ბილეთების სრული სია

983 ოფიციალური ბილეთი — D კატეგორია, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ბილეთი #1282 მარეგულირებლის სიგნალები
ბილეთი #1282 — სიტუაციის სურათი

რა მიმართულებით შეიძლება გააგრძელოს მოძრაობა მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა თუ მარეგულირებელი კონკრეტულად მიუთითებს მოძრაობას მარცხნივ?

  1. 1 მხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)
  2. 2 ყველა მიმართულებით
  3. 3 მხოლოდ პირდაპირ
  4. 4 მხოლოდ მარცხნივ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვს უპირატესი ძალა შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნების და საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნების მიმართ. გზაჯვარედინზე მარეგულირებლის მიერ მოძრაობის რეგულირებისას ამკრძალავი და მიმთითებელი საგზაო ნიშნები აგრძელებს მოქმედებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მარეგულირებელი კონკრეტულად მიუთითებს მათი მოთხოვნების უგულებელყოფაზე.
ბილეთი #1283 სამედიცინო დახმარება

ნებადართულია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად უგონო მდგომარეობაში მყოფ დაშავებულისათვის სამკურნალო პრეპარატების მიცემა?

  1. 1 არ არის ნებადართული
  2. 2 ნებადართულია
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად უგონო მდგომარეობაში მყოფ დაშავებულისათვის სამკურნალო პრეპარატების მიცემა ნებადართული არ არის.
ბილეთი #1284 სამედიცინო დახმარება

არტაშანის დასამზადებელი მასალის არარსებობისას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ხელის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში, მას უნდა:

  1. 1 იდაყვში მოხრილი ხელი ჩამოვკიდოთ კისერზე და ბინტის დახვევით მივუმაგროთ ტანზე
  2. 2 გასწორებული ხელი ბინტის დახვევით მივუმაგროთ ტანზე
კანონის ახსნა
არტაშანის დასამზადებელი მასალის არარსებობისას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ხელის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში, მას უნდა იდაყვში მოხრილი ხელი ჩამოვკიდოთ კისერზე და ბინტის დახვევით მივუმაგროთ ტანზე.
ბილეთი #1285 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

როგორ იცვლება მსუბუქი ავტომობილის სამუხრუჭე მანძილი მისაბმელით მოძრაობისას, თუ მისაბმელს არ გააჩნია სამუხრუჭე სისტემა?

  1. 1 იზრდება
  2. 2 არ იცვლება
  3. 3 მცირდება
კანონის ახსნა
რაც უფრო მეტია ავტომობილის მასა, მით უფრო მეტი ძალა და დროა საჭირო მისი დამუხრუჭებისათვის. მსუბუქი ავტომობილის სამუხრუჭე მანძილი მისაბმელით მოძრაობისას, თუ მისაბმელს არ გააჩნია სამუხრუჭე სისტემა იზრდება.
ბილეთი #1286 მოძრაობის უსაფრთხოება

დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აღვიქვამთ:

  1. 1 უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა
  2. 2 უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა
  3. 3 ისე, როგორც რეალურადაა
კანონის ახსნა
დღის ნათელ დროს, შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს, ადამიანის თვალი განსაზღვრავს სივრცეში არსებულ სხვა ორიენტირებთან შედარებით (საგზაო ნიშნები, მონიშვნა, გზისპირზე გამწვანება და სხვა), ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ორიენტირება ხდება მხოლოდ ფარების შუქზე, ამიტომ შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აღვიქვამთ უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა.
ბილეთი #1287 მოძრაობის უსაფრთხოება

მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დაწყებისას ჩართული პირველი გადაცემით ხანგრძლივი გაქნების დროს საწვავის ხარჯი:

  1. 1 იზრდება
  2. 2 მცირდება
  3. 3 არ იცვლება
კანონის ახსნა
მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების ჩართული პირველი გადაცემით მოძრაობისას სიჩქარე დაბალია, ხოლო ძრავი მუშაობს მაღალი ბრუნთა რიცხვით და საჭიროებს მეტ საწვავს. მოძრაობის დაწყებისას, პირველი გადაცემით ჩართული სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივი გაქნების დროს საწვავის ხარჯი იზრდება.
ბილეთი #1288 მოძრაობის უსაფრთხოება

მოსახვევში მოძრაობისას მსუბუქი ავტომობილი რომელ შემთხვევაშია მეტად მდგრადი გადაყირავების წინააღმდეგ?

