ბილეთების სრული სია

983 ოფიციალური ბილეთი — D კატეგორია, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ბილეთი #1080 ადმინისტრაციული კანონი

შეუძლია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლებს არსებულ გარემოებათა შეფასებით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინასწარ შეადგინონ შემთხვევის სქემა, მოაწერონ ხელი და მივიდნენ საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში ამ ფაქტის გასაფორმებლად?

  1. 1 არ შეუძლიათ, ვინაიდან უფლებამოსილი პირის მოსვლამდე, მათ გააჩნიათ შემთხვევის ადგილზე დარჩენის ვალდებულება
  2. 2 შეუძლიათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მძღოლებს, არსებულ გარემოებათა შეფასებით, შეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ წინასწარ შეადგინონ შემთხვევის სქემა, მოაწერონ ხელი და მივიდნენ საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში ამ ფაქტის გასაფორმებლად.
ბილეთი #1081 ადმინისტრაციული კანონი

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შემთხვევის სქემის შედგენის შემდეგ, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლები, უნდა:

  1. 1 მივიდნენ საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში, ამ ფაქტის გასაფორმებლად
  2. 2 შეთანხმდნენ ზიანის ანაზღაურების პირობებზე, ამასთან მათი საპატრულო პოლიციის დანაყოფში მისვლა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტის გაფორმება სავალდებულო არ არის
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მძღოლებს, არსებულ გარემოებათა შეფასებით, შეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ წინასწარ შეადგინონ შემთხვევის სქემა, მოაწერონ ხელი და მივიდნენ საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში ამ ფაქტის გასაფორმებლად.
ბილეთი #1082 ადმინისტრაციული კანონი

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი იძულებულია მიატოვოს შემთხვევის ადგილი სამკურნალო დაწესებულებაში მისვლის აუცილებლობის გამო, იგი ვალდებულია სამკურნალო დაწესებულებაში:

  1. 1 განაცხადოს თავისი ვინაობა, (წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები) და თუ ეს შეუძლებელი არ არის, დაბრუნდეს შემთხვევის ადგილზე
  2. 2 განაცხადოს თავისი, დაშავებულისა და ავარიის თვითმხილვევთა ვინაობა, წარადგინოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დაახლოებითი სქემა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას მძღოლი იძულებულია მიატოვოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილი სამკურნალო დაწესებულებაში მისვლის აუცილებლობის გამო, იგი ვალდებულია სამკურნალო დაწესებულებაში განაცხადოს თავისი ვინაობა (წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები) და, თუ ეს შეუძლებელი არ არის, დაბრუნდეს შემთხვევის ადგილზე.
ბილეთი #1083 ადმინისტრაციული კანონი

აქვთ თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილეებს, უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი პირებისგან პირველადი სამედიცინო, მაშველი და სხვა სახის დახმარების მიღების უფლება?

  1. 1 აქვთ
  2. 2 არ აქვთ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი პირებისგან მიიღოს პირველადი სამედიცინო, სამაშველო და სხვა დახმარება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს.
ბილეთი #1084 სამედიცინო დახმარება

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება ნეკნებისა და მკერდის ძვლის მოტეხილობა მისი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს:

  1. 1 გვერდზე დაწოლილ მდგომარეობაში
  2. 2 ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში
  3. 3 მჯდომარე ან ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ნეკნებისა და მკერდის ძვლის მოტეხილობის დროს დაშავებულის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს მჯდომარე ან ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში.
ბილეთი #1085 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

მკვეთრი დამუხრუჭებით სატრანსპორტო საშუალების გაჩერება დასაშვებია:

  1. 1 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
  2. 2 მხოლოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით
  3. 3 მხოლოდ მარეგულირებლის მიერ სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მოთხოვნის შემთხვევაში
  4. 4 მხოლოდ შუქნიშნის წითელი და ყვითელი მაშუქი სიგნალების ერთობლივად ჩართვის შემთხვევაში
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მკვეთრი დამუხრუჭება, გარდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების აუცილებლობით გამოწვეული დამუხრუჭებისა.
ბილეთი #1086 საავარიო შუქური სიგნალიზაცია

თუ საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალების გაყვანა ან ბუქსირება დაუყოვნებლივ შეუძლებელია და წარმოადგენს დაბრკოლებას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის, მაშინ ასეთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია ჩართოს:

