ბილეთების სრული სია

983 ოფიციალური ბილეთი — D კატეგორია, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ბილეთი #801 მოძრაობის უსაფრთხოება

აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბებში, წყალსაცავებში, მდინარეებში და ზედაპირული წყლის სხვა ობიექტებში და აგრეთვე მათ ნაპირებთან წყლიდან არანაკლებ 10 მეტრისა?

  1. 1 დასახლებულ პუნქტებში აკრძალულია, ხოლო დაუსახლებელ პუნქტებში ნებადართულია, მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისათვის
  2. 2 არ არის აკრძალული, როგორც დასახლებულ, ასევე დაუსახლებელ პუნქტებში
  3. 3 აკრძალულია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბაში, წყალსაცავში, მდინარეში, ზედაპირული წყლის სხვა ობიექტში და მათ ნაპირებთან წყლიდან 10 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე.
ბილეთი #802 მოძრაობის უსაფრთხოება

დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა ისეთი ნივთიერებების გაჟონვის შემთხვევაში, რომლებიც აბინძურებენ გარემოს?

  1. 1 დასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის ვალდებულებას
  2. 2 დასაშვებია
  3. 3 დაუშვებელია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ისეთი ნივთიერებების გაჟონვის შემთხვევაში, რომელიც აბინძურებს გარემოს.
ბილეთი #803 გაჩერება და დგომა

აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების კარების გაღება მის სრულ გაჩერებამდე?

  1. 1 აკრძალულია
  2. 2 არ არის აკრძალული
  3. 3 არ არის აკრძალული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება დაბალი სიჩქარით მოძრაობს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების კარის გაღება მის სრულ გაჩერებამდე. კარის გაღებამ არ უნდა შეუქმნას დაბრკოლება ან საფრთხე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. გზის სავალი ნაწილის, ველობილიკის ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლის მხარეს სატრანსპორტო საშუალების კარი არ უნდა იყოს გაღებული მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის საჭირო დროზე მეტი ხნით. გზის სავალი ნაწილის მხარეს ან სატრანსპორტო საშუალების უკანა მხრიდან მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომა ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შეუქმნის საფრთხეს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.
ბილეთი #804 მოძრაობის უსაფრთხოება

ვალდებულია თუ არა მძღოლი, გათვითცნობიერებული ჰქონდეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ მის მოქმედებაზე (მაგალითად დაღლილობა, უძილობა, სამედიცინო პრეპარატების მიღება, ალკოჰოლის მიღება და ა.შ)?

  1. 1 არ არის ვალდებული
  2. 2 ვალდებულია მხოლოდ იმ ავტობუსის ან სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელიც რეგულარულად ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას, ან ტვირთის გადაზიდვას
  3. 3 ვალდებულია მხოლოდ ის მძღოლი, რომელიც მართავს ძრავიან სატრანსპორტო საშუალებას
  4. 4 ვალდებულია მიუხედავად იმისა, თუ რომელ სატრანსპორტო საშუალებას მართავს იგი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მძღოლი ვალდებულია იცოდეს საგზაო მოძრაობის წესები, აგრეთვე გათვითცნობიერებული ჰქონდეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენს მძღოლის მოქმედებაზე, მაგალითად დაღლილობა, უძილობა, სამედიცინო პრეპარატების მიღება, ალკოჰოლის მიღება და ა.შ..
ბილეთი #805 მოძრაობის უსაფრთხოება

დასაშვებია თუ არა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიერ თავიანთი უფლებების რეალიზება, თუ აღნიშნულით შეიზღუდება ან დაირღვევა სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების უფლებები?