  1. 1 ტვირთით, მაგრამ მგზავრების გარეშე
  2. 2 მგზავრებით, მაგრამ ტვირთის გარეშე
  3. 3 მგზავრებისა და ტვირთის გარეშე
კანონის ახსნა
რაც უფრო მაღლაა განლაგებული სატრანსპორტო საშუალების სიმძიმის ცენტრი მით უფრო ნაკლებია მისი მდგრადობა გადაყირავების წინააღმდეგ, განურჩევლად ტვირთის ხასიათისა. ტვირთიანი სატრანსპორტო საშუალების სიმძიმის ცენტრი ყოველთვის უფრო მაღლაა განლაგებული ვიდრე უტვირთოსი.
ბილეთი #1290 მოძრაობის უსაფრთხოება

სატრანსპორტო საშუალება გადაყირავების წინააღმდეგ უფრო მდგრადია, თუ მისი სიმძიმის ცენტრი მდებარეობს:

  1. 1 დაბლა
  2. 2 მაღლა
კანონის ახსნა
რაც უფრო მაღლაა განლაგებული სატრანსპორტო საშუალების სიმძიმის ცენტრი მით უფრო ნაკლებია მისი მდგრადობა გადაყირავების წინააღმდეგ, განურჩევლად ტვირთის ხასიათისა. ტვირთიანი სატრანსპორტო საშუალების სიმძიმის ცენტრი ყოველთვის უფრო მაღლაა განლაგებული ვიდრე უტვირთოსი.
ბილეთი #1294 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების ციცაბო დაღმართზე მოძრაობისას დამუხრუჭების ეფექტური ხერხია:

  1. 1 პერიოდული მკვეთრი დამუხრუჭება გამორთული გადაბმულობით
  2. 2 დამუხუჭება ძრავით
  3. 3 პერიოდული მდორე დამუხრუჭება ჩართული გადაბმულობითა და გადაცემათა კოლოფით
კანონის ახსნა
მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების ციცაბო დაღმართზე მოძრაობისას დამუხრუჭების ეფექტური ხერხია - დამუხრუჭება ძრავით. რაც უფრო მკვეთრია დაღმართი მით უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო. მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მკვეთრ დაღმართზე ძრავით დამუხრუჭებისას მძღოლმა, რაც უფრო მკვეთრია დაღმართი, მით უფრო დაბალი გადაცემა უნდა ჩართოს.
ბილეთი #1295 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მკვეთრ დაღმართზე ძრავით დამუხრუჭებისას მძღოლმა გადაცემის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოს რომ:

  1. 1 გადაცემის შერჩევა დამოკიდებული არ არის დაღმართის სიმკვეთრეზე
  2. 2 რაც უფრო მკვეთრია დაღმართი, მით უფრო მაღალი უნდა იყოს გადაცემა
  3. 3 რაც უფრო მკვეთრია დაღმართი, მით უფრო დაბალი უნდა იყოს გადაცემა
კანონის ახსნა
რაც უფრო მკვეთრია დაღმართი მით უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო. მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მკვეთრ დაღმართზე ძრავით დამუხრუჭებისას მძღოლმა, რაც უფრო მკვეთრია დაღმართი, მით უფრო დაბალი გადაცემა უნდა ჩართოს.
ბილეთი #1296 მოძრაობის უსაფრთხოება

მჭიდრო სატრანსპოტო ნაკადში მოძრაობისას ავარიული სიტუაციის წარმოქმნის ალბათობა ნაკლებია, თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე სატრანსპორტო ნაკადის:

  1. 1 სიჩქარეზე საგრძნობლად მეტია
  2. 2 სიჩქარის ტოლია
  3. 3 სიჩქარეზე საგრძნობლად ნაკლებია
კანონის ახსნა
მჭიდრო სატრანსპოტო ნაკადში მოძრაობისას ავრიული სიტუაციის წარმოქმნის ალბათობა ნაკლებია, თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე იქნება სატრანსპორტო ნაკადის სიჩქარის ტოლი.
ბილეთი #1297 მოძრაობის უსაფრთხოება

მოსახვევში მოძრაობისას წინა წამყვანღერძიანი ავტომობილის უკანა ხიდის მოცურების შემთხვევაში მძღოლმა უნდა:

  1. 1 დაამუხრუჭოს და საჭე მოაბრუნოს მოცურების მხარეს
  2. 2 ოდნავ მოუმატოს საწვავის მიწოდება და საჭით გაასწოროს მოძრაობის მიმართულება
  3. 3 შეამციროს საწვავის მიწოდება და არ შეცვალოს საჭის მდგომარეობა
კანონის ახსნა
წინა წამყვანღეძიანი ავტომობილის უკანა ხიდის მოცურების შემთხვევაში მძღოლმა უნდა ოდნავ მოუმატოს საწვავის მიწოდება და საჭით გაასწოროს მოძრაობის მიმართულება.
ბილეთი #1298 მოძრაობის უსაფრთხოება

მოსახვევში მოძრაობისას უკანა წამყვანღერძიანი ავტომობილის უკანა ხიდის მოცურების შემთხვევაში მძღოლმა უნდა:

  1. 1 ოდნავ შეამციროს საწვავის მიწოდება და საჭე მოაბრუნოს მოცურების მხარეს
  2. 2 ოდნავ მოუმატოს საწვავის მიწოდება და არ შეცვალოს საჭის მდგომარეობა
  3. 3 დაამუხრუჭოს და მოაბრუნოს საჭე მოცურების მხარეს
კანონის ახსნა
მოსახვევში მოძრაობისას უკანა წამყვანღეძიანი ავტომობილის უკანა ხიდის მოცურების შემთხვევაში მძღოლმა უნდა ოდნავ შეამციროს საწვავის მიწოდება და საჭე მოაბრუნოს მოცურების მხარეს.
ბილეთი #1299 მოძრაობის უსაფრთხოება

