შეუძლია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლებს არსებულ გარემოებათა შეფასებით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინასწარ შეადგინონ შემთხვევის სქემა, მოაწერონ ხელი და მივიდნენ საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში ამ ფაქტის გასაფორმებლად?
1არ შეუძლიათ, ვინაიდან უფლებამოსილი პირის მოსვლამდე, მათ გააჩნიათ შემთხვევის ადგილზე დარჩენის ვალდებულება
2შეუძლიათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მძღოლებს, არსებულ გარემოებათა შეფასებით, შეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ წინასწარ შეადგინონ შემთხვევის სქემა, მოაწერონ ხელი და მივიდნენ საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში ამ ფაქტის გასაფორმებლად.
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შემთხვევის სქემის შედგენის შემდეგ, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლები, უნდა:
1მივიდნენ საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში, ამ ფაქტის გასაფორმებლად
2შეთანხმდნენ ზიანის ანაზღაურების პირობებზე, ამასთან მათი საპატრულო პოლიციის დანაყოფში მისვლა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტის გაფორმება სავალდებულო არ არის
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მძღოლებს, არსებულ გარემოებათა შეფასებით, შეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ წინასწარ შეადგინონ შემთხვევის სქემა, მოაწერონ ხელი და მივიდნენ საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში ამ ფაქტის გასაფორმებლად.
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი იძულებულია მიატოვოს შემთხვევის ადგილი სამკურნალო დაწესებულებაში მისვლის აუცილებლობის გამო, იგი ვალდებულია სამკურნალო დაწესებულებაში:
1განაცხადოს თავისი ვინაობა, (წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები) და თუ ეს შეუძლებელი არ არის, დაბრუნდეს შემთხვევის ადგილზე
2განაცხადოს თავისი, დაშავებულისა და ავარიის თვითმხილვევთა ვინაობა, წარადგინოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დაახლოებითი სქემა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას მძღოლი იძულებულია მიატოვოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილი სამკურნალო დაწესებულებაში მისვლის აუცილებლობის გამო, იგი ვალდებულია სამკურნალო დაწესებულებაში განაცხადოს თავისი ვინაობა (წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები) და, თუ ეს შეუძლებელი არ არის, დაბრუნდეს შემთხვევის ადგილზე.
აქვთ თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილეებს, უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი პირებისგან პირველადი სამედიცინო, მაშველი და სხვა სახის დახმარების მიღების უფლება?
1აქვთ
2არ აქვთ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი პირებისგან მიიღოს პირველადი სამედიცინო, სამაშველო და სხვა დახმარება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს.
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება ნეკნებისა და მკერდის ძვლის მოტეხილობა მისი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს:
1გვერდზე დაწოლილ მდგომარეობაში
2ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში
3მჯდომარე ან ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ნეკნებისა და მკერდის ძვლის მოტეხილობის დროს დაშავებულის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს მჯდომარე ან ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში.
მკვეთრი დამუხრუჭებით სატრანსპორტო საშუალების გაჩერება დასაშვებია:
1ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
2მხოლოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით
3მხოლოდ მარეგულირებლის მიერ სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მოთხოვნის შემთხვევაში
4მხოლოდ შუქნიშნის წითელი და ყვითელი მაშუქი სიგნალების ერთობლივად ჩართვის შემთხვევაში
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მკვეთრი დამუხრუჭება, გარდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების აუცილებლობით გამოწვეული დამუხრუჭებისა.
თუ საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალების გაყვანა ან ბუქსირება დაუყოვნებლივ შეუძლებელია და წარმოადგენს დაბრკოლებას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის, მაშინ ასეთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია ჩართოს:
1ხმოვანი სიგნალი
2საავარიო შუქსიგნალიზაცია
3ახლო ან შორი განათების ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს: ა) თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა ან ბუქსირება დაუყოვნებლივ შეუძლებელია და ეს აბრკოლებს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალებაზე საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა:
1გამოდგას საავარიო გაჩერების ნიშანი, ხოლო არასაკმარისი მხედველობის პირობებში - მოციმციმე წითელი ფარანი
2ჩართოს ხმოვანი სიგნალი
3ჩართოს შორი განათების ფარები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს: ა) თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა ან ბუქსირება დაუყოვნებლივ შეუძლებელია და ეს აბრკოლებს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა დადგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი ხილვადობის პირობებში − მოციმციმე წითელი ფარანი: ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს.
არასაკმარისი მხედველობის პირობებში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალებაზე საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა:
1ჩართოს უკანა საგაბარიტო სინათლეები
2ჩართოს წინა და უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები
3გამოდგას მოციმციმე წითელი ფარანი, ხოლო მისი არ არსებობის შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოს სხვა მსგავსი ეფექტური საშუალებებით მოახლოებული მძღოლთა დროული გაფრთხილება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს: ა) თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა ან ბუქსირება დაუყოვნებლივ შეუძლებელია და ეს აბრკოლებს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის თანახმად: 2. საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა დადგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი ხილვადობის პირობებში − მოციმციმე წითელი ფარანი: ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს. 4. საავარიო გაჩერების ნიშნის ან მოციმციმე წითელი ფარნის არარსებობის შემთხვევაში მძღოლმა უნდა უზრუნველყოს სხვა მსგავსი ეფექტიანი საშუალებებით მოახლოებულ მძღოლთა დროული გაფრთხილება.
ბილეთი #1089მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა
მოტოციკლის, ავტობუსის, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მართვა შეუძლია მხოლოდ იმ პირს:
1რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისთვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნებს
2რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ეს უფლება არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი
3რომელიც აკმაყოფილებს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა პირობას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს: ა) რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს; ბ) რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ეს უფლება არ არის შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული).