  1. 1 ხმოვანი სიგნალი
  2. 2 საავარიო შუქსიგნალიზაცია
  3. 3 ახლო ან შორი განათების ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს: ა) თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა ან ბუქსირება დაუყოვნებლივ შეუძლებელია და ეს აბრკოლებს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს.
ბილეთი #1087 საავარიო შუქური სიგნალიზაცია

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალებაზე საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა:

  1. 1 გამოდგას საავარიო გაჩერების ნიშანი, ხოლო არასაკმარისი მხედველობის პირობებში - მოციმციმე წითელი ფარანი
  2. 2 ჩართოს ხმოვანი სიგნალი
  3. 3 ჩართოს შორი განათების ფარები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს: ა) თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა ან ბუქსირება დაუყოვნებლივ შეუძლებელია და ეს აბრკოლებს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა დადგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი ხილვადობის პირობებში − მოციმციმე წითელი ფარანი: ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს.
ბილეთი #1088 საავარიო შუქური სიგნალიზაცია

არასაკმარისი მხედველობის პირობებში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალებაზე საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა:

  1. 1 ჩართოს უკანა საგაბარიტო სინათლეები
  2. 2 ჩართოს წინა და უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები
  3. 3 გამოდგას მოციმციმე წითელი ფარანი, ხოლო მისი არ არსებობის შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოს სხვა მსგავსი ეფექტური საშუალებებით მოახლოებული მძღოლთა დროული გაფრთხილება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს: ა) თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა ან ბუქსირება დაუყოვნებლივ შეუძლებელია და ეს აბრკოლებს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის თანახმად: 2. საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა დადგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი ხილვადობის პირობებში − მოციმციმე წითელი ფარანი: ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს. 4. საავარიო გაჩერების ნიშნის ან მოციმციმე წითელი ფარნის არარსებობის შემთხვევაში მძღოლმა უნდა უზრუნველყოს სხვა მსგავსი ეფექტიანი საშუალებებით მოახლოებულ მძღოლთა დროული გაფრთხილება.
ბილეთი #1089 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

მოტოციკლის, ავტობუსის, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მართვა შეუძლია მხოლოდ იმ პირს:

  1. 1 რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისთვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნებს
  2. 2 რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ეს უფლება არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი
  3. 3 რომელიც აკმაყოფილებს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა პირობას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს: ა) რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს; ბ) რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ეს უფლება არ არის შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული).
ბილეთი #1102 ამკრძალავი ნიშნები
ბილეთი #1102 — სიტუაციის სურათი

დაარღვევს თუ არა შავი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

  1. 1 დაარღვევს
  2. 2 არ დაარღვევს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.20 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.20 „გასწრება აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრან¬სპორ¬ტო საშუალების გასწრებას, გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა. ნებადართულია გასწრება უეტლო მოტოციკლის, მოპედის და ველოსიპედის შემხვედრ მოძრაობის ზოლში გადაუსვლელად. ამავე თავის შენიშვნის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ე) 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე.
ბილეთი #1109 გზაჯვარედინის გავლა

"D1" ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, უფლება აქვს მართოს მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილი, რომლის:

  1. 1 დასასხდომი ადგილების რაოდენობა აღემატება 16-ს, მაგრამ არ აღემატება 30-ს
  2. 2 დასასხდომი ადგილების რაოდენობა აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს
  3. 3 დასასხდომი ადგილების რაოდენობა აღემატება 14-ს, მაგრამ არ აღემატება 24-ს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, „A“, „B“, „C“, „CE“, „D“ და „DE“ კატეგორიების ფარგლებში დაწესებული სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად ე) „D1“ − ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს, აგრეთვე „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს.
ბილეთი #1110 გზაჯვარედინის გავლა

„D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე მძღოლს, აგრეთვე უფლება აქვს მართოს „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი მისაბმელით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა:

  1. 1 აღემატება 1200 კგ-ს
  2. 2 არ აღემატება 750 კგ-ს
  3. 3 აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 1200 კგ-ს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „A“, „B“, „C“, „CE“, „D“ და „DE“ კატეგორიების ფარგლებში დაწესებული სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად: დ) „D1“ − ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს და რომლის სიგრძე არ აღემატება 8 მეტრს, აგრეთვე „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს.
ბილეთი #1112 გზაჯვარედინის გავლა

აქვს თუ არა უფლება „D1E“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე მძღოლს, მართოს „D1“ კატეგორიის ავტომობილი მისაბმელით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12000 კგ-ს?