  1. 1 დასაშვებია
  2. 2 დაუშვებელია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილის მიერ თავისი უფლებების განხორციელება არ უნდა ზღუდავდეს ან არღვევდეს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთა უფლებებს. საგზაო მოძრაობის მონაწილე თავისი მოქმედებით არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ან დაბრკოლებას საგზაო მოძრაობას. მან არ უნდა შეუქმნას საფრთხე ადამიანებს და არ უნდა მიაყენოს ზიანი სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან კერძო ქონებას.
ბილეთი #807 მაფრთხილებელი ნიშნები

გზაზე საჭაპანო ტრანსპორტის მართვა უნდა განხორციელდეს:

  1. 1 სავალი ნაწილის კიდესთან, ყველაზე ახლო მანძილზე ან გვერდულაზე (თუ ეს არ აბრკოლებს ქვეითს) ერთრიგად, მოძრაობის მიმართულების შესაბამისად
  2. 2 მეხრეს სურვილისამებრ გზის ნებისმიერ მონაკვეთზე
  3. 3 სავალ ნაწილზე მოძრაობის მიმართულების საპირისპიროდ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გზაზე მოძრავი პირუტყვის, აგრეთვე საჭაპანო ტრანსპორტის მართვა უნდა განხორციელდეს სავალი ნაწილის კიდესთან ყველაზე ახლო მანძილზე ან გვერდულაზე (თუ ეს არ აბრკოლებს ქვეითს) ერთრიგად, მოძრაობის მიმართულებით.
ბილეთი #810 სამედიცინო დახმარება

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ჭრილობიდან ვენური სისხლდენის დამახასითებელი ნიშნებია:

  1. 1 ტანსაცმელი ნელა იჟღინთება მუქი ფერის სისხლით, რომელიც ჭრილობიდან გამოედინება სუსტი ნაკადით
  2. 2 ტანსაცმელი გაჟღენთილია ალისფერი სისხლით, რომელიც ჭრილობიდან გამოედინება პულსირებული ნაკადით
კანონის ახსნა
ჭრილობიდან ვენური სისხლდენის დამახასიათებელია მუქი-ალუბლისფერი სისხლის სუსტი ნაკადი. აუცილებელია მჭიდრო სახვევის დადება უშუალოდ ჭრილობის ადგილზე. სახვევის ქვედა ფენის სისხლით გაჟღენთვისას, ის არ უნდა მოცილდეს და უნდა დაემატოს ახალი სახვევი.
ბილეთი #811 გაჩერება და დგომა

დასაშვებია თუ არა მგზავრის სატრანსპორტო საშუალებაში ჩაჯდომა სავალი ნაწილის მხრიდან?

  1. 1 დასაშვებია, თუ ტროტუარის ან გვერდულის მხრიდან ჩაჯდომა შეუძლებელია და იგი არ შეუქმნის დაბრკოლებას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს
  2. 2 დასაშვებია მხოლოდ დაუსახლებულ პუნქტებში
  3. 3 დაუშვებელია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მგზავრი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალებაში ჩაჯდეს და იქიდან გადმოვიდეს მისი სრული გაჩერების შემდეგ, ტროტუარის ან გვერდულას მხრიდან, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – გზის სავალი ნაწილის მხრიდან, თუ იგი არ შეუქმნის დაბრკოლებას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.
ბილეთი #812 გადაზიდვები — ხალხი და ტვირთი

სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანა დასაშვებია:

  1. 1 მხოლოდ ჯდომით მდგომარეობაში
  2. 2 ჯდომით მდგომარეობაში, თუ სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცია ითვალისწინებს დასაჯდომ ადგილებს, ხოლო თუ არ ითვალისწინებს - დგომით მდგომარეობაში
  3. 3 მხოლოდ დგომით მდგომარეობაში
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ დამსხდარ მდგომარეობაში, კონსტრუქციულად განსაზღვრული დასასხდომი ადგილებით. ბავშვთა დამდგარ მდგომარეობაში გადაყვანა აკრძალულია.
ბილეთი #813 გადაზიდვები — ხალხი და ტვირთი

გზაზე ან მის სიახლოვეს ბავშვის დანახვის შემთხვევაში, მძღოლმა უნდა:

