგომ მობრუნების მანევრის შესრულება?

  1. 1 ეკრძალება
  2. 2 არ ეკრძალება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-16 პუნქტის თანახმად: 15. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება რკინიგზის გადასასვლელზე; 16. მძღოლი, რომელიც მობრუნებას ან უკუსვლით მოძრაობას აპირებს, უნდა დარწმუნდეს, რომ მას შეუძლია ისე შეასრულოს ეს მანევრი, რომ საფრთხე არ შეუქმნას და ხელი არ შეუშალოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. აუცილებლობის შემთხვევაში მიზანშეწონილია სხვა პირის დახმარება. აკრძალულია უკუსვლით მოძრაობა გზაჯვარედინზე, ავტომაგისტრალზე და ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში.
ბილეთი #431 რკინიგზის გადასასვლელი
ბილეთი #431 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, შუქნიშნის მოციმციმე ყვითელ მაშუქ სიგნალზე:

  1. 1 მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს უახლოესი რელსიდან არანაკლებ 10 მეტრის მანძილზე
  2. 2 მძღოლს უფლება აქვს გააგრძელონ მოძრაობა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით
  3. 3 მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს „სდექ“ ხაზთან და დაელოდოს სიგნალის შეცვლას
  4. 4 მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს შუქნიშანთან
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად რკინიგზის გადასასვლელზე, გასახსნელი ხიდის მისასვლელთან, გემის ან ბორნის მისადგომთან, გზაზე სახანძრო ავტომობილის გამოსასვლელთან და იმ ადგილას, სადაც გზას დაბალ სიმაღლეზე კვეთს საფრენი აპარატის ტრაექტორია, გამოიყენება ერთ სადგარზე, ერთსა და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე ან ერთი მოციმციმე წითელი ან ყვითელი მაშუქი სიგნალი, რომელთაგან წითელი მაშუქი სიგნალი კრძალავს „სდექ“ ხაზის გადაკვეთას, მისი არარსებობის შემთხვევაში კი − შუქნიშნის იქით გადასვლას, ხოლო ყვითელი მაშუქი სიგნალი ნიშნავს, რომ მძღოლებს შეუძლიათ გააგრძელონ მოძრაობა, მაგრამ, ამასთანავე, ვალდებული არიან, დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილე.
ბილეთი #432 გასწრება და შემხვედრის გვერდის ავლა
ბილეთი #432 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება?

  1. 1 ეკრძალება
  2. 2 არ ეკრძალება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, გასწრება აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ 100 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ადგილებში მოძრაობა რეგულირდება ისეთი ტიპის შუქნიშნით რომელიც გზაჯვარედინებზე გამოიყენება.
ბილეთი #433 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელ ადგილას ითვალისწინებს კანონი მძღოლის შესაძლებლობას ისარგებლოს მისთვის უფრო მოსახერხებელი მოძრაობის ზოლით?

  1. 1 დასახლებულ პუნქტის ნებისმიერ გზაზე, თუ მძღოლი მოძრაობს ნელმავალი სატრანსპორტო საშუალებით
  2. 2 დასახლებულ პუნქტში, გზაზე, სადაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის არანაკლებ ორი მოძრაობის ზოლია და ისინი აღნიშნულია გრძივი მონიშვნით
  3. 3 დაუსახლებელ და დასახლებულ პუნქტებში სავალი ნაწილის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 31-ე მუხლით (გარდა მე-5 პუნქტისა) დადგენილი მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასახლებულ პუნქტში, გზაზე, სადაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის არანაკლებ ორი მოძრაობის ზოლია და ისინი აღნიშნულია გრძივი მონიშვნით, მძღოლს შეუძლია ისარგებლოს მისთვის უფრო მოსახერხებელი მოძრაობის ზოლით (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა). სხვა მოძრაობის ზოლზე ის უნდა გადავიდეს მხოლოდ მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის, გასწრების, გაჩერების ან დგომის მანევრის შესრულების მარეგულირებელი წესების შესაბამისად.
ბილეთი #434 გასწრება და შემხვედრის გვერდის ავლა
ბილეთი #434 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება?

  1. 1 ეკრძალება
  2. 2 არ ეკრძალება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, გასწრება აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ 100 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ადგილებში მოძრაობა რეგულირდება ისეთი ტიპის შუქნიშნით რომელიც გზაჯვარედინებზე გამოიყენება. ამავე კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.2 და 1.4.6-1.4.6 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი: 1.2 „რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი” - აფრთხილებს უშლაგბაუმო რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების შესახებ; 1.4.1 „რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება” - დამატებით აფრთხილებს მძღოლს დაუსახლებელ პუნქტში რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების შესახებ. ამავე თავის შენიშვნის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად: ა) ნიშნები 1.1, 1.2, 1.5–1.34 სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დაუსახლებულ პუნქტში 150-300 მეტრის მანძილზე. ვ) ნიშნები 1.4.1 და 1.4.4 იდგმება მოძრაობის მიმართულებით ძირითად და დუბლირებულ 1.1 ან 1.2 ნიშნებთან ერთად.
ბილეთი #435 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება
ბილეთი #435 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა თეთრი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობა?