დაარღვევს თუ არა შავი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1დაარღვევს
2არ დაარღვევს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.20 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.20 „გასწრება აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრან¬სპორ¬ტო საშუალების გასწრებას, გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა. ნებადართულია გასწრება უეტლო მოტოციკლის, მოპედის და ველოსიპედის შემხვედრ მოძრაობის ზოლში გადაუსვლელად. ამავე თავის შენიშვნის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ე) 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე.
"D1" ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, უფლება აქვს მართოს მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილი, რომლის:
1დასასხდომი ადგილების რაოდენობა აღემატება 16-ს, მაგრამ არ აღემატება 30-ს
2დასასხდომი ადგილების რაოდენობა აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს
3დასასხდომი ადგილების რაოდენობა აღემატება 14-ს, მაგრამ არ აღემატება 24-ს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, „A“, „B“, „C“, „CE“, „D“ და „DE“ კატეგორიების ფარგლებში დაწესებული სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად ე) „D1“ − ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს, აგრეთვე „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს.
„D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე მძღოლს, აგრეთვე უფლება აქვს მართოს „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი მისაბმელით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა:
1აღემატება 1200 კგ-ს
2არ აღემატება 750 კგ-ს
3აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 1200 კგ-ს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „A“, „B“, „C“, „CE“, „D“ და „DE“ კატეგორიების ფარგლებში დაწესებული სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად: დ) „D1“ − ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს და რომლის სიგრძე არ აღემატება 8 მეტრს, აგრეთვე „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს.
აქვს თუ არა უფლება „D1E“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე მძღოლს, მართოს „D1“ კატეგორიის ავტომობილი მისაბმელით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12000 კგ-ს?
1არ აქვს უფლება
2აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, „A“, „B“, „C“, „CE“, „D“ და „DE“ კატეგორიების ფარგლებში დაწესებული სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად: ვ) „D1E“ − „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომელიც არ არის განკუთვნილი მგზავრთა გადასაყვანად და რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს.
აქვს თუ არა უფლება „C1E“ და „D1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მქონე პირს, აგრეთვე მართოს „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება?
1აქვს უფლება
2არ აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, რომელსაც აქვს „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.
აქვს თუ არა უფლება „DE“ კატეგორიისა და „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მქონე პირს, აგრეთვე მართოს "C1E" ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება?
1აქვს უფლება
2არ აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, რომელსაც აქვს „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.
სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა) ნებადართულია იმ გზებზე, რომელთა სიაც დადგენილი წესით მტკიცდება:
1ინსტრუქტორ-მასწავლებლის გადაწყვეტილებით
2ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების მიერ
3მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულების ხელმძღვანელობის მიერ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა) ნებადართულია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დახურულ მოედანსა და ავტოდრომზე, აგრეთვე იმ გზებზე, რომელთა სიასაც დადგენილი წესით ამტკიცებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.
პრაქტიკული მართვის სწავლებისათვის განკუთვნილი სასწავლო სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს:
1ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოწყობილობით
2მხოლოდ საცნობი ნიშნით - „სასწავლო სატრანსპორტო საშუალება“
3მხოლოდ ინსტრუქტორ-მასწავლებლისათვის განკუთვნილი გადაბმულობისა და მუხრუჭის დამატებითი სატერფულებით
4მხოლოდ ინსტრუქტორ-მასწავლებლისათვის განკუთვნილი უკუხედვის სარკით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სასწავლო სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ხდება პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა), უნდა აღიჭურვოს ინსტრუქტორ-მასწავლებლისათვის განკუთვნილი გადაბმულობისა და მუხრუჭის დამატებითი სატერფულებით, აგრეთვე უკუხედვის სარკით. ასეთ სატრანსპორტო საშუალებაზე ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით უნდა დამაგრდეს საცნობი ნიშანი.
სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის საწყისი ჩვევების შესწავლა დასაშვებია:
1დასახლებული პუნქტის გარეუბანში
2მხოლოდ დახურულ მოედანზე ან ავტოდრომზე
3ნაკლები ინტესივობის ნებისმიერ გზაზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების თანახმად: 2. სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა) ნებადართულია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დახურულ მოედანსა და ავტოდრომზე, აგრეთვე იმ გზებზე, რომელთა სიასაც დადგენილი წესით ამტკიცებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. 4. გზაზე სასწავლო სვლა დასაშვებია მხოლოდ სასწავლო სატრანსპორტო საშუალებით ინსტრუქტორ-მასწავლებელთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ პირი ფლობს სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის საწყის ჩვევებს. ინსტრუქტორ-მასწავლებელს გზაზე სასწავლო სვლის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ პირმა (მოსწავლემ) საკმარისად აითვისა სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის საწყისი ჩვევები.
1ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით, მფლობელთან ერთად
2როგორც სასწავლო სატრანსპორტო საშუალებით, ინსტრუქტორ-მასწავლებელთან ერთად, ასევე ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით, მფლობელთან ერთად
3მხოლოდ სასწავლო სატრანსპორტო საშუალებით, ინსტრუქტორ-მასწავლებელთან ერთად
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გზაზე სასწავლო სვლა დასაშვებია მხოლოდ სასწავლო სატრანსპორტო საშუალებით ინსტრუქტორ-მასწავლებელთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ პირი ფლობს სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის საწყის ჩვევებს. ინსტრუქტორ-მასწავლებელს გზაზე სასწავლო სვლის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ პირმა (მოსწავლემ) საკმარისად აითვისა სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის საწყისი ჩვევები.
პრაქტიკული ნაწილი
გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს
48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.