  1. 1 გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე გაჩერების შესაძლებლობას მისცემს
  2. 2 გაზარდოს სიჩქარე, რათა დროულად გაიაროს აღნიშნული გზის მონაკვეთი
  3. 3 გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გზაზე ან მის სიახლოვეს ბავშვის დანახვისას ან გაჩერებული ავტობუსის დანახვისას, რომელზედაც დამაგრებულია საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“, მძღოლმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს ისეთი სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე გაჩერების შესაძლებლობას მისცემს.
ბილეთი #814 გადაზიდვები — ხალხი და ტვირთი

გზაზე გაჩერებული ავტობუსის დანახვისას, რომელზეც დამაგრებულია საცნობი ნიშანი -„ბავშვების გადაყვანა“, მძღოლი ვალდებულია:

  1. 1 გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და არ დაძრას იგი, სანამ აღნიშნული ავტობუსი არ გააგრძელებს მოძრაობას
  2. 2 მისცეს ხმოვანი სიგნალი და გაიაროს შეუჩერებლივ
  3. 3 გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე შეძლებს გაჩერებას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გზაზე ან მის სიახლოვეს ბავშვის დანახვისას ან გაჩერებული ავტობუსის დანახვისას, რომელზედაც დამაგრებულია საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“, მძღოლმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს ისეთი სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე გაჩერების შესაძლებლობას მისცემს.
ბილეთი #815 გადაზიდვები — ხალხი და ტვირთი

ვალდებულია თუ არა გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, გზა დაუთმოს თეთრი ფერის ხელჯოხით მოძრავ უსინათლო ქვეითს, რომელიც კვეთს სავალ ნაწილს?

  1. 1 ვალდებულია ყველა შემთხვევაში
  2. 2 ვალდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უსინათლო ქვეითი მოძრაობს რეგულირებულ ქვეითთა გადასასვლელზე
  3. 3 არ არის ვალდებული
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მძღოლმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს საგზაო მოძრაობის ისეთი მონაწილეების მიმართ, როგორებიც არიან ქვეითები (განსაკუთრებით ბავშვები, ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) და ველოსიპედისტები. მძღოლი ვალდებულია ყველა შემთხვევაში გზა დაუთმოს თეთრი ხელჯოხით ან გამყოლ-ძაღლთან ერთად მოძრავ უსინათლო ქვეითს.
ბილეთი #816 გადაზიდვები — ხალხი და ტვირთი

რა შემთხვევაშია ვალდებული მძღოლი, გზა დაუთმოს გამყოლ ძაღლთან ერთად მოძრავ უსინათლო ქვეითს?

  1. 1 ვალდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უსინათლო ქვეითი მოძრაობს რეგულირებულ ქვეითთა გადასასვლელზე
  2. 2 ვალდებულია ყველა შემთხვევაში
  3. 3 ვალდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უსინათლო ქვეითი მოძრაობს არარეგულირებულ ქვეითთა გადასასვლელზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მძღოლმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს საგზაო მოძრაობის ისეთი მონაწილეების მიმართ, როგორებიც არიან ქვეითები (განსაკუთრებით ბავშვები, ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) და ველოსიპედისტები. მძღოლი ვალდებულია ყველა შემთხვევაში გზა დაუთმოს თეთრი ხელჯოხით ან გამყოლ-ძაღლთან ერთად მოძრავ უსინათლო ქვეითს.
ბილეთი #817 გაჩერება და დგომა

იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გზაზე მოძრაობისას, რომლის კონსტრუქცია ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედებს, უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა სავალდებულო არ არის:

  1. 1 მძღოლისათვის
  2. 2 უკანა სავარძელზე მჯდომი მგზავრისათვის
  3. 3 მძღოლისაგან მარჯვენა ან მარცხენა მხარეს მჯდომი მგზავრისათვის
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მძღოლი ვალდებულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის კონსტრუქცია არ ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედებს) მართვისას დადგენილი წესით ისარგებლოს უსაფრთხოების ღვედით და უზრუნველყოს მისგან მარჯვენა (ან მარცხენა) მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა.
ბილეთი #819 მოძრაობის უსაფრთხოება

ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი ფაქტორი არ ახდენს ზეგავლენას მძღოლის მოქმედებაზე?