  1. 1 არ ეკრძალება
  2. 2 ეკრძალება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე აკრძალულია საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით, გადასასვლელის წინ მდგომი სატრანსპორტო საშუალების შემოვლა. ამავე კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალურო მონიშვნა) 1.1 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.1 ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს და გზის სახიფათო მონაკვეთზე აღნიშნავს მოძრაობის ზოლის საზღვარს ან სავალი ნაწილის საზღვარს, რომელზე შესვლაც აკრძალულია; აღნიშნავს სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილის საზღვარს და იმ გზის სავალი ნაწილის ნაპირს, რომელიც მოძრაობის პირობებით არ განეკუთვნება ავტომაგისტრალს. 1.1 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია. დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს განლაგებული 1.1 ხაზის გადაკვეთა სატრანსპორტო საშუალების გზის ნაპირზე გასაჩერებლად.
ბილეთი #437 მარეგულირებლის სიგნალები
ბილეთი #437 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, აქვს თუ არა მძღოლს შეუჩერებლად მოძრაობის გაგრძელების უფლება, თუ ოპერატიული სამსახურის ავტომობილზე ჩართულია ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?

  1. 1 აქვს უფლება
  2. 2 არ აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის მიცემისას მარეგულირებელი დგას მძღოლის მიმართ მკერდით ან ზურგშექცევით, თავის ზემოთ აწეუ¬ლი კვერთხით, წითელი ფარნით ან ალმით ან განზე გაწეული ხელებით. ამავე კანონის 30-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად მძღოლი, რომელსაც მარეგულირებელმა სიგნალის მიცემით აუკრძალა მოძრაობა, ვალდებულია გაჩერდეს რკინიგზის გადასასვლელის წინ − ამ კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. ამავე კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ოპერატიული ან ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე, 31-ე−41-ე და 44-ე მუხლებით, აგრეთვე ამ კანონის №1 და №2 დანართებით დადგენილ მოთხოვნებს.
ბილეთი #438 გასწრება და შემხვედრის გვერდის ავლა

ეკრძალება თუ არა გასასწრები სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ხელი შეუშალოს გასწრებას მოძრაობის სიჩქარის მომატებით ან სხვა მოქმედებით?

  1. 1 არ ეკრძალება
  2. 2 ეკრძალება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, გასასწრები სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძა-ლება ხელი შეუშალოს გასწრებას მოძრაობის სიჩქარის მომატებით ან სხვა მოქმედებით.
ბილეთი #439 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

თუ გზაჯვარედინზე მარჯვნივ მოხვევისთვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისგან გამოყოფილია ამაღლებული უსაფრთხოების კუნძულით და გზაჯვარედინის წინ მარჯვნივ შუქნიშანი არ არის, მარჯვნივ მოხვევა მძღოლს შეუძლია შეასრულოს გზაჯვარედინზე არსებული შუქნიშნის:

  1. 1 მაშუქი სიგნალებისაგან დამოუკიდებლად სხვა მიმართულებებიდან მოძრავი ყველა სატრანსპორტო საშუალების გზის დათმობით
  2. 2 მოძრაობის ნებადამრთველი მაშუქი სიგნალის ჩართვის შემდეგ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ გზაჯვარედინზე მარჯვნივ მოხვევისთვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისგან გამოყოფილია ამაღლებული უსაფრთხოების კუნძულით და გზაჯვარედინის წინ, მარჯვნივ შუქნიშანი არ არის, მარჯვნივ მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე არსებული შუქნიშნის მაშუქი სიგნალებისაგან დამოუკიდებლად სხვა მიმართულებებიდან მოძრავი ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის გზის დათმობით.
ბილეთი #440 რკინიგზის გადასასვლელი
ბილეთი #440 — სიტუაციის სურათი

აქვს თუ არა წითელი ავტომობილის მძღოლს რკინიგზის გადასასვლელზე შესვლის უფლება, თუ გადასასვლელის შემდეგ წარმოქმნილია საცობი?