  1. 1 არ აქვს უფლება
  2. 2 აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, „A“, „B“, „C“, „CE“, „D“ და „DE“ კატეგორიების ფარგლებში დაწესებული სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად: ვ) „D1E“ − „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომელიც არ არის განკუთვნილი მგზავრთა გადასაყვანად და რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს.
ბილეთი #1121 გზაჯვარედინის გავლა

აქვს თუ არა უფლება „C1E“ და „D1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მქონე პირს, აგრეთვე მართოს „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება?

  1. 1 აქვს უფლება
  2. 2 არ აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, რომელსაც აქვს „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.
ბილეთი #1122 გზაჯვარედინის გავლა

აქვს თუ არა უფლება „DE“ კატეგორიისა და „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მქონე პირს, აგრეთვე მართოს "C1E" ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება?

  1. 1 აქვს უფლება
  2. 2 არ აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, რომელსაც აქვს „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.
ბილეთი #1131 სასწავლო სვლა

სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა) ნებადართულია იმ გზებზე, რომელთა სიაც დადგენილი წესით მტკიცდება:

  1. 1 ინსტრუქტორ-მასწავლებლის გადაწყვეტილებით
  2. 2 ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების მიერ
  3. 3 მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულების ხელმძღვანელობის მიერ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა) ნებადართულია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დახურულ მოედანსა და ავტოდრომზე, აგრეთვე იმ გზებზე, რომელთა სიასაც დადგენილი წესით ამტკიცებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.
ბილეთი #1132 სასწავლო სვლა

პრაქტიკული მართვის სწავლებისათვის განკუთვნილი სასწავლო სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს:

  1. 1 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოწყობილობით
  2. 2 მხოლოდ საცნობი ნიშნით - „სასწავლო სატრანსპორტო საშუალება“
  3. 3 მხოლოდ ინსტრუქტორ-მასწავლებლისათვის განკუთვნილი გადაბმულობისა და მუხრუჭის დამატებითი სატერფულებით
  4. 4 მხოლოდ ინსტრუქტორ-მასწავლებლისათვის განკუთვნილი უკუხედვის სარკით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სასწავლო სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ხდება პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა), უნდა აღიჭურვოს ინსტრუქტორ-მასწავლებლისათვის განკუთვნილი გადაბმულობისა და მუხრუჭის დამატებითი სატერფულებით, აგრეთვე უკუხედვის სარკით. ასეთ სატრანსპორტო საშუალებაზე ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით უნდა დამაგრდეს საცნობი ნიშანი.
ბილეთი #1133 სასწავლო სვლა

სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის საწყისი ჩვევების შესწავლა დასაშვებია:

  1. 1 დასახლებული პუნქტის გარეუბანში
  2. 2 მხოლოდ დახურულ მოედანზე ან ავტოდრომზე
  3. 3 ნაკლები ინტესივობის ნებისმიერ გზაზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების თანახმად: 2. სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა) ნებადართულია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დახურულ მოედანსა და ავტოდრომზე, აგრეთვე იმ გზებზე, რომელთა სიასაც დადგენილი წესით ამტკიცებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. 4. გზაზე სასწავლო სვლა დასაშვებია მხოლოდ სასწავლო სატრანსპორტო საშუალებით ინსტრუქტორ-მასწავლებელთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ პირი ფლობს სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის საწყის ჩვევებს. ინსტრუქტორ-მასწავლებელს გზაზე სასწავლო სვლის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ პირმა (მოსწავლემ) საკმარისად აითვისა სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის საწყისი ჩვევები.
ბილეთი #1134 სასწავლო სვლა

გზაზე სასწავლო სვლა დასაშვებია:

  1. 1 ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით, მფლობელთან ერთად
  2. 2 როგორც სასწავლო სატრანსპორტო საშუალებით, ინსტრუქტორ-მასწავლებელთან ერთად, ასევე ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით, მფლობელთან ერთად
  3. 3 მხოლოდ სასწავლო სატრანსპორტო საშუალებით, ინსტრუქტორ-მასწავლებელთან ერთად
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გზაზე სასწავლო სვლა დასაშვებია მხოლოდ სასწავლო სატრანსპორტო საშუალებით ინსტრუქტორ-მასწავლებელთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ პირი ფლობს სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის საწყის ჩვევებს. ინსტრუქტორ-მასწავლებელს გზაზე სასწავლო სვლის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ პირმა (მოსწავლემ) საკმარისად აითვისა სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის საწყისი ჩვევები.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.