  1. 1 უძილობა
  2. 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილი არც ერთი პასუხი არ არის სწორი
  3. 3 დაღლილობა
  4. 4 ალკოჰოლის მიღება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მძღოლი ვალდებულია იცოდეს საგზაო მოძრაობის წესები, აგრეთვე გათვითცნობიერებული ჰქონდეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მძღოლის მოქმედებაზე, მაგალითად, დაღლილობა, უძილობა, სამედიცინო პრეპარატების მიღება, ალკოჰოლის მიღება და ა. შ.
ბილეთი #820 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

ჩართული გარე სანათი ხელსაწყოების ან ღია კარების მქონე გაჩერებული სატრანსპორტო საშუალებების გასწვრივ მოძრაობისას, მძღოლმა უნდა:

  1. 1 შეამციროს სიჩქარე და ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია, რათა გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების უეცარი დაძვრის შემთხვევაში, დროულად უზრუნველყოს საფრთხის თავიდან აცილება
  2. 2 მისცეს ხმოვანი სიგნალი და გაზარდოს სიჩქარე
  3. 3 გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე, რათა აუცილებლობის შემთხვევაში, დროულად უზრუნველყოს გზაზე ქვეითთა და ბავშვების მოულოდნელი გამოჩენით წარმოშობილი საფრთხის თავიდან აცილება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, გზაზე გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების გასწვრივ მოძრაობისას მძღოლმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ჩართული გარე სანათი ხელსაწყოს ან ღია კარის მქონე სატრანსპორტო საშუალების მიმართ, რათა აუცილებლობის შემთხვევაში დროულად უზრუნველყოს გზაზე ქვეითთა და ბავშვების მოულოდნელი გამოჩენით წარმოშობილი საფრთხის თავიდან აცილება.
ბილეთი #822 ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი

ვალდებულია თუ არა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე ველოსიპედისტების მიმართ?

  1. 1 არ არის ვალდებული
  2. 2 ვალდებულია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მძღოლმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს საგზაო მოძრაობის ისეთი მონაწილეების მიმართ, როგორებიც არიან ქვეითები (განსაკუთრებით ბავშვები, ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) და ველოსიპედისტები.
ბილეთი #823 მოძრაობის უსაფრთხოება

დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა?

  1. 1 დაუშვებელია ნებისმიერ შემთხვევაში
  2. 2 დასაშვებია, თუ ერთი ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად
  3. 3 დასაშვებია, თუ იგი სარგებლობს მობილური კომუნიკაციის ხმამაღალი საუბრის ფუნქციით და ორივე ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისას მძღოლი უნდა მოერიდოს ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც დაკავშირებული არ არის მართვასთან. მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვისას მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა. ეს აკრძალვა არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მძღოლი სარგებლობს მობილური კომუნიკაციის საშუალების ყურსასმენით ან მობილური კომუნიკაციის ხმამაღალი (ან დისტანციური) საუბრის ფუნქციით და ორივე ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად.
ბილეთი #824 მოძრაობის სიჩქარე

ხიდის, ესტაკადის, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში გავლამდე, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია:

  1. 1 ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია
  2. 2 დარწმუნდეს სატრანსპორტო საშუალების გავლის უსაფრთხოებაში
  3. 3 გზა დაუთმოს მსუბუქი ავტომობილის მძღოლებს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ხიდის, ესტაკადის, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში ან სხვა მსგავს ადგილას გავლამდე ავტობუსის, სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია დარწმუნდეს სატრანსპორტო საშუალების გავლის უსაფრთხოებაში.
ბილეთი #827 მოძრაობის უსაფრთხოება

ქვემოდ ჩამოთვლილი რომელი უწესრიგობის დროს ეკრძალება მძღოლს სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა?

  1. 1 მხოლოდ საჭის მექანიზმის გაუმართაობის დროს
  2. 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
  3. 3 მხოლოდ ნისლსაწინააღმდეგო ფარნების გაუმართაობის დროს
  4. 4 მხოლოდ ხმოვანი სიგნალის გაუმართაობის დროს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.