  1. 1 აქვს უფლება
  2. 2 არ აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მძღოლი არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, თუ წინასწარ არ დარწმუნდება, რომ იძულებული არ იქნება, გაჩერდეს მასზე.
ბილეთი #443 გაჩერება და დგომა

აკრძალულია თუ არა დაუსახლებელ პუნქტში 2.1 საგზაო ნიშნით („მთავარი გზა“) აღნიშნული გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებების დგომა?

  1. 1 არ არის აკრძალული, მხოლოდ იმ გზაზე, რომელზეც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის სულ მცირე ორი ზოლია
  2. 2 აკრძალულია
  3. 3 არ არის აკრძალული
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების დგომა, დაუსახლებელ პუნქტში 2.1, 5.1 და 5.3 საგზაო ნიშნებით აღნიშნულ გზის სავალ ნაწილზე, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის სავალ ნაწილზე, სადაც მოძრაობა დაშვებულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, გარდა სპეციალურად აღნიშნული ადგილებისა.
ბილეთი #444 რკინიგზის გადასასვლელი

რკინიგზის გადასასვლელზე სატრანსპორტო საშუალების იძულებითი გაჩერების შემთხვევაში, საერთო განგაშის ხმოვან სიგნალს შეესაბამება:

  1. 1 ორი გრძელი და ორი მოკლე ხმოვანი სიგნალი
  2. 2 სამი გრძელი და ერთი მოკლე ხმოვანი სიგნალი
  3. 3 ერთი გრძელი და სამი მოკლე ხმოვანი სიგნალი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე სატრანსპორტო საშუალების იძულებითი გაჩერების სიგნალია ხელის წრიული მოძრაობა (დღისით – მკვეთრი ფერის ქსოვილით ან რაიმე კარგად გასარჩევი საგნით, ღამით – ჩირაღდნით ან ფარნით). საერთო განგაშის სიგნალია ერთი გრძელი და სამი მოკლე ხმოვანი სიგნალი.
ბილეთი #447 მოძრაობა ავტომაგისტრალზე

ავტომაგისტრალზე, ასევე ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე აკრძალული არ არის:

  1. 1 სატრანსპორტო საშუალების მობრუნება ან უკუსვლით მოძრაობა
  2. 2 მეორე ზოლის იქეთ, იმ მგზავრთა გადაყვანისათვის განკუთვნილი ავტომობილით მოძრაობა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება
  3. 3 სატრანსპორტო საშუალებით ცენტრალურ გამყოფ ზოლსა და გზის ორივე სავალი ნაწილის განივ შეერთებაზე გასვლა
  4. 4 სასწავლო სვლა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე აკრძალულია სასწავლო სვლა. ამავე პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ავტომაგისტრალებზე, ავტომაგისტრალების შესასვლელებზე და გამოსასვლელებზე მძღოლს ეკრძალება მობრუნება ან უკუსვლით მოძრაობა, აგრეთვე ცენტრალურ გამყოფ ზოლსა და გზის ორივე სავალი ნაწილის განივ შეერთებაზე გასვლა.
ბილეთი #448 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

დასახლებულ პუნქტებში, გასაჩერებელი პუნქტიდან გამოსვლისათვის, მოძრაობის განახლების განზრახვის შესახებ მოხვევის მაჩვენებლით მიცემული სიგნალის შემდეგ, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლები ვალდებულნი არიან:

  1. 1 ჩართოს ახლო განათების ფარები და შემდეგ დაიწყონ მანევრის შესრულება
  2. 2 ისარგებლონ პრიორიტეტის უფლებით და დაუყოვნებლივ განაახლონ მოძრაობა, მიუხედავად გზაზე არსებული სიტუაციისა
  3. 3 მიიღონ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებისათვის საჭირო სიფრთხილის ზომები და მოძრაობა დაიწყონ მხოლოდ მას შემდეგ, როცა დარწმუნდებიან, რომ სხვა სატრანსპორტო საშუალებები გზას უთმობენ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასახლებულ პუნქტში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობის გასაადვილებლად სხვა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა უნდა შეანელონ მოძრაობა და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდნენ, რათა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ შეძლოს გასაჩერებელი პუნქტიდან გამოსვლისთვის საჭირო მანევრის შესრულება. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია მოძრაობის განახლების განზრახვის შესახებ მოხვევის შუქ-მაჩვენებლით სიგნალის მიცემის შემდეგ მიიღოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებისთვის საჭირო სიფრთხილის ზომები და მოძრაობა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ სხვა სატრანსპორტო საშუალებები გზას უთმობენ.
ბილეთი #451 მოძრაობა ავტომაგისტრალზე
ბილეთი #451 — სიტუაციის სურათი

ავტომაგისტრალიდან გამოსასვლელად მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