სავალ ნაწილზე ღრმა თოვლის არსებობისას, გრუნტოვან გზაზე მოძრაობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა იმოძრაოს:

  1. 1 გზის საფარის მდგომარეობის შესაბამისად გადაცემისა და სიჩქარის ცვლილებით
  2. 2 წინასწარ შერჩეული დაბალი გადაცემით და სიჩქარით, მკვეთრი მობრუნებებისა და გაჩერებების გარეშე
კანონის ახსნა
სავალ ნაწილზე ღრმა თოვლის არსებობისას, გრუნტოვან გზაზე მოძრაობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა იმოძრაოს წინასწარ შერჩეული გადაცემითა და სიჩქარით გაჩერებების გარეშე, გამორიცხოს საჭის თვლის მკვეთრი მობრუნება.
ბილეთი #1301 მოძრაობის უსაფრთხოება

აღმართზე მოძრაობის დაწყების შემთხვევაში, რომელ მომენტშია მიზანშეწონილი სადგომი მუხრუჭის ბერკეტის დაშვება?

  1. 1 მოძრაობის დაწყებისთან ერთდროულად
  2. 2 მოძრაობის დაწყების შემდეგ
  3. 3 მოძრაობის დაწყებამდე
კანონის ახსნა
აღმართზე მოძრაობის დაწყების შემთხვევაში სადგომი მუხრუჭის ბერკეტის დაშვება მიზანშეწონილია ერთდროულად მოძრაობის დაწყებისას.
ბილეთი #1302 რკინიგზის გადასასვლელი

სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ზამთრის პირობებში აღნიშნულ გაჩერებაზე მოძრაობისას უნდა გაითვალისწინოს, რომ:

  1. 1 მოძრაობის დიდი ინტესივობის გამო გზის სავალი ნაწილის საფარი მშრალია
  2. 2 გზის სავალი ნაწილის საფარი ზამთრის პირობების გამო არ იცვლება
  3. 3 მრავალჯერადი დამუხრუჭების შედეგად წარმოიქმნება მოყინული მონაკვეთი
კანონის ახსნა
ზამთრის პირობებში მოძრაობისას სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გაჩერებაზე მრავალჯერადი დამუხრუჭების შედეგად წარმოიქმნება მოლოპული მონაკვეთი. ამიტომ აღნუშნულ გაჩერებასთან მიახლოებისას მძღოლმა წინასწარ უნდა შეამციროს მოძრაობის სიჩქარე იმდენად, რომ გამორიცხოს მოცურების საშიშროება დამუხრუჭების დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს სატრანსპორტო საშუალების მოცურება, რის გამოც გაჩერებაზე მყოფი მგზავრები აღმოჩნდებიან საფრთხის ქვეშ.
ბილეთი #1304 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

ექსტრემალურ სიტუაციაში სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას სამუხრუჭე მანძილის შემცირება მძღოლმა უნდა მოახდინოს:

  1. 1 ერთჯერადი მკვეთრი დამუხრუჭებით თვლების სრულ ბლოკირებამდე
  2. 2 თვლების ბლოკირების ზღვარზე მრავალჯერადი მკვეთრი ზემოქმედებით მუხრუჭის სატერფულზე
კანონის ახსნა
ექსტრემალურ სიტუაციაში სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას სამუხრუჭე მანძილის შემცირება მიიღწევა თვლების ბლოკირების ზღვარზე მრავალჯერადი მკვეთრი ზემოქმედებით მუხრუჭის სატერფულზე.
ბილეთი #1305 მოძრაობის უსაფრთხოება

მოსახვევში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის გაზრდის შემთხვევაში ცენტრიდანული ძალის მნიშვნელობა:

  1. 1 მცირდება
  2. 2 იზრდება
  3. 3 არ იცვლება
კანონის ახსნა
სატრანსპორტო საშუალების მოსახვევში მოძრაობისას სიჩქარის გაზრდის შემთხვევაში ცენტრიდანული ძალა იზრდება.
ბილეთი #1306 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა შორი ნათების ფარები უნდა გამორთოს და ჩართოს ახლო ნათების ფარები:

  1. 1 ნებისმიერ შემთხვევაში, აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას
  2. 2 მხოლოდ შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების გამოჩენისას
კანონის ახსნა
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამორთოს შორი ნათების ფარები და ჩართოს ახლო ნათების ფარები.
ბილეთი #1307 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის გაზრდისას საბურავის გზასთან ჩაჭიდების ძალა:

  1. 1 იზრდება
  2. 2 მცირდება
  3. 3 არ იცვლება
კანონის ახსნა
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის გაზრდისას საბურავის გზასთან ჩაჭიდების ძალა მცირდება.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.