რა მიმართულებით შეიძლება გააგრძელოს მოძრაობა მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა თუ მარეგულირებელი კონკრეტულად მიუთითებს მოძრაობას მარცხნივ?
1მხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)
2ყველა მიმართულებით
3მხოლოდ პირდაპირ
4მხოლოდ მარცხნივ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვს უპირატესი ძალა შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნების და საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნების მიმართ. გზაჯვარედინზე მარეგულირებლის მიერ მოძრაობის რეგულირებისას ამკრძალავი და მიმთითებელი საგზაო ნიშნები აგრძელებს მოქმედებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მარეგულირებელი კონკრეტულად მიუთითებს მათი მოთხოვნების უგულებელყოფაზე.
არტაშანის დასამზადებელი მასალის არარსებობისას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ხელის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში, მას უნდა:
1იდაყვში მოხრილი ხელი ჩამოვკიდოთ კისერზე და ბინტის დახვევით მივუმაგროთ ტანზე
2გასწორებული ხელი ბინტის დახვევით მივუმაგროთ ტანზე
კანონის ახსნა
არტაშანის დასამზადებელი მასალის არარსებობისას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ხელის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში, მას უნდა იდაყვში მოხრილი ხელი ჩამოვკიდოთ კისერზე და ბინტის დახვევით მივუმაგროთ ტანზე.
როგორ იცვლება მსუბუქი ავტომობილის სამუხრუჭე მანძილი მისაბმელით მოძრაობისას, თუ მისაბმელს არ გააჩნია სამუხრუჭე სისტემა?
1იზრდება
2არ იცვლება
3მცირდება
კანონის ახსნა
რაც უფრო მეტია ავტომობილის მასა, მით უფრო მეტი ძალა და დროა საჭირო მისი დამუხრუჭებისათვის. მსუბუქი ავტომობილის სამუხრუჭე მანძილი მისაბმელით მოძრაობისას, თუ მისაბმელს არ გააჩნია სამუხრუჭე სისტემა იზრდება.
დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აღვიქვამთ:
1უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა
2უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა
3ისე, როგორც რეალურადაა
კანონის ახსნა
დღის ნათელ დროს, შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს, ადამიანის თვალი განსაზღვრავს სივრცეში არსებულ სხვა ორიენტირებთან შედარებით (საგზაო ნიშნები, მონიშვნა, გზისპირზე გამწვანება და სხვა), ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ორიენტირება ხდება მხოლოდ ფარების შუქზე, ამიტომ შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აღვიქვამთ უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა.
მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დაწყებისას ჩართული პირველი გადაცემით ხანგრძლივი გაქნების დროს საწვავის ხარჯი:
1იზრდება
2მცირდება
3არ იცვლება
კანონის ახსნა
მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების ჩართული პირველი გადაცემით მოძრაობისას სიჩქარე დაბალია, ხოლო ძრავი მუშაობს მაღალი ბრუნთა რიცხვით და საჭიროებს მეტ საწვავს. მოძრაობის დაწყებისას, პირველი გადაცემით ჩართული სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივი გაქნების დროს საწვავის ხარჯი იზრდება.
მოსახვევში მოძრაობისას მსუბუქი ავტომობილი რომელ შემთხვევაშია მეტად მდგრადი გადაყირავების წინააღმდეგ?
1ტვირთით, მაგრამ მგზავრების გარეშე
2მგზავრებით, მაგრამ ტვირთის გარეშე
3მგზავრებისა და ტვირთის გარეშე
კანონის ახსნა
რაც უფრო მაღლაა განლაგებული სატრანსპორტო საშუალების სიმძიმის ცენტრი მით უფრო ნაკლებია მისი მდგრადობა გადაყირავების წინააღმდეგ, განურჩევლად ტვირთის ხასიათისა. ტვირთიანი სატრანსპორტო საშუალების სიმძიმის ცენტრი ყოველთვის უფრო მაღლაა განლაგებული ვიდრე უტვირთოსი.
სატრანსპორტო საშუალება გადაყირავების წინააღმდეგ უფრო მდგრადია, თუ მისი სიმძიმის ცენტრი მდებარეობს:
1დაბლა
2მაღლა
კანონის ახსნა
რაც უფრო მაღლაა განლაგებული სატრანსპორტო საშუალების სიმძიმის ცენტრი მით უფრო ნაკლებია მისი მდგრადობა გადაყირავების წინააღმდეგ, განურჩევლად ტვირთის ხასიათისა. ტვირთიანი სატრანსპორტო საშუალების სიმძიმის ცენტრი ყოველთვის უფრო მაღლაა განლაგებული ვიდრე უტვირთოსი.
მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების ციცაბო დაღმართზე მოძრაობისას დამუხრუჭების ეფექტური ხერხია:
1პერიოდული მკვეთრი დამუხრუჭება გამორთული გადაბმულობით
2დამუხუჭება ძრავით
3პერიოდული მდორე დამუხრუჭება ჩართული გადაბმულობითა და გადაცემათა კოლოფით
კანონის ახსნა
მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების ციცაბო დაღმართზე მოძრაობისას დამუხრუჭების ეფექტური ხერხია - დამუხრუჭება ძრავით. რაც უფრო მკვეთრია დაღმართი მით უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო. მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მკვეთრ დაღმართზე ძრავით დამუხრუჭებისას მძღოლმა, რაც უფრო მკვეთრია დაღმართი, მით უფრო დაბალი გადაცემა უნდა ჩართოს.
მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მკვეთრ დაღმართზე ძრავით დამუხრუჭებისას მძღოლმა გადაცემის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოს რომ:
1გადაცემის შერჩევა დამოკიდებული არ არის დაღმართის სიმკვეთრეზე
2რაც უფრო მკვეთრია დაღმართი, მით უფრო მაღალი უნდა იყოს გადაცემა
3რაც უფრო მკვეთრია დაღმართი, მით უფრო დაბალი უნდა იყოს გადაცემა
კანონის ახსნა
რაც უფრო მკვეთრია დაღმართი მით უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო. მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მკვეთრ დაღმართზე ძრავით დამუხრუჭებისას მძღოლმა, რაც უფრო მკვეთრია დაღმართი, მით უფრო დაბალი გადაცემა უნდა ჩართოს.
მჭიდრო სატრანსპოტო ნაკადში მოძრაობისას ავარიული სიტუაციის წარმოქმნის ალბათობა ნაკლებია, თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე სატრანსპორტო ნაკადის:
1სიჩქარეზე საგრძნობლად მეტია
2სიჩქარის ტოლია
3სიჩქარეზე საგრძნობლად ნაკლებია
კანონის ახსნა
მჭიდრო სატრანსპოტო ნაკადში მოძრაობისას ავრიული სიტუაციის წარმოქმნის ალბათობა ნაკლებია, თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე იქნება სატრანსპორტო ნაკადის სიჩქარის ტოლი.
მოსახვევში მოძრაობისას წინა წამყვანღერძიანი ავტომობილის უკანა ხიდის მოცურების შემთხვევაში მძღოლმა უნდა:
1დაამუხრუჭოს და საჭე მოაბრუნოს მოცურების მხარეს
2ოდნავ მოუმატოს საწვავის მიწოდება და საჭით გაასწოროს მოძრაობის მიმართულება
3შეამციროს საწვავის მიწოდება და არ შეცვალოს საჭის მდგომარეობა
კანონის ახსნა
წინა წამყვანღეძიანი ავტომობილის უკანა ხიდის მოცურების შემთხვევაში მძღოლმა უნდა ოდნავ მოუმატოს საწვავის მიწოდება და საჭით გაასწოროს მოძრაობის მიმართულება.
მოსახვევში მოძრაობისას უკანა წამყვანღერძიანი ავტომობილის უკანა ხიდის მოცურების შემთხვევაში მძღოლმა უნდა:
1ოდნავ შეამციროს საწვავის მიწოდება და საჭე მოაბრუნოს მოცურების მხარეს
2ოდნავ მოუმატოს საწვავის მიწოდება და არ შეცვალოს საჭის მდგომარეობა
3დაამუხრუჭოს და მოაბრუნოს საჭე მოცურების მხარეს
კანონის ახსნა
მოსახვევში მოძრაობისას უკანა წამყვანღეძიანი ავტომობილის უკანა ხიდის მოცურების შემთხვევაში მძღოლმა უნდა ოდნავ შეამციროს საწვავის მიწოდება და საჭე მოაბრუნოს მოცურების მხარეს.
სავალ ნაწილზე ღრმა თოვლის არსებობისას, გრუნტოვან გზაზე მოძრაობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა იმოძრაოს:
1გზის საფარის მდგომარეობის შესაბამისად გადაცემისა და სიჩქარის ცვლილებით
2წინასწარ შერჩეული დაბალი გადაცემით და სიჩქარით, მკვეთრი მობრუნებებისა და გაჩერებების გარეშე
კანონის ახსნა
სავალ ნაწილზე ღრმა თოვლის არსებობისას, გრუნტოვან გზაზე მოძრაობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა იმოძრაოს წინასწარ შერჩეული გადაცემითა და სიჩქარით გაჩერებების გარეშე, გამორიცხოს საჭის თვლის მკვეთრი მობრუნება.
სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ზამთრის პირობებში აღნიშნულ გაჩერებაზე მოძრაობისას უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1მოძრაობის დიდი ინტესივობის გამო გზის სავალი ნაწილის საფარი მშრალია
2გზის სავალი ნაწილის საფარი ზამთრის პირობების გამო არ იცვლება
3მრავალჯერადი დამუხრუჭების შედეგად წარმოიქმნება მოყინული მონაკვეთი
კანონის ახსნა
ზამთრის პირობებში მოძრაობისას სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გაჩერებაზე მრავალჯერადი დამუხრუჭების შედეგად წარმოიქმნება მოლოპული მონაკვეთი. ამიტომ აღნუშნულ გაჩერებასთან მიახლოებისას მძღოლმა წინასწარ უნდა შეამციროს მოძრაობის სიჩქარე იმდენად, რომ გამორიცხოს მოცურების საშიშროება დამუხრუჭების დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს სატრანსპორტო საშუალების მოცურება, რის გამოც გაჩერებაზე მყოფი მგზავრები აღმოჩნდებიან საფრთხის ქვეშ.
მოსახვევში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის გაზრდის შემთხვევაში ცენტრიდანული ძალის მნიშვნელობა:
1მცირდება
2იზრდება
3არ იცვლება
კანონის ახსნა
სატრანსპორტო საშუალების მოსახვევში მოძრაობისას სიჩქარის გაზრდის შემთხვევაში ცენტრიდანული ძალა იზრდება.
ბილეთი #1306გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა შორი ნათების ფარები უნდა გამორთოს და ჩართოს ახლო ნათების ფარები:
1ნებისმიერ შემთხვევაში, აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას
2მხოლოდ შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების გამოჩენისას
კანონის ახსნა
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამორთოს შორი ნათების ფარები და ჩართოს ახლო ნათების ფარები.