  1. 1 A მიმართულებით
  2. 2 როგორც A, ასევე B მიმართულებით
  3. 3 B მიმართულებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალიდან გამოსვლისას მძღოლი დროულად უნდა გადავიდეს ავტომაგისტრალიდან გამოსასვლელის მიმდებარე ზოლზე და რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს მოძრაობის შენელების ზოლზე, თუ ასეთი ზოლი არსებობს.
ბილეთი #452 მოძრაობა ავტომაგისტრალზე
ბილეთი #452 — სიტუაციის სურათი

ავტომაგისტრალზე შესასვლელად მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

  1. 1 როგორც A, ასევე B მიმართულებით
  2. 2 მხოლოდ A მიმართულებით
  3. 3 მხოლოდ B მიმართულებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, გზაზე გასასვლელ ადგილზე გაქანების ზოლის არსებობის შემთხვევაში მძღოლმა ამ ზოლზე უნდა იმოძრაოს და მეზობელ მოძრაობის ზოლზე გადაადგილებისას გზა უნდა დაუთმოს მასზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს. ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე შესვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ავტომაგისტრალზე მოძრავ ავტომობილებს. აჩქარების ზოლის არსებობისას მან უნდა ისარგებლოს ასეთი ზოლით.
ბილეთი #456 მოძრაობა ავტომაგისტრალზე
ბილეთი #456 — სიტუაციის სურათი

არღვევს თუ არა საგზაო მოძრაობის წესებს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ავტომაგისტრალზე მითითებულ ადგილას იძულებით გაჩერების შემთხვევაში?

  1. 1 არღვევს
  2. 2 არ არღვევს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე მძღოლს ეკრძალება: გ.ა) ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გაჩერება ან დგომა, დგომისთვის გამოყოფილი, სპეციალურად მონიშნული ადგილების გარდა. გ.ბ) მობრუნება ან უკუსვლით მოძრაობა, აგრეთვე ცენტრალურ გამყოფ ზოლსა და გზის ორივე სავალი ნაწილის განივ შეერთებაზე გასვლა; ამავე კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.2.1 პუნქტის თანახმად, 1.2.1 მთლიანი ფართო ხაზი - აღნიშნავს ავტომაგისტრალზე სავალი ნაწილის ნაპირებს. 1.2.1 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია. დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს განლაგებული 1.2.1 ხაზის გადაკვეთა სატრანსპორტო საშუალების გზის ნაპირზე გასაჩერებლად.
ბილეთი #459 მოძრაობა ავტომაგისტრალზე
ბილეთი #459 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში არღვევს თუ არა მძღოლი იძულებით გაჩერებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, თუ გაუმართავი ავტომობილის დაუყოვნებლივ გაყვანა გზიდან შეუძლებელია?

  1. 1 არღვევს
  2. 2 არ არღვევს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე მძღოლს ეკრძალება, ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გაჩერება ან დგომა, დგომისთვის გამოყოფილი, სპეციალურად მონიშნული ადგილების გარდა. მძღოლმა, რომელიც მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო იძულებულია, გაჩერდეს, უნდა მიიღოს ყველა ზომა ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გზის სავალი ნაწილიდან გასაყვანად, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია − ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი ნიშნით მონიშნოს ავტომობილი (ან/და მისი მისაბმელი) საკმარის მანძილზე, რათა დროულად გააფრთხილოს მოახლოებული მძღოლები.
ბილეთი #460 მოძრაობა ავტომაგისტრალზე
ბილეთი #460 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, არღვევს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი სატრანსპორტო საშუალების იძულებით გაჩერების წესებს?

  1. 1 არღვევს
  2. 2 არ არღვევს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე მძღოლს ეკრძალება, ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გაჩერება ან დგომა, დგომისთვის გამოყოფილი, სპეციალურად მონიშნული ადგილების გარდა. მძღოლმა, რომელიც მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო იძულებულია, გაჩერდეს, უნდა მიიღოს ყველა ზომა ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გზის სავალი ნაწილიდან გასაყვანად, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია − ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი ნიშნით მონიშნოს ავტომობილი (ან/და მისი მისაბმელი) საკმარის მანძილზე, რათა დროულად გააფრთხილოს მოახლოებული მძღოლები. ამავე კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „საავარიო გაჩერების ნიშანი“ და მოციმციმე წითელი ფარანი უნდა დაიდგას სატრანსპორტო საშუალებიდან იმ მანძილზე, რომელიც კონკრეტულ პირობებში უზრუნველყოფს საშიშროების შესახებ სხვა მძღოლების დროულ გაფრთხილებას. მაგრამ ეს მანძილი დასახლებულ პუნქტში არ უნდა იყოს 15 მეტრზე, ხოლო დაუსახლებელში - 30 მეტრზე ნაკლები.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.